NewsonIfunLover ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი საიდუმლოდ დაქორწინდნენ? სანდრა ბალოკის შვილი პირად მცველს მამას ეძახის მილა იოვოვიჩი ზღვაში მაკიაჟით ცურავს ჩინელებმა Gangnam Style-ის შემსრულებელს თოვლის ქანდაკება დაუდგეს Riata Ora კრისტენი vს გარეკანზე ორლანდო ბლუმი თავის შვილთან ერთად Ashlee Simpson Haylor ჯეიფერ ლოვრენცი VANITYFAIRს გარეკანზე
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი საიდუმლოდ დაქორწინდნენ?
მსახიობები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი კარიბის კუნძულებზე დასვენების დროს
დაქორწინდნენ, ამის შესახებ დასავლური პრესა იუწყება. ოფიციალურად
ქორწილის შესახებ არავის განუცხადებია. ცნობილია, რომ ჰოლივუდის
ვარსკვლავები დასასვენებლად ექვს შვილთან და მათ 12 ძიძასთან ერთად
გაემგზავრნენ.
გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ ვარსკვლავური
წყვილი შობას, კარიბის კუნძულებზე, ტარკსსა და კაიკოსზე დასვენების დროს
დაქორწინდა. იქ ცნობილი დიზაინერის, დონა კარანის მამულია განთავსებული.
დიზაინერმა ჯოლისა და პიტის ოჯახი სადღესასწაულო არდადეგებზე დაპატიჟა.
ვარსკვლავურმა წყვილმა ექვსი შვილისთვის თორმეტი ძიძა დაიქირავა. თითოეულ ბავშვს ორი ძიძა უვლის. მოგზაურობაში ბრედ პიტის
დედა და და-ძმაც
ოჯახებთან ერთად გაემგზავრნენ. დონა კარანის მამული თეთრი, ქვიშიანი
სანაპიროს გვერდით მდებარეობს, სახლის ფანჯრებიდან კი შესანიშნავი ხედი
იშლება. მამულში დიდი აუზი, სპა-ცენტრი, იოგას სავარჯიშო ცენტრი და
საკუთარი კინოთეტრიც კი არის.
სანდრა ბალოკის შვილი პირად მცველს მამას ეძახის
მარტოხელა დედის, მსახიობ სანდრა ბალოკის შვილი, 2 წლის ლუისი დედის პირად
მცველს დაუახლოვდა და მამას ეძახის. პირადი მცველი პატარას ძალიან
ანებივრებს - მიჰყავს საბავშვო ბაღში, ასეირნებს და ძილის წინ ზღაპრებსაც
უკითხავს.
სანდრას პირადი მცველისა და ნაშვილები ვაჟის ახლო
ურთიერთობა აშინებს. ვარსკვლავი ყოველთვის დიდი სიფრთხილით არჩევს მცველს
და მათ ოჯახის წევრის სტატუსს ანიჭებს. ბალოკის პირადი ცხოვრება ყოველთვის
არასტაბილურია, ხშირად ან პარტნიორის გარეშე ცხოვრობს, ან მისი რომანი
მცირე დროში კრახით სრულდება, შესაბამისად ახალი სასიყვარულო ურთიერთობის
დაწყება ეშინია.
მილა იოვოვიჩი ზღვაში მაკიაჟით ცურავს მსახიობი მილა იოვოვიჩი ქმართან და შვილთან ერთად კუნძულ მაუიზე ისვენებს.
ვარსკვლავი
მთელი დღე ზღვაში ცურავს და სანაპიროზე ირუჯება. პაპარაცებმა მსახიობი
მაშინ შენიშნეს, როდესაც შვილთან, ევერთან და მეუღლესთან, რეჟისორ პოლ
ანდერსონთან ერთად სანაპიროზე ერთობოდა. მილას თეთრი საცურაო კოსტუმი ეცვა.
მსახიობს სანაპიროზე გლამურული მკვეთრი მაკიაჟი ესვა, განსაკუთრებით
თვალშისაცემი კი წითელი პომადა იყო.
ჩინელებმაGangnam Style-ის შემსრულებელს თოვლის ქანდაკება დაუდგეს
ჩინეთის ქალაქ ჰარბინში, თოვლის ბაბუა თოვლის PSY-მ ჩაანაცვლა. ქალაქში
ცნობილი სიმღერის - Gangnam Style-ის მთავარი შემსრულებლის თოვლისგან
გამოძერწილი ქანდაკება დადგეს.
გიგანტური ქანდაკება სიმაღლეში 6 მეტრს აღწევს. საკუთარი თოვლის ორეული ძალიან მოეწონა თავად მომღერალსაც.