მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 2 » NewS))
6:03 PM
NewS))
რიანამ დაადასტურა, რომ კრის ბრაუნს დაუბრუნდა 
ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ჟურნალ Rolling Stone-ის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა. ვარსკვლავმა გამოცემასთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყოფილ საყვარელს, კრის ბრაუნს შეურიგდა. 
2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბრაუნმა რიანა სცემა, არავის ეგონა, რომ წყვილი როდესმე კვლავ ერთად იქნებოდა, ამიტომ ამ ფაქტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. Rolling Stone-თან საუბრისას რიანამ აღნიშნა, რომ მისი და კრისის ახალი ურთიერთობა საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. 
"მინდოდა, რომ ეგრძნო, როგორია ჩემი დაკარგვა. მინდოდა გაეგო მისი საქციელის შედეგი", - აცხადებს ვარსკვლავი. 
როდესაც ვარსკვლავმა გადაწყვიტა კრისთან შერიგება, მან იცოდა, რომ ფანები, მეგობრები და პრესა ამის გამო გააკრიტიკებდნენ, თუმცა გადაწყვიტა, გულის ძახილს გაჰყოლოდა. 
"გადავწყვიტე, რომ ჩემთვის უმთავრესია ჩემი ბედნიერება და სხვისი აზრი არ მაინტერესებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეცდომაა, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომაა", - აღნიშნავს ვარსკვლავი. 

უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია 
მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ოჯახის წევრები და მისი თაყვანისმცემლები ვარსკვლავის ყოფილ მეუღლეს, მომღერალ ბობი ბრაუნს აბრალებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში დამნაშავე მისი ძმაა. 

სენსაციური განცხადება ვარსკვლავის ძმამ, მაიკლმა ოპრა უინფრის შოუში გააკეთა. მოულოდნელმა აღიარებამ თავად ტელეწამყვანიც კი გააოცა. შოუში მაიკლთან ერთად მომღერლის დედა, სისი ჰიუსტონიც იმყოფებოდა. მომღერლის ოჯახის წევრები გარდაცვლილ ვარსკვლავს იხსენებდნენ, როდესაც მაიკლმა განაცხადა, რომ უიტნის ნარკოტიკები მან გაასინჯა. 

"ეს თემა ძალიან მტკივნეულია. დიახ, უიტნის ნარკოტიკები მე გავასინჯე. უნდა გააცნობიეროთ, რომ 80-იან წლებში ნარკოტიკი დასაშვები იყო. იმ ეპოქაში გასართობ ინდუსტრიაში კოკაინი ცუდ საქმესთან არ ასოცირდებოდა. დღეს სხვანაირად აღიქმება, ჩვენ არ ვიცოდით. მისი გარდაცვალების 
შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ არ ვცოცხლობ. ის ჩემი პატარა იყო", - განაცხადა ვარსკვლავის ძმამ. 

შეგახსენებთ, 48 წლის მომღერალი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს. 


სად მუშაობდნენ ვარსკვლავები პოპულარობამდე 
ისინი მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები არიან, რომლებიც მხოლოდ მაღალანაზღაურებად ფილმებში მონაწილეობენ. თუმცა, ვიდრე პოპულარულები გახდებოდნენ, მცირე გასამრჯელოთიც კმაყოფილდებოდნენ. 

ჰიუ ჯეკმანი ბენზინგასამართ სადგურში მუშაობდა. 

ჯენიფერ ლოურენსის პირველი სამსახური პოპულარობამდეც ჰოლივუდს უკავშირდება. 14 წლის ლოურენსმა "The Bill Engvall Show"-ს რამდენიმე სერიაში ეპიზოდური როლი შეასრულა. 

რომ არა მსახიობი, ტომი ლი ჯონსი ფეხბურთელი გახდებოდა. ტომი კოლეჯის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და როგორც ჩანს, დიდი წარმატებით. ვარსკვლავი ამაყად იხსენებს, რომ სტიპენდიით თავს ირჩენდა. 

ბრედლი კუპერი გაზეთ Philadelphia Daily News-ის რეპორტიორად მუშაობდა. 

დენზელ ვოშინგტონმა მუშაობა 11 წლის ასაკიდან დაიწყო. 11 წლის დენზელი კიბეებს გვიდა. 

ენ ჰეთევეი კოლეჯშიც მსახიობობდა და სკოლის პერფორმანსებში იღებდა მონაწილეობას. როგორც ჰეთევეი ამბობს, თინეიჯერობაში აღებული პირველი ხელფასით მიღებული სიხარული არასდროს დაავიწყდება. 

დემი ლოვატოს ახალი სურათები 

ლინდსი ლოჰანი 31 დეკემბერს პაპარაცული ფოტოები 

მირანდა ქერი 1 თებერვალს 


ალესანდრა ამბროსიო ბიკინიში ფოტოსესიისთვის 

უცნობი სურათები spring breakers_იდან 

იმედია მოგეწონათ :)) გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაქტიურობდი და ისევ მომხმარებელი გავხდი, დღეიდან ვიწყებ ისევ აქტიურობასს <3 
თქვენი SoPii))

 GabbY ))
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 721 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-03 Spam
7. Tày Sama   ( Tày[??????]

lindsay naskebi )) kargi siaxlea