ლეიდი გაგამ გადაწყვიტა სამყაროს აჩუქოს დოკუმენტური ფილმი თავის შესახებ. თან, ამ პროექტით დაკავდება ტერი რიჩარდსონი - ფოტოგრაფი და მომღერლის ახლო მეგობარი. 'გილოცავთ ახალ წელს მონსტრიკებო! ტერი რიჩარდსონი იღებს LadyGagaMOVIE-ს, რომელიც ასახავს ჩემს ცხოვრებას და ასევე მოგითხრობთ Artpop-ის შექმნასა და თქვენს როლზე ჩემს ცხოვრებაში!' -დაწერა პოპ-ვარსკვლავმა თავის მიკრობლოგში.
შეგახსენებთ, რომ ლეიდი გაგა და ტერი დიდი ხანია მეგობრობენ და ცოტა ხნის წინ მათი საერთო ნამუშევარიც ვიხილეთ, მუსიკალური კლიპი -'Cake”.
სურათის ნახვა შესაძლებელი იქნება 2013 წელს.
დასახელდა კინოისტორიის მანძილზე გადაღებული, ყველაზე ცუდი ფილმები
გამოკითხვის შედეგად, რომელიც საიტმა rifftrax-მა ჩაატარა, გამოვლინდა 25 ყველაზე ცუდი ფილმი, მთელი კინოისტორიის მანძილზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500 000-მა ადამიანმა. პირველ ადგილზე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს, გავიდა კინოსერიალი ”ბინდი” (35 539 ხმა).
მეორე ადგილზე გაივდა კინოკომიქსი - ”ბეთმენი და რობინი” (27 929 ხმა), მესამეზე აღმოჩნდა ”ქალი-კატა” (22 544 ხმა). ”ადამიანი-ობობა 3: მტრის სახე ” (19 152 ხმა) მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ხუთეული შეავსო ფილმმა - ”სტიქიის მბძანებელი” (18 056 ხმა). პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ კინოსურათები - ”სუპერძმები მარიო”, ”ბრძოლის ველი - დედამიწა”, ”ასე განსხვავებული ტყუპები”, ”ნიღაბის შვილი” და ”ტრანსფორმერები: დაცემულთა შურისძიება”.
საინტერესოა, რომ მე-13 ადგილი დაიკავა ჯორჯ ლუკასის ბლოკბასტერმა ”ვარსკვლავური ომები; ეპიზოდი 1 - ფარული მუქარა”, მე-15 ადგილი - სტივენ სპილბერგის სათავგადასავლო ბოევიკმა - ”ინდიანა ჯონსი და ბროლის ჩონჩხის სამეფო ” , მე-16 ადგილზე გავიდა ბრეტ რატნერის ჰიტი ”ადამიანები იქსი: ბოლო ბრძოლა”, მე-18 ადგილი წილად ხვდა ნაით შამალანის ფილმს - ”გამოცხადება”, მე-20 ადგილზე არის მაიკ ბეის ფანტასტიკური თრილერი - ”ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე”.
2012 წლის ყველაზე ცუდი ფილმები
ინტერნეტ საიტმა Film.com თავის გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ყველაზე ცუდი 2012 წლის ფილმების ნაწყვეტები.
სიუჟეტში სპეციალურად არის შერჩეული ის მომენტები, სადაც გმირები უკმაყოფილოები არიან არსებული სიტუაციით და ჩანს თითქოს ისინი ბოდიშს უხდიან მაყურებელს მომხდარის გამო..
მაგალითად, ქეთრინ ჰეიგლის გმირი კომედიაში 'ის ამას აკეთებს ფულის გამო' ამბობს: 'ეს სიბანძეა'.
ჯეისონ ბიგსი ('ამერიკული ნამცხვარი') ამბობს: 'ეს ძალიან, ძალიან ცუდია!'. და ასევე ყველასთვის საყვარელი ჯონი დეპი ფილმში 'მუქი ჩრდილები' აღიარებს, რომ ის ძალიან წუხს.
'პრეზიდენტ ლინკოლნში' დომინიკ კუპერი ამბობს: 'ეს არის ის რაც ყველაზე ძალიან გძულს!'.
ყველაზე ცუდი ფილმების სია 28 კინო-ფირით დაკომპლექტდა. ამ ფილმებს შორის მოხვდნენ შემდეგი ფილმები: 'გუშაგი', 'ამერიკული ნამცხვარი: გაერთიანება', 'ეს ბიჭი ჩემია',' მუქი ჩრდილები', 'საუკუნის როკი','პირანიები 3DD', 'რას უნდა ელოდო, როცა ბავშვს ელოდები', 'მრბოლელი მოჩვენება 2' და 'იღბლიანი'.
პირადი შეფასება:
მე პირადად ამ სიის ნახვისას პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და პირველად ჩემს ცხოვრებაში არ მესმის ამერიკელების:
"იღბლიანი"-The lucky one ჩემი აზრით 2012 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმთაგანია და მისი ამ სიაში ნახვამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა, ვინც ამ ფილმს ნაყურები ხართ ალბათ დამეთანხმებით.
ზაკ ეფრონმა ამ ფილმში შესრულებული როლისათვის საუკეთესო დრამატული მსახიობის ჯილდოც კი აიღო: მსახიობები შესანიშნავი, სიუჟეტი უმაგრესი, ხარისი მაღალი: რა არ მოსწონთ ამ ხალხს ვერ ვხვდები