მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » news on ifun :*
11:26 AM
news on ifun :*
NewS
უილიამი და ქეითი შვილისთვის მოსამსახურეების შტატზე უარს ამბობენ
მაიკლ ჯექსონის შავი ხელთათმანი 200 000 დოლარად გაიყიდა
ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შორდებიან
ჟურნალმა People-მა 2012 წლის მთავარი მოვლენები დაასახელა


უილიამი და ქეითი შვილისთვის მოსამსახურეების შტატზე უარს ამბობენ 

ბრიტანეთის პრინც უილიამსა და მის ფეხმძიმე მეუღლეს, ქეით მიდლტონს ბრიტანეთის საუკუნოვანი ტრადიციების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

სამეფო წყვილმა აქედანვე უარი თქვა მომავალი შვილისთვის "გუვერნანტებისა" და მოსამსახურეების შტატზე. ამ მრავალრიცხოვან ამალას მხოლოდ ერთი ძიძა შეცვლის, რომელიც არასრული დატვირთვით იმუშავებს. 
კეიტს და უილიამს სურთ შვილი თავად გაზარდონ და მის გვერდით რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ. 
ბრიტანეთში ბევრი მიიჩნევს, რომ მომავალ მემკვიდრეს ბუკინგემის სასახლის გალავანს მიღმა 
არ გაზრდიან. მომავალი მშობლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვისთვის მთელი მსოფლიოს გაცნობა სურთ. 

სამეფო რეგლამენტის კიდევ ერთ დარღვევად ახალგაზრდა წყვილის საშობაო გეგმები შეფასდა. ქეითი და უილიამი საშობაო არდადეგებს არა სასახლეში, არამედ ბეკშირის საგრაფოში, ქეითის მშობლების სოფლის სახლში აპირებენ. 

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ამ ცვლილების შესახებ დედოფალი ელისაბედ მეორე და ედინბურგის ჰერცოგი საქმის კურსში ჩააყენეს. თუმცა, მათ საშობაო გეგმებში დედოფლის მონახულება და მისთვის დღესასწაულის მილოცვაც შედის. 


მაიკლ ჯექსონის შავი ხელთათმანი 200 000 დოლარად გაიყიდა 

მომღერალ მაიკლ ჯექსონის შავი ხელთათმანი აუქციონზე 200 000 დოლარად გაიყიდა. აქსესუარი, რომელიც Swarovski-ს კრისტალებითაა შემკული, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ არტეფაქტს წარმოადგენს. პოპის მეფე 1984 წელს American Music Awards-ს სწორედ ამ ხელთათმანით დაესწრო. მაშინ, ჯექსონმა ალბომისთვის - Thriller ჯილდო მოიპოვა. 


ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ ერთი ხელთათმანი "ორზე მაგარია" და იგი მართალი იყო - ეს აქსესუარი მაიკლის ერთ-ერთი მთავარ სავიზიტო 
ბარათად იქცა. ვაჭრობის ორგანიზატორ აუქციონის სახლ Nate D. Sanders-ში განაცხადეს, რომ ლოტმა რეკორდი დაამყარა და ჯექსონის ყველაზე ძვირაღირებულ აქსესუარად იქცა, რომელიც აუქციონზე გაყიდულა. ვინ გახდა ხელთათმანის მფლობელი, უცნობია. 

2010 წელს პოპ მეფის თეთრი ხელთათმანი ლას-ვეგასში 192 000 დოლარად გაიყიდა. 

ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი შორდებიან 

ამბერ ჰარდმა განაცხადა, რომ მასა და ჯონი დეპს შორის ყველაფერი დამთავრდა. 

მსახიობებმა ფილმ "რომის დღიურში" მიიღეს მონაწილეობა და ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ. იმავე პერიოდში ჯონი დეპი მეუღლეს, ვანესა პარადის დაშორდა. წყვილის დაშორება ჯონი დეპის საყვარელს, ამბერ ჰარდს დაბრალდა. 

მაშინ როდესაც დასავლური პრესა ფიქრობდა, რომ ახლა საყვარლებს თავისუფლად შეეძლოთ ურთიერთობის გაგრძელება, ამბერმა განაცხადა, რომ ამ რომანს სერიოზულად აღარ უყურებს.
"ამბერმა გადაწყვიტა, 
რომ სერიოზული ურთიერთობა ცხოვრების ამ ეტაპზე მას არ სჭირდება. გარდა ამისა, ამბერი ხვდება, რომ ჯონისთვის ძალიან ახალგაზრდაა და წინ მთელი ცხოვრება აქვს. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს რომანი არ გაგრძელდება, ემბერის ორიენტაციაა. ის ბისექსუალია", - აცხადებს ვარსკვლავის მეგობარი. 

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბერ ჰარდმა აღნიშნა, რომ სიყვარულს ელოდება და არ აქვს მნიშვნელობა, მისი მეორე ნახევარი მამაკაცი იქნება თუ ქალი. 


ჟურნალმა People-მა 2012 წლის მთავარი მოვლენები დაასახელა 

ჟურნალმა People-მა, რომელიც ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას აქტიურად აშუქებს, 2012 წლის ათი მთავარი მოვლენა დაასახელა. რეიტინგი ონლაინ-არჩევნების შედეგად შედგა, რომელიც გამოცემის საიტზე ჩატარდა. არჩევნებში 1,5 მლნ მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. 

People-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2012 წელი სულ მცირე ორი "საიდუმლო" ქორწილით გამოირჩეოდა. კერძოდ, მსახიობების რაიან რეინოლდსისა და ბლეიკ ლაივლის, ჯესიკა ბილისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ჯვრისწერით. ორივე ცერემონია მედიისთვის დახურული იყო. 


ყველაზე ნანატრ  ქორწილად ჯენიფერ ენისტონის და მისი შეყვარებულის, ჯასტინ ტერუს ქორწილი დაასახელეს. ტერუმ ჯენიფერს ხელი 2012 წლის ზაფხულში სთხოვა. მომავალი დღესასწაულის თარიღი ჯერჯერობით დათქმული არაა. 

რომანი, რომლის არსებობის შესახებ "ჯერ კიდევ არ გვჯერა" People-ის მკითხველებმა მსახიობისა და დიზაინერის მერი - კეიტ ოლსენის და 


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ძმის, ოლივეს რომანი დაასახელეს. წყვილი რომ ერთმანეთს ხვდება, ცნობილი 2012 წლის გაზაფხულზე გახდა. 

People-ის ღირსშესანიშნავი მოვლენების სია ასე გამოიყურება: 

1. წლის საიდუმლო ქორწილები: ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი; ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. 


2. ყველაზე დასამახსოვრებელი ტანსაცმელი: ქეით მიდლტონის კაბა, რომელიც მას ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე ეცვა. 
3. მატება ოჯახში: ჰილარი დაფის ჩანაწერები საკუთარ ახალშობილ ვაჟზე "ტვიტერში". 


4. წლის გაერთიანება: 25 წლის ამარიკული სიტუაციური კომედია "სავსე სახლი". 
5. ყველაზე აბეზარა: ლინდსი ლოჰანი. 


6. ისინი, ვინც კიდევ გაინტერესებთ: პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი. 


7. ყველაზე თვალსაჩინო ტანსფორმაცია კინოში: დენიელ დეი-ლიუისი აბრაამ ლინკოლნის როლში. 
8. ყველაზე ნანატრი ქორწილი: ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ. 


9. ყველაზე მოულოდნელი რომანი: მერი-კეიტ ოლსენი და ოლივიე სარკოზი. 
10. ტელევიზიაში საუკეთესო დაბრუნება: ბრიტნი სპირსი შოუ X Factor-ში. 

დაამოწმა: SmilerMegi
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 795 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2012-12-24 Spam
Kargi Newsiaa <33