»... ♕ ...« ♡ NEWS ♡ ჯასთინ ბიბერი - თვითერის ახალი მეფე ემბერ ჰერდმა ჯონი დეპი მიატოვა ემა უოტსონის ფოტოსესია Justin Bieber-მა ისევ გაიხადა Daniel Radcliffe-ს ახალი როლი - "Kill Your Darlings" პრემიერა რა სიმღერა მიუძღვნა სელენა გომეზმა ჯასტინ ბიბერს?!
ჯასთინ ბიბერი - თვითერის ახალი მეფე ლეიდი გაგა აღარ არის თვითერის 'დედოფალი'. ახალ მეფედ აღიარეს ჯასთინ ბიბერი: მან 33 315 521 მიმდევარი შეიძინა, როდესაც პოპ-დივას 33 315 459 მიმდევარი ჰყავს (ორშაბათის მონაცემებით). კანადელი ვუნდერკინდის გულშემატკივრების რიცხვი ამ ბოლო დროს სულ იზრდება, ამიტომ საეჭვოა ლეიდი გაგამ პოზიცია დაიბრუნოს. კიდევ ვინ უყვართ თვითერში? მესამე ადგილს იკავებს ქეითი ფერი, მეოთხე ადგილზე განთავსებულია რიანა, ხოლო ხუთეულს ამთავრებს პრეზიდენტი ობამა. ემბერ ჰერდმა ჯონი დეპი მიატოვა
დასავლური წყაროების ცნობით, ჯონი დეპი შეყვარებულმა - ემბერ ჰერდმა, ფრანგი მოდელის მარი დე ვალპენის გამო მიატოვა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილია. ბევრი არც უფიქრია, ემბერი ისე გაემგზავრა პარიზში, თავის გერლფრენდთან პარიზში. ჯობი დეპი ეცადა შეეკავებინა შეყვარებული, მაგრამ ამაოდ. წყვილი ბავშვებზეც ფიქრობდა, ასევე აპირებდნენ მათი დიდი სახლის მოწყობას თავისი საჯინიბოთი, რომელიც დეპმა ემბერის სურვილით იყიდა. ჯონი აფასებდა თავის რჩეულს, რომ შეძენილ კუნძულს სახელიც მის საპატივცემულოდ დაარქვა. მაგრამ ალბათ უნდა ეჩუქებინა კიდეც კუნძული ემბერისთვის, შეიძლება მაშინ მაინც გადაეფიქრებინა გაქცევა. (არა ჯონი დეპს რო მიატოვებს კაცი თავში ჭკუა არ უნდა ქონდეს??) ემა უოტსონის ფოტოსესია
ჰერმიონა უკვე გაიზარდა! ფილმ - ჰარი პოტერის თავგადასავალის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, ემა უოტსონი უკვე ზრდასრული და საკმაოდ მიმზიდველი ქალია. ის საკმაოდ გემოვნებიანი და მოდურია. ახლახანს ემამ იპოზიორა გამოცემა Marie Claire UK-თვის. ფოტოსესიაში მან შეძლო კლასიკისა და როკის სტილში ერთობლივად წარმოჩენილიყო. 'ახლა მე გაცილებით მეტად ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ აზრებსა და ქცევებში და მე ეს მომწონს', - განაცხადა მსახიობმა. Justin Bieber-მა ისევ გაიხადა
შეიძლება ითქვას, რომ Justin Bieber-ის სხეული გვინდა თუ არა ძირფესვიანად შევისწავლეთ, ამის მიზეზი კი მომღერლის შიშველი ფოტოები გახდა, რომლებიც ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინტერნეტში.Bieber-მა ორიოდე დღის წინ ინსტრაგრამზე ფოტო დადო, რომელზეც უკანალი უჩანს. იქიდან გამომდინარე, რომ მან მაშინვე წაშალა ფოტო სავარაუდოა, რომ შემთხვევით ატვირთა ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ იგი რამდენიმე წუთში წაიშალა ინსტრაგრამიდან იგი უამრავმა ადამიანმა ნახა და 86 000 მოწონებაც დაიმსახურა. შეგეხსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მისი შიშველი ფოტოებიც გავრცელდა ინტერნეტში, რომლებიც კანონის გზით სრულიად იქნა ამოღებული ყველა სოციალური ქსელიდან. Daniel Radcliffe-ს ახალი როლი - "Kill Your Darlings" პრემიერა
სულ მალე კინოთეატრებში Daniel Radcliffe-ის მონაწილეობით ახალი ფილმი ”Kill Your Darlings” გამოჩნდება. მსახიობი რამდენიმე დღის წინ ამ უკანასკნელის პრემიერაზე იმყოფებოდა Park City-ში. Harry Potter-ის ვარსკვლავმა პრესასთან ახალი როლის შესახებ ისაუბრა. ”Kill Your Darlings” John Krokidas-ის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარია. ფილმი რეალური ფაქტების მიხედვით გახლავთ გადაღებული და Radcliffe-ს პარტნიორობას Elizabeth Olsen-ი, Dane DeHaan-ი და Michael C. Hall-ი უწევენ.
რა სიმღერა მიუძღვნა სელენა გომეზმა ჯასტინ ბიბერს?!
კიდევ კარგი Timberlake-მა სიმღერა "Cry Me a River” შეასრულა თავის დროზე, თორემ რა ეშველებოდათ Selena Gomez-სა და Justin Bieber-ს? როგორც ჩანს, ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც ამ, უკვე ყოფილი, წყვილის გრძნობებს გამოხატავს. Justin-მა ”Cry Me a River” ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში შეასრულა, როდესაც ის და Gomez-ი პირველად დაშორდნენ ერთმანეთს. ახლა კი მას არც სელენა ჩამორჩა და ჩემ გამო იტირეო შეუთვალა თავის ექს შეყვარებულს. პერფორმანსის დროს სელენა საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა. ალბათ, მას ასეთი გრძნობით არასოდეს უმღერია. სულ სხვაა, როდესაც სიმღერა შენს პირად გრძნობებს კარგად გამოხატავს. Timberlake-ის ჰიტთან ერთად unicef-ის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე Selena-მ Taylor Swift-ისა და Britney Spears-ის სიმღერების ქავერებიც შესთავაზა მსმენელს. არაუშავს, შეიძლება Justin-სა და Selena-ს ამის შესახებ არ გაუგიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. მწარე ცხოვრებისეული გამოცდილება მათ, როგორც შემსრულებლებს, ბევრად დახვეწავს. შეგახსნებთ, რომ აღნიშნული ჰიტი თავის დროზე Justin Timberlake-მა Britney Spears-ს მიუძღვნა ერთ-ერთი გამოსვლისას, თან არც ყოფილი მეგობარი გოგონას შეურაცხყოფა მორიდებია და სიმღერის ტექსტი ასე ჟღერდა ” Cry Me a River Bitch”.
იმედი მაქვს მოგეწონაათ)) ყოველი შემთხვევისთვის მე ვეცადე )) :)) ძლიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარების საშუალებით, რადგან წინა ნიუსს 5 კომენტარი ქონდა ხოლო დანარჩენებს 16 (()) <33
BY:Q♥Ann
დაამოწმა და გაალამაზა : Coraline =Smiler=
|