მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » News On Ifunlover
5:38 PM
News On Ifunlover

კრისტენ სტიუარტი "ბინდის" კაბას ყიდის 



მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა Zuhair Murad-ის გამჭვირვალე კაბის გაყიდვა გადაწყვიტა. ამ კაბით მსახიობი ლოს-ანჯელესში "განთიადის" მეორე ნაწილის პრემიერას ესწრებოდა. გოგონა სარგებელს არ ეძებს: შეგროვებული სახსრები ქარიშხალ "სენდის" შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება. 



კრისტენი და სხვა ვარსკვლავები საქველმოქმედო მარათონ "12-12-12"-ში იღებენ მონაწილეობას, სადაც ქარიშხალ "სენდის" დაზარალებულთა დასახმარებლად ფულს აგროვებენ. სტუარტმა კაბას ავტოგრაფიც გაუკეთა. აუქციონი 20 დეკემბერს დამთავრდება. კაბის ფასი კი 2,500 დოლარია. 



კრისტენი ერთადერთი არაა, ვინც საკუთარი ლოტი გამოიტანა. მსახიობი სუზან სარანდონი თაყვანისმცემლებს მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ ეპატიჟება. აუქციონის ყველაზე ძვირაღირებულ ლოტად პოლ მაკარტნის, ბრიუს სპრინგსტინის, კრის მარტინისა და ერიკ კლეპტონის ავტოგრაფებიანი გიტარა რჩება. ამჟამად ის 41,100 დოლარი ღირს.



კეტი ჰოლმსი საახალწლოდ ქალიშვილს 24 000 დოლარიან სახლს აჩუქებს


კეტი ჰოლმსი ქალიშვილისთვის, სური კრუზისთვის გრანდიოზულ საახალწლო საჩუქარს ამზადებს. მსახიობმა გოგონას რამდენიმე სიურპრიზი მოუწყო, თუმცა მთავარი საჩუქარი - 24 000 დოლარიანი სათამაშო სახლია,


რომელიც მხოლოდ ზომებით თუ განსხვავდება რეალურისგან. ინტერნეტში სახლის ფოტოებიც გავრცელდა.


სახლის დიზაინი ვიქტორიანულ სტილშია გადაწყვეტილი და მასში ყველა პირობაა საცხოვრებლად. სური კრუზის პირველ საკუთარ სახლში განთავსებულია სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო და სათამაშოების სათავსო. გარდა ამისა სახლს ელექტროენერგიის და წყლის საკუთარი

გაყვანილობა აქვს.



სამწუხაროდ კეტი ჰოლმსი ნიუ-იორკში, ბინაში ცხოვრობს და ეზო არ აქვს. სად განთავსდება სურის ახალი გასართობი ჯერ უცნობია.


ანჯელინა ჯოლი თავის მეორე ფილმს იღებს

ანჯელინა ჯოლი კომპანია Universal Pictures-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 37 წლის მსახიობი ლუის ზამპერინის ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობს. მოლაპარაკებები ბოლო სტადიაზეა. ფილმს "უტეხი" ერქმევა. ის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტსმენ ლუის ზამპერინზე მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ტყვეობას თავი ცოცხალმა დააღწია.


ინტერესი ლუის ზამპერინის მიმართ, ლორა ჰელენბერდის ახლადგამოსულმა დოკუმენტურმა რომანმა განაახლა. წიგნის წაკითხვის შემდეგ ჯოლის მისი ეკრანიზების იდეა გაუჩნდა:


"წავიკითხე ეს შესანიშნავი წიგნი - ნამდვილად გულში ჩამწვდა ლუის ზამპერინის გმირული ისტორია. იმ წამსვე დავიწყე ბრძოლა ამ ფილმის


გადაღებაზე უფლების მოსაპოვებლად. ლუისი ნამდვილი გმირია, გამბედაობის და შეურყეველი რწმენის მაგალითი. ჩემთვის პატივია მისი ამაღელვებელი და შთამაგონებელი ისტორიის ეკრანიზაციაზე მუშაობა", - აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.



ეს ფილმი მსახიობისთვის მეორე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება. გასულ წელს ეკრანებზე დრამა "სისხლისა და თაფლის ქვეყანაში" გამოვიდა, რომელიც 1992-1995 ომის წლებში ბოსნიელისა და სერბის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს.


აღსანიშნავია, რომ ჯოლის ახალ ფილმს ისტორიის მთავარი გმირიც შეაფასებს. ის ახლა 95 წლისაა.

Marri-da-GabbY

-Smiler-

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 643 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-12-20 Spam
4. Sali --   ( sal922[??????]

Sopio Kipshidze, chemi adre ar daumowmebiat da imitom dade shenc