მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 7 » news
5:30 PM
news
ჯასტინ ბიბერმა მოსკოვში კანფეტების 15 სახეობა მოითხოვა 
ცნობილი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მოსკოვში 30 აპრილს კონცერტს გამართავს. მომღერალმა კონცერტის ორგანიზატორები მოთხოვნებით გააოცა. ბიბერმა გოლფის სათამაშოდ ცალკე სასტუმროს ნომერი ითხოვა. მოთხოვნაში გოლფის ყვანჭი, ორი ბურთი და ავტომატური ხვრელიც შედის, რომელიც მოთამაშეს ბურთს უკან უგდებს. 

რუსეთში ბიბერი ოთხ მწვრთნელს, თხუთმეტ მუსიკოსს, ოც მოცეკვავეს, სამ მცველს, მასაჟისტს, მძღოლს, ორ დამხმარეს, სამ ვიზაჟისტს, 20 ადამიანს, რომლებიც სცენასა და შოუს მომზადებაზე იზრუნებენ და რვა კოსტუმერს ჩაიყვანს. 

ჯასტინი რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში იცხოვრებს, რომლის ხედიც კრემლზე იშლება. ნომერში ყვავილები არ უნდა იყოს. ბიბერი ნომერში თხუთმეტი სახეობის კანფეტს და რამდენიმე ლიტრ გაზიან სასმელს ითხოვს. იგი სამ სხვადასხვა რესტორანში ისადილებს. 

ბიბერის მოთხოვნებში ცალკე პუნქტად თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაა გაწერილი. თაყვანისმცემლები მისგან რაც შეიძლება შორს უნდა იყვნენ. მომსახურე პერსონალს მასთან დალაპარაკების, ფოტოს გადაღების და ავტოგრაფის მოთხოვნის უფლება არ აქვთ. 


ალესანდრა ამბროსიო დიზაინერი ხდება 
Victoria’s secret-ის ცნობილი მოდელი ალესანდრა ამბროსიო მოდის ბრენდს Alé by Alessandra-ს ქმნის. 

ამერიკული ლეიბლის Cherokee-ის დახმარებით, ალესანდრა მაღაზიების გახსნას მსოფლიოს მასშტაბით 45 ქვეყანაში აპირებს. ბრენდის პირველი კოლექცია 2014 წლის გაზაფხულზე გამოვა. სამოსი 18-35 წლის ქალბატონებისთვის შეიქმნება და ხელმისაწვდომი ფასიც ექნება. 

როგორც ალესანდრას წარმომადგენლები აცხადებენ, კოლექციები თავად ალესანდრას სტილს ასახავს. მათში იქნება როგორც ყოველდღიური, ისე გამოსასვლელი სამოსი. 

"ჩემთვის ეს უბრალოდ ჰობი არ არის. უკვე 15 წელია მოდელი ვარ და დიზაინი ჩემი კარიერის განვითარების შემდეგი ეტაპია. საცვლების დემონსტრირებას არ შევწყვეტ, თუმცა ჩემს ბიზნესსაც დიდ დროს დავუთმობ. ვიცი, რა მომწონს და მინდა, რომ როგორც მომხმარებელი, ბოლომდე კმაყოფილი ვიყო", - აცხადებს ალესანდრა ამბროსიო. 


სელენა გომეზი ადიდასის ჩვენებაზე 6 თებერვალს 


კრის ბრაუნი და რიანა 6 თებერვალს ერთად 


ლეა მიჩელი 5 თებერვალს ლოს ანჯელესში 


ვანესა ჰადჯენსი თავის შეყვარებულთან ერთად 5 თებერვალს ნიუ იორკში ლანჩზე 

ძალიან დიდი მადლობა რომ ნახეთ <3 კომენტარები არ დაგავიწყდეთ 
თქვენი SoPii))

Gabbi ))
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 1004 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-02-08 Spam
Sopio Kipshidze, ar unda chamoxevda da ra jandaba vqna ? : d :@
me miyvars <3 biggrin miyvars ki ara vafanatabe da uzomod minda ro chamovides <3
nini beruashvili, martlac dzaan lamazia :d fotoebi maqvs datvalierebuli :d