მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2013 » მარტი » 9 » news
1:12 PM
news
ჰოლივუდში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა წყვილის, მსახიობების რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა. 
კრისტენმა ღალატის შემდეგ ყოფილ საყვარელთან ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა, მაგრამ უშედეგოდ. რობერტმა სტიუარტს ღალატი არ აპატია და ერთ დროს მისთვის ძვირფას ადამიანს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. 
ჟურნალი In Touch სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რობერტმა კრისტენს მასთან სტუმრობა აუკრძალა. აკრძალვა სატელოფონო ზარებსაც ეხება. 
კრისტენს ღალატის გამო პრობლემა მხოლოდ პირად ცხოვრებაში არ შექმნია. მას ღალატს არც საზოგადოება პატიობს. ყველა ღონისძიებაზე, სადაც კი გამოჩნდება, ხალხი, მათ შორის მისი გულშემატკივრებიც კი რეჟისორ რუპერტ სანდერსთან რომანს ახსენებს. 
  

  

  

ჯენიფერ ლოურენსს ბავშვობაში დასცინოდნენ 
22 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს ოსკაროსან ჯენიფერ ლოურენსს თინეიჯერობის ასაკში კლასელი გოგონები დასცინოდნენ. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ აუტანელი კლასელების გამო სკოლა რამდენჯერმე გამოიცვალა. 

"თინეიჯერობის წლები ყველაზე საშინელი იყო. სკოლა უამრავჯერ გამოვიცვალე. ყველა გოგონას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, მინდა მივმართო, ასეთების გამო ნერვებს ნუ აიშლით. ასეთი ადამიანები საფუძველს გიქმნიან, რომელზეც აღიმართებით. კოლეჯი დავამთავრეთ და სად არიან ეს გოგონები? ვინმე იცნობთ? ვაღიარებ, რომ ძალიან უნიჭო ვარ. მსახიობობის გარდა, არაფერი შემიძლია. ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც მეხერხება", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

ჯასტინ ბიბერმა კონცერტზე 2 საათით დააგვიანა 
ჯასტინ ბიბერის ბრიტანელი ფანები აღშფოთებულნი არიან. ვარსკვლავმა 2 საათით დააგვიანა კონცერტზე. გაბრაზებული თაყვანისმცემლები თინეიჯერ მომღერალს სტვენით შეხვდნენ. 
დაგვიანების გამო ბიბერის მოზარდმა ფანებმა კონცერტი მომღერლის გამოჩენამდე დატოვეს. ფანები კერპს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. 

"კონცერტზე ვიყავი და ის სცენაზე მხოლოდ 10:15 სთ-ზე გამოვიდა. დაახლოებით 9:50-ზე დარბაზმა უკვე სტვენა დაიწყო. მის მოსვლამდე ჯექსონის სიმღერებს გვასმენინებდნენ", - განაცხადა კონცერტზე მყოფმა სოფია ლიმ. 
ფანების განცხადებით, დაგვიანებისთვის ჯასტინ ბიბერმა ბოდიშიც კი არ მოიხადა. 

ვარსკვლავები, რომლებმაც "ოსკარის" წინ პლასტიკა გაიკეთეს 
"ოსკარის" გადაცემის ცერემონიისთვის მსახიობები ცდილობენ, იდეალურად გამოიყურებოდნენ. ამისთვის ისინი ყველაფერზე მიდიან: ძვირფას სამოსს და სამკაულებს იძენენ, საუკეთესო დალაქებს, სტილისტებს და პლასტიკურ ქირურგებსაც კი მიმართავენ. 
ამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ენტონი იუნმა ჰოლივუდის ვარსკვლავების გარეგნობა შეაფასა და იმ მსახიობთა შესახებ ისაუბრა, ვინც ცერემონიალის წინ მის კოლეგებს მიმართა. 

"ნაომი უოტსი შესანიშნავად გამოიყურება! სავარაუდოდ, მან შუბლზე ბოტოქსი გაიკეთა, მაგრამ სამუშაო შესანიშნავადაა შესრულებული, იგი ბუნებრივად გამოიყურება",- აფასებს 44 წლის მსახიობს ქირურგი. 

ექიმის თქმით, ანალოგიური გზით დროის შეჩერებას სანდრა ბალოკი და ნიკოლ კიდმანიც შეეცადნენ. კიდმანმა ტუჩების გარშემო ნაოჭების კორექტირებაც კი გაიკეთა. "ეს აშკარაა, რადგან მას უძრავი მიმიკა აქვს",- დასძენს ქირურგი. 

"ჯონ ტრავოლტას თმის ზრდის ხაზი "გადანაცვლებული" აქვს, როგორც ჩანს, მან თმა გადაინერგა",- ვარაუდობს დოქტორ იუნი. 

"70 წლის ბარბარა სტრეიზანდი უწინდებურად ლამაზია! მას კარგი პლასტიკა, მათ შორის ლოყებში ცხიმის ინექცია და სახის გადაჭიმვა აქვს გაკეთებული",-ამბობს სპეციალისტი 

რენე ზელვეგერის გაყინული სახე კი საზოგადოების განხილვის საგანია. როგორც ჩანს, მას ბევრი ბოტოქსი მოუვიდა 

რიანა დედობისთვის ემზადება 
25 წლის ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ ჟურნალ Elle-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. რიანას თქმით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში შვილს გააჩენს. 
"უახლოეს 5 წელიწადში, ალბათ, შვილს გავაჩენ. ვლოცულობ, რომ იმ დროისთვის რამდენიმე თვით შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა მომეცეს. 5 წლის შემდეგ მინდა, რომ ჯანმრთელი და ბედნერი ვიყო", - აღნიშნა რიანამ. 
მომღერალს იმ პროვიკაციულ ფოტოებთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რომლებსაც ასე მრავლად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. 
"Instagram-ში ყველაფერია ჩემს შესახებ: როგორ ვეწევი, ვსვამ სტრიპტიზ-კლუბში, ვკითხულობ ბიბლიას, ან უბრალოდ დროს ვატარებ ჩემს საუკეთესო მეგობარ კრის ბრაუნთან. ხალხის აზრი ნაკლებად მაღელვებს", - განაცხადა მომღერალმა. 
თუმცა, მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამგვარი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო სინდისის ქეჯნას აიძულებს, დედამისია. "ის ერთადერთია ამქვეყნად, ვისიც მეშინია", - ამბობს რიანა. 
პოპ-ვარსკვლავი კრის ბრაუნთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო. 
"ახლა მხოლოდ ის ხდება, რაც ორივეს გვსურს. ჩვენს შორის დიდი მეგობრობაა, რომელსაც ვერაფერი დაანგრევს. ახლა, როცა უკვე ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. შესაძლებლობა მოგვეცა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ამისთვის მადლობელი ვარ", - აღნიშნა რიანამ. 
New York Daily News-ის ინფორმაციით, ბარბადოსელი მომღერლისა და კრის ბრაუნის სიყვარულის ისტორია სერიალ "კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსის" ახალ ეპიზოდში მოხვდა. 
2009 წელს კრის ბრაუნმა სასტიკად სცემა 21 წლის რიანა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში. დღეს კი წყვილი კვლავ ერთადაა. 
თუმცა სერიალში მოვლენები უფრო დრამატულად ვითარდება - გმირი, რომლის პროტოტიპიც კრის ბრაუნია, აფექტის მდგომარეობაში კლავს მომღერლის მენეჯერს, შემდეგ კი - თავად მომღერალს. 

იმედია ცოტათი მაინც მოგეწონათ :** 
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 718 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 9
2013-03-10 Spam
dzalian kargiaa ^^ <3