მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 11 » News Of Ifunlover.My1.Ru
3:49 PM
News Of Ifunlover.My1.Ru
News Of Ifunlover.My1.Ru
მაილი საირუსმა გრემის ჩაცმულობის ბანი დაარღვია..♥
Olivia Palermo Marie Claire–ის თებერვლის ნომრისათვის♥
ლანა დელ რეი დაინიშნა♥
10 რჩეული ვარსკვლავი მარტის თვის ჟურნალების გარეკანზე♥
  

მაილი საირუსმა გრემის ჩაცმულობის ბანი დაარღვია..

გრემის რიგით 55-ე დაჯილდოებაზე ჩაცმულობის გარკვეული ლიმიტი გამოცხადდა ანუ, მათ ჩაცმულობის ბანი გამოაცხადეს და პირობები ყველა ვარსკვლავს შეატყობინეს. მაგრამ როგორც ჩანს მაილისთვის ეს ბანი და პირობები არაფერს ნიშნავს, რადგან 9 თებერვალს გამართულ გრემის პრე ფართიზე მან ეს კანონი უკვე დაარღვია! პირობებში გარკვევით იყო მოცემული სხვა პუნქტებთან ერთად ისიც, რომ ვარსკვლავებს დაფარული უნდა ჰქონოდათ მკერდი ყველა მხრივ და არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი გაშიშვლების საშიშროება. მაილის ეცვა შავი Emilio Pucci - ს კაბა, რომელშიც კარგად ჩანდა მაილის მკერდის ორივე მხარე, ხოლო მოგვიანებით თვითონ მკერდიც გამოუჩნდა, რომლის დაფარვასაც ცდილობდა. იმის გამო, რომ მაილიმ ყურადღებაც არ მიაქცია, ამ პუნქტებს გრემის პრე ფართისთვის ამბობენ, რომ შესაძლებელია, ის გრემის ცერემონიალისთვისაც დაბანონ. ამბობენ, რომ გრემისთვის რომელიც 10 თებერვალს გაიმართება, რიანა და კეიტი პერი აპირებენ რაიმე ძალიან გამომწვევის ჩაცმას და კანონების დარღვევას.


Olivia Palermo Marie Claire–ის თებერვლის ნომრისათვის♥

Olivia Palermo Marie Claire–ის თებერვლის ნომრისათვის
Olivia Palermo Marie Claire–ის თებერვლის ნომრისათვის
Olivia Palermo Marie Claire–ის თებერვლის ნომრისათვის

ლანა დელ რეი დაინიშნა 

ცნობილი მომღერალი ლანა დელ რეი დაინიშნა.მისი მომავალი მეუღლე როკ მომღერალი ბარი-ჯეიმს ონილია. ამის შესახებ კომენტარი არც ლანას და არც მის მომავალ მეუღლეს არ გაუკეთებია.საზოგადოებამ ამ ამბის შესახებ პაპარაცებისგან გაიგეს. პაპარაცებმა ლანა მაშინ დააფიქსირეს,როდესაც მის ხელს ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა.ბარი-ჯეიმს ონილმა სთხოვა ხელი ლანას და როგორც ჩანს ვარსკვლავიც დათანხმდა.მათი ოფიციალური ნიშნობა ჯერ არ შემდგარა,ანდაც პრესისთვის არაა ცნობილი. წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდება. ასევე ლანა გასული თვეშიც დააფიქსირეს ბეჭდით ის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე შენიშნეს.

 
10 რჩეული ვარსკვლავი მარტის თვის ჟურნალების გარეკანზე

მთელი წლის განმავლობაში ყველა გამოცემა ცდილობს, რომ სწორედ თავიანთი ჟურნალის გარეკანი იყოს განსაკუთრებული, მასზე ყველაზე პოპულარული ადამიანი მოხვდეს და წლის ბოლოს როდესაც ყველაფერი შეჯამდება საუკეთესოთა შორის მოიპოვოს ღირსეული ადგილი.

სანამ წლიურ ანგარიშს ჩაგაბარებდეთ, მოდით მარტის თვის რჩეულ ჟურნალების ქავერებს გადავხედოთ და ვნახოთ ის 10 ვარსკვლავი, რომელიც მათ დაამშვენებს.

სიაში პირველი ბარბადოსელი ვარსკვლავი Rihanna გახლავთ, Rolling Stone-ზე დაბედილი ფოტოთი. მომღერალი თავის სექსუალურ მხარეს გვიჩვენებს და საკმაოდ თამამ ფოტოსესიას თანხმდება. ფოტოგრაფი კი Terry Richardson-ი გახლავთ.

მომდევნო თვის Marie Claire-ს ყდის სტუმარი Keira Knightley გახლავთ. ფოტოსესია ფოტოგრაფ Nathaniel Goldberg-ს ეკუთვნის.

გერმანელი მსახიობი და მოდელი Diane Kruger-ი კი Glamour-ის ბრიტანული გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. ნომერში საშუალები გექნებათ ფილმ ”The Host”-ის შესახებ წაიკითხოთ, რომელიც კინოეკრანებზე მომდევნო თვეში გამოვა. მსახიობს ”Chloé”-ს სამოსი და ფრანგული საიუველირო კომპანიის ” Van Cleef & Arpels”-ის სამკაულები ამშვენებს.

ალბათ ყველას გახსოვთ როგორ გახდა Miley Cyrus-ი დიდი გოგო. სწორედ ის გახლავთ მომდვნო თვის Cosmopolitan-ის სტუმარი, საკმაოდ თამამი ფოტოებით. ასევე ამავე ნომერში საშუალება გექნებათ თავად მომღერლისგან გაიგოთ მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერული დეტალების შესახებ.
ჟურნალ ASOS-ის გარეკანს კი მარტის თვეში, ამერიკელი, კომედიური ჟანრის მსახიობი Aubrey Plaza დაამშვენებს. ”Parks and Recreation”-ის ვარსკვლავი ფოტოებში რეტრო სტილში  გევლინება.

Dakota Fanning-ი კი Glamour-ის ყდაზე მიკი მაუსიანი მაისურით გამოჩნდა. მიმზიდველი ვამპირისგან განსხვავებული იმიჯი და გარდატეხა სტილში. გირჩევთ აუცილებლად გადაავლოთ თვალი მარტის თვის Glamour-ს.

Carly Rae Jepsen-ი აქტუალობას არ კარგავს და ჟურნალ Seventeen-ის გარეკანზე გვევლინება. კაშკაშა მაისურში გამოწყობილი ვარსკვლავი გაგიმხელთ თუ მისი რომელი ოცნება ახდა.

Teen VOGUE-მ ქულების დაწერა Chloe Moretz-ის დახმარებით სცადა. ჯინსის ზედასა და ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მსახიობი Paola Kudacki-ს ობიექტივში მოხვდა.

მართალია აქტიურ სამსახიობო კარიერას შეეშვა Drew Barrymore, თუმცა მისი ნახვა ჟურნალებში კვლავ შეგიძლიათ. Harper’s Bazaar-ის გარეკანზე, მარტის თვეში სწორედ მას იხილავთ. 37 წლის ვარსკვლავმა გამოცემასთან ინტერვიუში ორსულობის, პატარა Olivia-ს და საკუთარი კოსმეტიკური ხაზის შესახებ ისაუბრა.

ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა 10 ვარსკვლავს შორის Megan Fox-ი რომ არ მოხვედრილიყო. სექსუალური მსახიობი Marie Claire-ს ბრიტანული გამოცემისთვის ფოტოგრაფ Matt Jones-ის ობიექტივში 

ეს არის ჩემი პირველი ნიუსი და იმედი მაქვს მოგეწონათ♥

დაამოწმა - MaaRii♥Ian
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 648 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-02-15 Spam
kargi siaxleaaa <3