ტეილორ სვიფტი ბრედ პიტზე მოთხოვნადი ვარსკვლავია აღმოჩნდა, რომ მომღერალი ტეილორ სვიფტი ჰოლივუდის მსახიობებზე, ბრედ პიტსა და ენ ჰეთევეიზე მოთხოვნადი ვარსკვლავია. ტეილორი 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. ჟურნალმა Parade-მ პოპულარული ვარსკვლავების 2012 წლის ანაზღაურება შეაფასა. ჟურნალის ინფორმაციით, 23 წლის ვარსკვლავის შემოსავალმა 2012 წელს 57 მილიონი დოლარი შეადგინა. შოუბიზნესში ტეილორი ოპრა უინფრისა და ბრიტნი სპირსის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ვარსკვლავია. რაც შეეხება მსახიობებს - ოსკაროსანმა ენ ჰეთევეიმ 10 მილიონი დოლარი დააგროვა, ბრედ პიტის ანგარიშმა კი 35 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჯენიფერ ლოპესს ახალგაზრდა საყვარელი მობეზრდა ახალგაზრდა საყვარელი, მოცეკვავე კასპერ სმარტი მობეზრდა. 25 წლის კასპერი გრძნობს, რომ ლოპესი მასთან ურთიერთობას მალე გაწყვეტს. ჯენიფერი ცდილობს, ახალგაზრდა საყვარელთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს. როგორც წყვილის ახლო მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, კასპერი დეპრესიაშია და ყველა ხერხით ცდილობს, ჯენიფერი ცოლობაზე დაითანხმოს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოპესი საქორწინო კაბის ჩაცმას უახლოეს მომავალში არ აპირებს. "როდესაც კასპერმა ჯენიფერს შესთავაზა, თითზე ნიშნობის ბეჭდის ფორმის სვირინგები გავიკეთოთო, ლოპესმა სიცილი ვერ შეიკავა. სმარტი ცუდ დღეშია. ის ჯენიფერსა და მის შვილებს შეეჩვია და ჯენიფერისგან წასვლა არ სურს - წერს ვებსაიტი showbizspy. ბოლო რამდენიმე კვირაა პრესაში აქტიურად განიხილება ჯენიფერისა და კასპერის რომანი. წყვილის ახლო მეგობრებიც ამბობენ, რომ ვარსკვლავი კასპერის მიმართ მოთმინებას კარგავს. სმარტი პოპულარული სახე არაა, ჯენიფერის გაცნობამდე მოკრძალებულად ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, ლოპესი ხელმოკლე საყვარელს წვრილმანი ხარჯებისთვის კვირაში 10 000 დოლარს ანგარიშზე ურიცხავს. შეგახსენებთ, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მოცეკვავე კასპერ სმარტმა ერთმანეთი შარშან ზაფხულში გაიცნეს, როცა ვარსკვლავი მეუღლეს, მომღერალ მარკ ენტონის დაშორდა. ჯენიფერსა და მარკს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სამაგალითო მშობლებად აღიარეს ბრიტანეთის ყველაზე სამაგალითო მშობლები ვიქტორია და დევიდ ბექჰემები არიან. გამოკითხვა ჟურნალმა marie claire-მ ჩაატარა. ბექჰემებს ხმა გამოკითხულთა 46%-მა მისცა. მათი თქმით, დევიდმა და ვიქტორიამ ერთგულებითა და შვილების მიმართ ყურადღებით, ნამდვილად დაიმსახურეს ყველაზე კარგი მშობლების ტიტული. წყვილს 4 შვილი -14წლის ბრუკლინი ,10 წლის რომეო,8 წლის კრუზი და 19 თვის პარპერი ჰყავს მეორე ადგილი ცნობილმა მოდელმა მირანდა კერიმ და მისმა მეუღლემ, ორლანდო ბლუმმა დაიკავეს, რომლებსაც შვილის გარეშე თითქმის ვერასდროს ნახავთ. საპატიო მესამე ადგილი ჯეიზისა და ბიონსეს ერგოთ.
სოფია ვერგარა სუროგატი დედის წყალობით შვილს ელოდება კოლუმბიელი მსახიობი, სოფია ვერგარა და მისი საქმრო, ბიზნესმენი ნიკ ლოები სუროგატი დედის წყალობით შვილს ელოდებიან. სუროგატი დედა სოფიას ახლო მეგობარია. წყვილი პატარას მოუთმენლად ელის. პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაქორწინდება წყვილი, სუროგატი დედის მშობიარობის შემდეგ, თუ მანამდე. "სოფია ძალიან ბედნიერია. რამდენიმე დღის წინ სუროგატი დედა საავადმყოფოში გახდა წასაყვანი, რადგანაც ქალბატონს ძლიერი ტოქსიკოზი ჰქონდა. სოფიამ ძალიან ინერვიულა და ღმერთს ეხვეწებოდა, ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო. საბედნიეროდ, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პატარასაც საფრთხე არ ემუქრება. ვერგარამ თავიდანვე უარი თქვა სუროგატი დედის ფუნქცია უცნობ ადამიანს ეკისრა, სწორედ ამიტომ უახლოესი მეგობარი აირჩია", - წერს ჟურნალი National Enquirer.
ჰაიდი კლუმი ტელეშოუში იხვთან ერთად მივიდა ამერიკაში "პროექტ პოდიუმის" მე-11 სეზონი მიმდინარეობს, სადაც გამარჯვებულ დიზაინერს "ლორეალისგან" 100 ათას დოლარი, 50 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა, მანქანა Lexus GS და სხვა პრიზები ერგება.
შოუს წამყვანმა ჰაიდი კლუმმა ყველა გააოცა, როდესაც მოულოდნელად შოუში იხვით გამოჩნდა და დიზაინერებს განუცხადა, რომ იხვი მათი დავალებისთვის პატარა მინიშნება იყო. დაბნეული დიზაინერები მოუთმენლად ელოდნენ გაეგოთ, თურასთან შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირში შინაური ფრინველი. როდესაც ოთახში შევიდნენ, უამრავი წებოვანი ლენტი (Duct Tape) დახვდათ. აღმოჩნდა, რომ მათი დავალება სწორედ ამ წებოვანი ლენტისგან სკოლის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები კაბების შექმნაა.
"პროექტი პოდიუმი" ამერიკული რეალითი-შოუა, რომლის პრემიერა 2006 წლის 4 ივლისს შედგა. შოუში მონაწილეობენ დიზაინერები, რომლებიც ერთმანეთს საუკეთესოს წოდებისთვის ეჯიბრებიან.
Daamowma ((♥)) ((♥))
|