მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 21 » NEWS!!
8:07 PM
NEWS!!
NEWS!!! 
ასევე ნუჩტოს ვთხოვ შემოვიდეს <3 

Rihanna ჟურნალ ”Complex”-ისთვის კომპლექსების გარეშე 
როგორც ჩანს Rihanna ის შემსრულებელია, რომლის ჟურნალის გარეკანზე გამოჩენაც პირდაპირ აისახება მისი გაყიდვების რიცხვთან. მხოლოდ ამას თუ შეგვიძლია დავაბრალოთ ის, რომ რირი აგერ უკვე მეშვიდედ გადაიღეს ჯურნალ ”Complex”-ის გარეკანისთვის. 
პირველად ბარბადოსელმა შემსრულებელმა "Complex”-ისთვის 2007 წლის ივნისი, ივლისის ნომრისთვის იპოზიორა, უკანასკნელად კი 2013 წლის თებერვალი-მარტისთვის, თუმცა ამას გარდა კიდევ ხუთი ნომერი იყო. 
Rihanna ყველა სურათში საკმაოდ თამამია და საკუთარ სხეულს უწევს დემონსტრირებას, პრინციპში რატომაც არა, როცა არსებობს ისეთი დიდებული რამ, რასაც სახელად ფოტოშოპი ქვია. უახლესი ფოტოსესიის ერთ-ერთ სურათში, რირი წელს ზემოთ შიშველია და მკერდს საკუთარი სურათებით იფარავს. 
იმის მიუხედავად, რომ ბევრი აკრიტიკებს მომღერალს ვოკალური მონაცემების გამო, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მის პოპულარობაზე არ ახდენს გავლენას, პირიქით ეტყობა ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ: შავი პიარი ყველაზე კარგი პიარიაო. 

როდის გახდება Shakira დედა და Gerard Piqué-ს უცნაური ხუმრობა... 

სულ მალე Shakira დედა გახდება. ცნობილი მომღერალი პატარა ბიჭუნას ელოდება. ვინც არ იცით გეტყვით, რომ, რომ პატარას მამა ცნობილი ფეხბურთელი Gerard Piqué გახლავთ. 
იმის მიუხედავად, რომ Pique ნამდვილად არ გამოირჩეოდა ერთგულებით Shakira-ს მიმართ და მასთან ყოფნის პარალელურად სხვა ქალებთან დროს ტარებასაც არ იკლებდა, Shakira-მ მაინც ბოლომდე იბრძოლა და საყვარელი მამაკაცის შესანარჩუნებლად არცთუ უჩვეულო გზას მიმართა და მისთვის შვილის გაჩენა გადაწყვიტა. 
ამ ეტაპზე წყვილი ნამდვილად ბედნიერად გრძნობს თავს და იმ საპასუხისმგებლო მისიისთვის მზადებაში არიან ჩაბმული, რასაც მშობლობა ქვია. ამაზე მათი სოციალური ქსელის გვერდიც მოწმობს, სადაც ისინი დეტალურად ამცნობენ ფანებს, თუ რა გეგმები აქვთ პატარის დაბადების შემდეგ. 
როგორც Shakira-მ აღნიშნა მათ ჯერ ვაჟიშვილისთვის სახელი არ შეურჩევიათ და მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ აპირებენ ამაზე ფიქრს. არვიცით რამდენად დაეხმარება Shakira–ს შვილის გაჩენა Gerard-ის შენარჩუნებაში, თუმცა ჩვენ პოპ–მომღერალსა და მის Boyfriend-ს სწორედ, რომ ბედნიერ თანაცხოვრებას ვუსურვებთ. 
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის დღეებში ფეხბურთელმა Twitter-ის საკუტარ გვერდზე დაპოსტა, რომ მამა გახდა, როგორც მოგვაინებით გაირკვა აღნიშნული ინფორმაცია უბრალოდ ხუმრობა იყო. 

ვინ ჩუქნის Beyoncé-ს შვილს 80 000 დოლარიან საჩუქრებს?! 

Beyoncé-სა და Jay-Z-ს ქალიშვილი Blue Ivy კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. საქმე იმაში გახლავთ, რომ იგი რამდენიმე დღის წინ სულ რაღაც ერთი წლის გახდა. თუმცა მის ასაკთან შედარებით საკმაოდ სოლიდური საჩუქარი მიიღო. 
ცნობილი გახდა, რომ მომღერალ მშობლებს საკუთარი პატარას დაბადების დღე 200 000 დოლარი დაუჯდათ. რაც შეეხება სოლიდურ საჩუქარს, ის არც მეტი არც ნაკლები 80 000 დოლარი დაჯდა და ბრილიანტის თვლებით მორთული ბარბი გახლავთ. 
მართალია სადღესასწაულო ტორტი ბრილიანტის თველბით არ ყოფილა მორთული, თუმცა მისი საფასური 2 000 დოლარს შეადგენს. 
თუმცა როცა შენი მშობლები Beyoncé და Jay-Z არიან, რამდენიმე ათასიანი საჩუქრები და ფულის შეუზღუდავად ხარჯვა პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. 

ბაძავს თუ არა Nelly Furtado - Lady Gaga-ს?! 

Nelly Furtado-მ ახალი დრამატული შავ-თეთრი მუსიკალური ვიდეო ” Waiting For The Night” წარმოადგინა, რომელიც მეოთხე სინგლი გახლავთ მომღერლის ბოლო ალბომიდან. 
აღსანიშნავია მაკიაჟი, რომელიც კლიპში Furtado-ს ნახევარ სახეს ამშვენებს, კრიტიკოსებმა ვიდეოში მორგებული იმიჯის გამო Lady Gaga-საც კი შეადარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ Madonna-ზე. თუმცა ნამდვილად აღსანიშნია ესპანური მოტივები და ” Born This Way”-ს სტილი, რომელიც მთელი კლიპის განმავლობაში გვხვდება თვალში. 
ახალი ნამუშევრის ” Waiting For The Night”-ის ნახვა უკვე ჩვენს ეთერშიც არის შესაძლებელი და თავადვე შეგეძლებათ შეაფასოთ მუსიკალური ვიდეო. 
რაც შეეხება, Furtado-ს მეხუთე სტუდიურ ალბომს ”The Spirit Indestructible”, 2012 წლის სექტემბერში გამოვიდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ღამდენიმე ჩარტის სამეულშიც მოხვდა. 

Max George-სა და Lindsay Lohan-ის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის 

Max George-სა და Lindsay Lohan-ის ურთიერთობა როგორც ჩანს ახალ ეტაპზე გადადის. The Wanted-ის ვოკალისტმა სკანდალური მომღერალი თავის მშობლებს გააცნო. ამის შესახებ დასავლური პრესა უკვე აქტიურად წერს. 
მათი ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო რაც George-მა ივლისსში ურთიერთობა გაწყვიტა 25 წლის ბრიტანელ მსახიობ Michelle Keegan-თან. გასული წლის ნოემბერში პრესა აქტიურად ალაპარკდა Lohan-ისა და Max-ის ურთიერთობის შესახებ. ჭორებიც მალევე აგორდა და აშკარა იყო, რომ ”Rumors”-ის შემსრულებელი The Wanted-ის კონცერტებზე ხშირად დადიოდა. 
პრესას არაერთი სკანდალიც ახსოვს. თუნდაც ის რად ღირს, რომ Lindsay-ს არ მოერიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ფანს, რომელიც Max-თან ერთად ერთობოდა. ახალ წელს კი ბენდის კონცერტს დაესწრო და სიმპათიები კიდევ ერთხელ გამოხატა Max George-ს მიმართ. 
მიუხედავად იმისა რომ პრესა წყვილის რომანის შესახებ უკვე 3 თვეა საუბრობს, არც Max-ი და არც Lindsay ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს ურთიერთობის შესახებს. თუმცა სხვა რა შეიძლება ვიფიქროთ, როდესაც The Wanted-ის ვოკალისტმა უკვე მშობლებს წარუდგინა Lohan-ი. 

Justin Timberlake სცენას უბრუნდება 

Justin Timberlake 6 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დადქასტურებულია და ცნობილია უკვე ისიც, რომ მომღერალი წელს ახალ ალბომსაც შემოგვთავაზებს. 
მომღერლის ფოლო ფირფიტამ ”FutureSex/LoveSounds” დღის სინათლე 2006 წელს იხილა, მას შემდეგ Timberlake-მა ბინა კინოსამყაროში დაიდო და თხუთმეტამდე ფილმსი მიიღო მონაწილეობა. უკვე ცნობილია ისიც, რომ წელს კიდევ მინიმუმ ორ ფილმში Justin-ს მსახიობის ამპლუაში ვიხილავათ. 
რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას - რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია Timberlake-ს სცენაზე დაბრუნების შესახებ. მისი რიგით მესამე სტუდიური ალბომის ფირფიტის სახელი ”The 20/20 Experience” იქნება და გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება. 
მომღერლის თაყვანისმცემლებს, ახალი ალბომიდან პირველი სინგლის მოსმენა უკვე შეუძლიათ ინტერნეტში. 'N Sync-ის ყოფილი ვოკალისტი მას რეპერ Jay-Z-სთან ერთად ასრულებს, სიმღერის სახელწოდება კი "Suit & Tie" გახლავთ

რატომ დაშორდა Britney Spears-ი Jason Trawick-ს?! 

Britney Spears-მა ბოლო დროს ძალიან გააწბილა როგორც საკუთარი ფანები ისე მედიის წარმომადგენლები. ხან არის და კარიერას დროებით თავს ანებებს და პირად ცხოვრებას ყველაფერზე წინ აყენებს, ხანაც მუსიკალურ სამყაროში მიღწეული წარმატებებით ტკბება. როგორც ჩანს პოპ პრინცესა დიდ გაურკვევლობაშია. 
მომღერალი და Jason Trawick-ი 2011 წლის აპრილში დაინიშნენ და გვპირდებოდნენ, რომ მალე მათი ქორწილიც შედგებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ. 
მომღერლის წარმომადგენლების განცხადებით წყვილი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. თუმცა რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი სიმართლეს უცნობია. ჯერჯერობით არც Spears-ს და არც Trawick-ს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია რომ Britney-ს Jason- სცემდა... შესაძლოა სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. როგორც ჩანს ჰოლივუდში მოძალადე მეუღლეების თემა კვლავ აქტუალურია... 

მოკლედ, ჩემ კომენტარს ძლიან დიდი გამოხმაურება მოყვა... მომდის მესიჯები ბავშებისგან და თვითონ ნუჩიტოსგანაც... სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერმა ძლიან დამღალა ამიტომ, გადავწყვიტე ბოდიში მოგიხადოთ ყველა თქვენგანს რადგან თქვენ ჩემი კომენტარი ისე ვერ გაიგეთ როგორც მე მინდოდა გაგეგოთ... მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სხვასაც მიეცეს მოთხრობის დაწერის შნსი თუმცა ამას ახლა აღარანაერი მნიშვნელობა აღარ აქვს... მე თვითონაც ძლიან მომწონს ნუჩიტოს მოთხრობები და სიამოვნებით ვკითხულობ... ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიში ნუჩიტოსაც და ბავშვებსაც :)) იმედი მაქვს სიტუაცია ჩაწყნარდება)) 

გთხოვთ დააკომენტაროთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი სიახლის შესახებ)) 

ℬ¥:ℚ❤Åᾔη 
-NiniKunna
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 642 | დაამატა: Q♥Ann | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2013-01-21 Spam
5. Tày Sama   ( Tày[??????]

kargi siaxlea