♥რობერტ პატინსონი კრისტენ სტუარტის სამოსით დადის♥ ♥ბექჰემების ოჯახი ახალ წელს "თბილ ქვეყანაში" მიფრინავს♥ ♥ეშტონ კატჩერმა მილა კუნისი საკუთარ ოჯახს გააცნო♥ ♥ჯენიფერ ლოპესმა და მარკ ენტონიმ ერთად იმღერეს♥ ♥Paparazzi♥
♥რობერტ პატინსონი კრისტენ სტუარტის სამოსით დადის♥
ცნობილი მსახიობი, კრისტენ სტუარტი არაერთხელ შეუმჩნევიათ მისი შეყვარებულის, რობერტ პატინსონის ქურთუკსა თუ მაისურში, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ თავად რობერტიც მოირგებდა მისი საყვარელი ქალის ქურთუკს.
რამდენიმე დღის წინ რობერტი პაპარაცებმა ნიუ-იორკის აეროპორტში შენიშნეს. მსახიობს Adidas-ის ქურთუკი ეცვა, ქურთუკის სარჩული კი ყვავილებით იყო გაფორმებული და ძალიან ჰგავდა ქალისას.
თაყვანისმცემლების თქმით, ასეთი ქურთუკის შეძენა მხოლოდ იაპონიაშია შესაძლებელი, რობერტი კი ბოლო დროს ამ ქვეყანაში არ ყოფილა. სამაგიეროდ, მისი შეყვარებული, კრისტენ სტუარტი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ტოკიოდან.
თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ კრისტენმა ქურთუკი თავისთვის შეიძინა, თუმცა შემდეგ ის რობერტმა მოირგო, რათა საყვარელი ქალის ნივთი ეტარებინა.
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥ბექჰემების ოჯახი ახალ წელს "თბილ ქვეყანაში" მიფრინავს♥ დევიდ ბექჰემმა საკუთარ ოჯახს საახალწლოდ დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყო. სპორტსმენი და მისი დიზაინერი მეუღლე ვიქტორია და მათი ოთხი შვილი ახალი წლის ცივ დღეებს მალდივის კუნძულებზე, ფეშენებელურ სასტუმროში გაატარებენ.
ბექჰემები კურორტზე 11 ღამეს დაჰყოფენ. დევიდს ეს მოგზაურობა 250 000 გირვანქა სტერლინგი უჯდება.
სასტუმრო One&Only Reethi Rah მალდივის კუნძულებზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. ის 130 კერძო ვილას, 12 სანაპიროს და 40 აუზს აერთიანებს.
ბექჰემების მიერ შერჩეული ნომერი ღამეში 8600 გირვანქა სტერლინგი ჯდება. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახი ამ სასტუმროში გატარებულ ყოველ წუთზე 6 გირვანქა სტერლინგს იხდის. გარდა ამისა, დევიდმა კიდევ სამი ვილა დაიქირავა. თითოეულის ფასი ღამეში 3700 გირვანქა სტერლინგია.
ვახშამი სასტუმროს რესტორანში 150 გირვანქა ღირს.
დევიდისთვის აქ ჩოგბურთის კორტებია, ხოლო ვიქტორია თავისუფალ დროს სპა-პროცედურებს დაუთმობს. ეს ვილები მალდივის კუნძულებზე ყველაზე ფეშენებელურია, ხოლო ბექჰემებმა ყველაზე ძვირადღირებული ნომრები დაჯავშნეს.
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥ეშტონ კატჩერმა მილა კუნისი საკუთარ ოჯახს გააცნო♥
ჰოლივუდის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა საყვარელი ქალი და კოლეგა მილა კუნისი საშობაო არდადეგებზე აიოვას შტატში, მშობლიურ ქალაქში ჩაიყვანა.
მსახიობმა რამდენიმე დღის წინ დემი მურთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა. როგორც მისი ახლო მეგობრები ყვებიან, ეშტონი ძალიან ღელავდა, ვიდრე ოჯახს საყვარელ ქალს წარუდგენდა.
"ერთი სული ჰქონდა, როდის ჩავიდოდა აიოვაში, რადგან იქ ხალხი თავს არ აბეზრებს, ადგილობრივები ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებას პატივს სცემენ. ამიტომ მოუთმენლად ელოდა შვებულების დაწყებას", - აცხადებს Zimbio-ის წყარო.
მილა კუნისი ეშტონის ოჯახმა 14 წლის წინ გაიცნო, როდესაც კატჩერთან ერთად კომედიურ სერიალ That 70s Show-ში გადაიღეს, თუმცა საყვარელი ქალის სტატუსით წარდგენა მაინც სხვაა.
წყვილი ამ დღეებში აიოვაში Bed Bath & Beyond-ის მაღაზიაში სადღესასწაულო საყიდლებზე ნახეს.
"მათ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები შეარჩიეს - ხალათები, ჩუსტები და სანთლები. ახლა აიოვაში ძალიან ცივა, დარწმუნებული ვარ, მათ ეს ყველაფერი გამოადგებათ. ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, თავს მხიარულად გრძნობდნენ. ეშტონი მას ანთებული თვალებით უყურებდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
♥ჯენიფერ ლოპესმა და მარკ ენტონიმ ერთად იმღერეს♥
განქორწინების შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი სცენაზე ერთად პირველად გამოვიდნენ. წყვილმა დუეტი პუერტო-რიკოში, ჯენიფერის მსოფლიო ტურნეს მორიგ კონცერტზე შეასრულა.
მარკმა და ჯენიფერმა სიმღერა No me Ames (Do Not Love Me) შეასრულეს.
ისინი ერთმანეთს 2011 წლის ივლისში დაშორდნენ. როგორც ჩანს, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ გაყრის შემდეგ მომღერლები მეგობრებად დარჩნენ, სიმართლეა. ჯენიფერი და მარკი სცენაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელჩაკიდებულნი იდგნენ, სიმღერის დასასრულს კი ერთმანეთს თბილად ეხუტებოდნენ.
ჯენიფერმა არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუებში რომ მისი და მარკის განქორწინება გარდაუვალი იყო.
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ Miley Cyrus მაილის უჭირავს გიგანტური სანტა.
ამ დროს მისი საქმრო ლიამი ამარაგებს საშობაო საკვებით
Pink პინკი თავის ოჯახთან ერთად
|