მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 16 » News ♥
10:57 AM
News ♥
News On Ifunlover
♥ აუცილებლად შემოდით ♥

Rita Ora Madonna-ს ბრენდის სახე ხდება

პოპის დედოფალ - Madonna-სა და მისი ქალიშვილის - Lourdes-ის ცნობილი ბრენდის - ”Material Girl”-ის სახე Rita Ora იქნება. ეს ინფორმაცია შემსრულებელმა მედიასთან სიხარულით დაადასტურა და ისიც დასძინა, რომ პოპ ვარსკვლავთან და მის ქალიშვილთან მუშაობა მისთვის დიდი პატივია. ამის შესახებ Rita-მ პირველი განცხადება თვითერის მეშვეობით გააკეთა. ”Madonna და Lola. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე ”Material Girl”-ის ახალი სახე ვარ." - წერს ვარსკვლავი. 22 წლის მომღერალმა, რომელიც ასევე იტალიური ფეხსაცმლის ბრენდის - Superga-ს სახეა, ”Material Girl”-თან ნახევარმილიონ დოლარიან კონტრაქტზე შემოთავაზებას 16 წლის Lourdes-ისგან ხელი გასულ თვეში მოაწერა. როგორც ირკვევა Madonna-ს უფროსი ქალიშვილი დიდი ხანია Rita-ს თაყვანისმცემელია და მისი ბრენდის სახედ გახდაც წელიწადზე მეტია უნდა. Rita ბრენდის სახედ ცნობილ მოდელს - Rolling Stones-ის სტარის - Mick Jagger-ის ქალიშვილს - Georgia May Jagger-ს ჩაანაცვლებს. ეს უკანასკნელი ”Material Girl”-ის სარეკლამო ბანერებიდან 7 თვის განმავლობაში არ ჩამოსულა.



რა ურთიერთობა აქვთ Justin Bieber-სა და Miley Cyrus-ს?!

Justin Bieber-ი და Miley Cyrus-ი? უკაცრავად? როგორც ერთ-ერთი გამოცემა ირწმუნება რამდენიმე დღის წინ წვეულებაზე Miley-ს და თინეიჯერების კუმირს აქტიური ფლირტი ჰქონდათ გაჩაღებული. როგორც ჩანს J.B-მ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ექს გერლფრენდზე და მთელი საღამოს განმავლობაში Miley-ს ხუმრობებზე იცინოდა და მასთან ერთად სასმელსაც მიირთმევდა. რაც შეეხება Cyrus-ს, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ გასულ თვეში თავის საქმროსთან - Liam Hemsworth-თან ერთად დაჭრიჭინობდა და ამჯერად მთელი საათი და 15 წუთი თინეიჯერ სთარს დაუთმო. წყვილი ერთ მაგიდასთან კარგახანი ისხდა, თუმცა ტაბლოიდები უფრო იმან დააინტერესა, რატომ გამოვიდნენ დაწესებულებიდან ვარსკვლავები ერთად… ახალგაზრდა ვარსკვლავები წლებია მეგობრობენ, ასე, რომ მათი საზოგადოებაში გამოჩენა წესით არც უნდა გვიკვირდეს. ეჭვების საფუძველი მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ Justin-ის მანქანა გვიან საღამოს ლოს ანჟელესში Miley-ს სახლიდან გამომავალი დააფიქსირეს. მანამ, სანამ შემსრულებლების ფანებს მათი მეგობრობის ჭეშმარიტად სჯეროდათ, გაირკვა, რომ ამ ორის ურთიერთობა მეგობრობით არ დაწყებულა. Justin-სა და Miley-ს შორის რაღაც იყო, და ამბობენ, ამ რაღაცაზე Selena Gomez-ი ძალიანაც ეჭვიანობდაო. როგორც წყარო იუწყება, ვარსკვლავები რამდენიმე წლის წინ ერთად იყვნენ, ამის შემდეგ კი Justin-მა Selena-სთან დაიწყო ურთიერთობა. თუ ამ ყვეაფერს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული Liam-საც რაიმე ეყნოსა... მოკლედ რას გაიგებ. ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას და ახალ პაპარაცულ კადრებს ველოდოთ...



ვინ დაამახინჯა Beyoncé?!

გემრიელი და შთამბეჭდავი ფორმებით განთქმულ Beyoncé-ს თავისი ავლადიდება წაართვეს. წარმოიდგინეთ არენბი დივა Victoria's Secret-ის რომელიმე მოდელის წონით... უხერხულია არა? თუმცა ამას ხელი Roberto Cavalli-სთვის არ შეუშლია და დიზაინერმა ფაქტობრივად მკრეხელობა ჩაიდინა. რამდენიმე დღის წინ ამ უკანასკნელმა თავისი ახალი კოლექციის საანონსოდ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჭრელი ჰაეროვანი კაბა სწორედ ბიონსეს აცვია, თუმცა მომღერალი არაადეკვატურად გამხდარია და მისი შთამბეჭდავი ფორმებიც არსად ჩანს. სურათის გამოჩენიდან რამოდენიმე საათში Cavalli-ზე ნახევარი მსოფლიო აჭორავდა, ხოლო დიზაინერმა თავი მხოლოდ თვითერის ოფიციალურ გვერდზე სტატუსის მეშვეობით იმართლა. ”ძვირფასო თაყვანისმცემლებო, გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ Cavalli-ს მიერ შექმნილი Beyoncé-ს გამოსახულება კარიკატურაა და არა პორტრეტი და ის მხატვრული კუთხითაა შესრულებული. Roberto Cavalli-ს უყვარს ქალი როგორც არავის და ყოველთვის ადიდებდა ჭეშმარიტ ქალურ ფორმებს თავისი ქმნილებების მეშვეობით. ზემოთხსენებულ ფოტოზე Beyoncé-ს წონა საგრძნობლად აქვს მოკლებული, მისი ფეხები და მკლავები დაწვრილებული და დაგრძელებულია. აღაფაფერს ვიტყვით არენბი დივას მადისაღმძვრელ თეძოებზე. ნახატს გვერდით Beyoncé-ს მსოფლიო ტურნეში სცენაზე გადაღებუილი ფოტო ერთვის, რომელზეც მომღერალი კავალის ამავე კაბით დგას. კონტრასტი შოკისმომგვრელია.



წყარო : musicbox.ge
დააკომენტარეთ ^__________________^ ♥ ♥


Perfectly♥Lady
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 775 | დაამატა: ☾NiiNii☽ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-06-16 Spam
dsaaan saintereso siaxlea,momewona .
miley da justini aramgona ratomgac;d
vaxx ritas ukuret tkven;d