მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » მაისი » 31 » News About Miley
6:34 PM
News About Miley
სიახლეები მაილიზე 

*მაილი გამოვა Rock In Rio 2013-ზე
*რა თქვა მაილიმ დემი ლოვატოს წონაზე?
*დემი ლოვატომ თქვა, რომ ჰანა მონტანას კასტინგზე იყო
*სიახლე LOL-ზე
*სიახლე So Undercover-ზე
*სკანები ჟურნალებიდან 

*მაილი გამოვა Rock In Rio 2013-ზე


ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოქვეყნდა იმ ვარსკვლავების სია, რომლებიც გამოვლიან 
Rock In Rio 2013-ზე. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება რიო დე ჟანეიროში. 
სიაში მოხვდა მაილი საირუსიც. მონაწილეებს შორის ასევე არიან ლედი გაგა, ქეითი პერი, დემი ლოვატო, Jay-Z, ჯასტინ ბიბერი და სხვები. 


როგორც სქრინიდან ჩანს, მაილი 20 სექტემბერს იმღერებს, სწორედ იმ დღეს, როცა სცენას დემი ლოვატო, ბრუნო მარსი და შაკირა დაამშვენებენ. 
მაილის ჯერ-ჯერობით მონაწილეობა არ დაუდასტურებია, თუმცა მომღერლების უმეტესობამ ეს უკვე შეგვატყობინა. ასე  რომ, მისგან დადასტურებას ველით. 

*მაილი საუბრობს დემი ლოვატოს წონაზე


მაილის პაპარაცებმა დაუწყეს საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ იმატებს და მას ამაზე უხეში რეაქცია ჰქონდა. მათ შორის დიალოგი ასეთი იყო:
_რას ფიქრობ იმაზე, როგორ ძლიერად მოიმატა დემი ლოვატომ?
_ადამიანის თავდაჯერებულობის დანგრევის გარდა სხვა საქმე არ გაქვთ?
_მაგრამ ის სუქდება!
_მერე რა?! დემი ცოტა ხნის წინ განიკურნა კვების დარღვევებისგან!
_შენს წონაზე რას იტყვი? მასზე ბევრს საუბრობენ!
_არ მაინტერესებს, რას საუბრობენ. ამით მხოლოდ ჩემს ფანებს ეტკინებათ და ამ შემთხვევაში მე თქვენ გატკენთ!

*დემი ლოვატომ თქვა, რომ ჰანა მონტანას კასტინგზე იყო

წარმატებულმა მსახიობმა და მომღერალმა დემი ლოვატომ ჟურნალ კოსმოპოლიტენთან ინტერვიუში თქვა, რომ ის იყო სერიალ ,,ჰანა მონტანას'' კასტინგზე, მაგრამ მას უარი უთხრეს!
,,მე დავდიოდი მოსმენებზე სარეკლამო კლიპებისა და სერიალებისთვის. 14 წლისთვის მივედი ,,ჰანა მონტანას'' კასტინგზე, მაგრამ უარი მითხრეს. სამაგიეროდ შემდეგ მთავარი როლი მივიღე ფილმში ,,Camp Rock'' და სერიალში ,,მიეცით სანის 
შანსი''.

*სიახლე LOL-ზე

ცნობილი გახდა, რომ ფილმ LOL-ის Blu-ray Disc და დივიდი 31 ივლისს გამოვა. დისკში შევა სპეციალური ბონუს მასალები, როგორიცაა კადრს მიღმა სცენები ან გადამღები ჯგუფის აუდიო-კომენტარები. Blu-ray Disc-ის ფასი $24.99 იქნება, ხოლო DVD_$19.98.
 

DVD-ს გარეკანი

Blu-ray Disc-ის გარეკანი



*სიახლე So Undercover-ზე

Justjared-ის თანახმად ფილმი 27 ივნისს გამოვა. სამწუხაროდ, მისთვის არანაირი რეკლამა არ გაწეულა და იმასაც ამბობენ, რომ კინოთეატრების რაოდენობა 500-ით შემოიფარგლება.

*სკანები ჟურნალებიდან 
,,ჟურნალი ბრავო'' №23 (გერმანია)
 
 
 
 

ჟურნალი ,,PopCorn'' №7 
 
 э


იმედია მოგეწონათ სიახლე 


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 703 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 4
2012-05-31 Spam
Magari siaxle iyo,yochag!