უიტნი ჰიუსტონი მოკლეს - აცხადებს კერძო დეტექტივი "უიტნი ჰიუსტონი ნარკოდილერებმა მოკლეს და ამის ამსახველი ვიდეომასალაც მაქვს", - აცხადებს ჰოლივუდის კერძო დეტექტივი პოლ ჰუბელი. პოლ ჰუბელის მიერ ფედერალური დაზვერვის ბიუროსთვის გადაცემულ მტკიცებულებებში ჩანს, რომ 48 წლის მომღერალი დილერებისთვის ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს. ჰუბელის თქმით, ჰიუსტონს ნარკოტიკების გამსაღებლების 1,5 მილიონი დოლარი ემართა. როგორც გამოძიების მსვლელობისას კერძო დეტექტივმა გაარკვია, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების დღეს მას კოკაინი მიუტანეს. მოგვიანებით კი მომღერალმა დილერების მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადა. დეტექტივი ასევე ამტკიცებს, რომ მომღერლის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მის ცემაზე მეტყველებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება კი იმ სასტუმროს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომელშიც ჰიუსტონი ცხოვრობდა. ჯერჯერობით, კერძო დეტექტივი არ ახმაურებს იმ პიროვნების ვინაობას, ვინც ის გამოძიების ჩატარების მიზნით დაიქირავა. უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. ის სასტუმროს ნომრის აბაზანაში იპოვეს. მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომღერალი გულის უკმარისობითა და კოკაინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. კრისტენ სტუარტი და რობერტ პატინსონი კვლავ ერთად ითამაშებენ მართალია "ბინდი" დასრულდა, მაგრამ კრისტენ სტუარტისა და რობერტ პატინსონის ეკრანული ტანდემი გრძელდება. დასავლურ პრესაში წერენ, რომ წყვილი ფილმ "The Sandpiper"-ის რიმეიქში მიიღებს მონაწილეობას.
სურათი პირველად ეკრანებზე 1965 წელს გამოვიდა და მასში მთავარი როლები ლეგენდარულმა მსახიობებმა, ელიზაბეტ ტეილორმა და რიჩარდ ბარტონმა შეასრულეს. ახლა მათ საუკეთესო ეკრანულ წყვილად დასახელებული სტუარტი და პატინსონი შეცვლიან. სიუჟეტი მხატვარ ლაურა რეინოლდსის გარშემო ვითარდება, რომელიც მარტო ზრდის შვილს, დენისს. ახალგაზრდა დედა შვილს სასწავლებლად კერძო აკადემიაში აწყობს, რომელსაც დოქტორი ედვარდ ჰიუიტი მართავს.
დოქტორს აღაფრთოვანებს ლაურას შეხედულება ცხოვრებასა და სიყვარულის თავისუფლებაზე და თავდავიწყებით უყვარდება აღსაზრდელის დედა.
"რობერტს ძალიან უნდა ამ ფილმში თამაში", - აცხადებს პატინსონის ახლო მეგობარი. ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი კვლავ ერთად არიან ბოლო დროს ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ მსახიობი ორლანდო ბლუმი და "ვიქტორია სეკრეტის" მოდელი მირანდა კერი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ხმების გავრცელებას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ წყვილი ერთად აღარ ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
თუმცა, საშობაო არდადეგებს მსახიობი და მოდელი ერთად, ოჯახურ გარემოში ატარებენ, პაპარაცებმა კი ისინი ლოს -ანჯელესში, თავიანთ პატარა ბიჭუნასთან ერთად გადაიღეს.
გავრცელებულ ხმებს ამერიკელი მსახიობისა და ავსტრიელი მოდელის დაშორების შესახებ კატეგორიულად უარყოფდა ორლანდო ბლუმის დედა, რომელმაც "დეილი მეილთან" საუბრისას განაცხადა:
"ისინი კვლავ ერთად არიან და ხმები მათი დაშორების შესახებ
ჭორია და მეტი არაფერი. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მუშაობენ, თუმცა შვებულებას ყოველთვის ერთად ატარებენ".
შოუბიზნესის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წყვილმა ერთმანეთი 2006 წელს, ნიუ- იორკში გაიცნო და გაცნობიდან სამ წელიწადში იქორწინეს.
2011 წელს ორლანდო ბლუმსა და მირანდა კერის ვაჟი კრისტოფერ ფლინ ბლანშარ კოუპლენდ ბლუმი შეეძინათ.
2012 წლის ყველაზე ქველმოქმედ ვარსკვლავად ტეილორ სვიფტი დასახელდა
ვებსაიტმა DoSomething.org-მა პოპულარული ვარსკვლავების ქველმოქმედება შეაფასა და 2012 წლის ყველაზე ქველმოქმედ ვარსკვლავად 23 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. მომღერალმა 4 მილიონი დოლარი ქანთრის მუზეუმს Country Hall of Fame museum-ს გადასცა.
საპატიო რეიტინგში მეორე ადგილი მომღერალმა მაილი საირუსმა დაიკავა. მაილი აქტიურად ეხმარება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას "Saving Spot! Rescue "-ს. ტოპ-ხუთეულში მესამე ადგილზე მსახიობი ჩანინგ ტატუმი გავიდა. მსახიობი აქტიურადაა ჩართული ორგანიზაცია Rainforest Foundation-ში.
ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავების ოცეულში მოხვდნენ ფინქი, სელენა გომესი, ლედი გაგა, ბენ აფლეკი, სოფია ვერგარა, ოლივია მუნი, ბიონსე და ჯასტინ ბიბერი.
Marri-da-GabbY -Smiler-
|