მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » NEWS!!
2:06 PM
NEWS!!
NewS
✔რა სიურპრიზს გვპირდება Justin Bieber-ი?!✔ 
✔Rihanna-სა და Chris Brown-ის რბოლა✔ 
✔შერიგდნენ თუ არა Nicki Minaj-ი და Mariah Carey?!✔ 
✔ემა უოთსონი თავისი თავის მთავარი კრიტიკოსია✔ 
✔ფილმ ”დიადი გეტსბის” მუსიკას Jay-Z დაწერს✔ 
✔ჯენიფერ ლოპესი: 'კარიერა უკეთეს ადამიანად მხდის'✔


რა სიურპრიზს გვპირდება Justin Bieber-ი?! 

2012-ში Justin Bieber-მა თავი ნამდვილად დაგვამახსოვრა და ერთი წუთითაც არ მოგვცა საშუალება, რომ ყურადღება მოგვედუნებინა. ესეც არ იმყოფინა და ახლა უნდა, რომ 2013-ის დასაწყისშიც დაგვაინტრიგოს. 
როგორც მომღერალი ამბობს, ჩვენთვის ისეთი სიურპრიზები აქვს, რისთვისაც მზადაც კი არ ვართ. შეიძლება Bieber-ი ფილმშიც კი ვიხილოთ. მისი ტურნეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს ”სიურპრიზში” მომღერალი არ ამხელს. 
რა იყო ჯასტინ, სადმე მეორე სელენა ხომ არ გყავს გადანახული? 


Rihanna-სა და Chris Brown-ის რბოლა 

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ღალატი, ტყუილი, კიდევ რა შეიძლება არ აპატიოს ქალმა კაცს?! ქალსაც გააჩნია! აი Rihanna-სათვის უპატიებელი დანაშაული არ არსებობს. მან ხომ Chris Brown-ს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კი არა ყველა საქციელი აპატია. შეიძლება ვინმესთვის სწორედ ეს იყოს ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ღირს კი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება?! ეტყობა Rihanna-ს Brown-ი ამადაც უღირს. 
როგორც ჩანს, რირის და Chris-ს მობეზრდათ პაპარაცებისგან თავის დაცვა და თვითონვე გამოიტანეს მათი ურთიერთობა სააშკარაოზე. ორივე შემსრულებელმა გამოაქვეყნა ერთმანეთის ფოტოები სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე, არც კალათბურთის მატჩები გამოუტოვებიათ და ახლა Los angeles-ში მოტორბოლაში მიიღეს მონაწილეობა. 
rihanna-ას და Chris-ს შავი სამოსი ეცვათ. ვარსკვლავებმა ერთად იპოზიორეს კამერასთან მაგრამ არც ფანებს დაწყვიტეს გული და მათთან ერთადაც გადაიღეს სურათები. 
ჩვენის მხრივ წყვილს ბედნიერებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ 2013 წელს მათი ურთიერთობა ბევრად უფრო სტაბილური იქნება. 

შერიგდნენ თუ არა Nicki Minaj-ი და Mariah Carey?! 

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ "Hollywood Reporter"-ის ყდაზე ერთად იხილავთ, Nicki Minaj-ს და Mariah Carey -ის. ვისთვისაც უცნობია ის, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ამ ორ შემსრულებს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ გეტყვით, რომ Nicki-ი და Carey-ი პირდაპირ ეთერსაც არ მოერიდნენ და ერთმანეთი ისე ლანძღეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე შერიგდებოდნენ. 
მაგრამ, როგორც ჩანს, ვარსკვლავებისთვის შემწნარებლობა დამახასიათებელი თვისებაა. და Minaj-მა და Carey-იმაც სწორედ ამას გაუსვეს ხაზი როცა "Hollywood Reporter"-ისთვის გაღიმებული სახით იპოზიორეს. ამ სურათის შემხედვარე იმის ფიქრიც კი გაგიჭირდებათ, რომ მათ შორის ოდესმე შავმა კატამ ჩაირბინა. 
სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ Nicki-ს და Carey-ის არამარტო განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვთ, არამედ ჩაცმის განსხვავებულს სტილსაც ანიჭებენ უპირატესობას. ეს "Hollywood Reporter"-ის გარეკანზეც აშკარად ჩანს. 
იმედია გამოცემამ საბოლოოდ შეარიგა ორი ვარსკვლავი და მათი ჰარმონიული ურთიერთობა მხოლოდ ჟურნალის ყდაზე მოხვედრის სურვილმა არ განაპირობა. 

ემა უოთსონი თავისი თავის მთავარი კრიტიკოსა 

ემა უოთსონი ბრიტანული ჯუნრნალის Marie Claire-ის ახალ ნომერში გამოჩნდა და მოყვა, რომ ის თავისი თავის მთავარი კრიტიკოსია. 'ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ეს თვისება მეხმარება ცხოვრებაში'. 
ემამ თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი და მეგობრები, სამსახური მეორე პლანზეა. რაც შეეხება, სამსახიობო კარიერას, ემამ რამდენჯერმე თქვა, რომ უფრო თვითდაჯერებულია, ვიდრე ადრე. 'მე უფრო და უფრო კარგად ვხვდები ვინ ვარ და რა მინდა, რას ვფიქრობ და რისი კეთება მინდა. 
ემას, ჯენიფერ ლოურენსივით, აქვს საახალწლო რეზოლუცია. 'ყოველ ახალ წელს ჩემს თავს ვპირდები, რომ გამართულად და თავისუფლად ვილაპარაკებ ფრანგულად.' 


ფილმ ”დიადი გეტსბის” მუსიკას Jay-Z დაწერს 

რეპერი Jay-Z დაწერს მუსიკას, ფრენსის სკოტის რომანის ”დიადი გეტსბი”-ს ახალი ეკრანიზაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა ბრიტანელი მუსიკოსის ჯეიმს სემუელის ოფიციალურ გვერდზე tweeter-ში, რომელიც სავარაუდოდ Jay-Z-თან ერთად მუშაობს. 
”Jay-Z და მე დაუღალავად ვშრომობთ ”დიადი გეტსბის” საუნდტრეკზე” - წერს სემუელი. როგორც გაზეთი The Guardian-ი იუწყება, არც რეპერს და არც ფილმის რეჟისორს - ბაზ ლურმანს არ დაუკომენტარებიათ ეს ინფორმაცია. 
ჯეიმს სემუელი სილ სემუელის უმცროსი ძმაა, რომელიც ცნობილია სინგლებით: 'Close Your Eyes', 'Supercool' და 'Landspeeder'. 
ავსტრალიელი რეჟისორი - ლურმანი, როგორც გამოცემა იუწყება, Jay-Z-ის თაყვანისმცემელია. რეჟისორმა გამოიყენა რეპერის ერთ-ერთი სიმღერა ფილმისთვის. 
ფიცჯერალდის რომანის ეკრანიზაცია 2013 წლის მაისიდან გამოვა. მთავარ როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო, ტობი მაგუაირი და ქერი მალიგანი. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმისათვის მუსიკას წერს ასევე ლედი გაგა და პრინსი. 


ჯენიფერ ლოპესი: 'კარიერა უკეთეს ადამიანად მხდის' 

ჯენიფერმა რედაქციას ყველაფერი მოუყვა, კარიერით დაწყებული - მოგზაურობით დამთავრებული. " მე ვარ მომღერალი, მოცეკვავე, შემსრულებელი, მსახიობი. ამით ვარ დაკავებული, აი რა მეხმარება იმაში, რომ ვიყო უკეთესი ადამიანი და დედა". მოგზაურობასთან დაკავშირებით ის ძალიან დადებითად ლაპარაკობდა: "მე თვითონ მოგზაურობის იდეა მხიბლავს, მიყვარს როდესაც კარგად ვისვენებ და კარგად გამოვიყურები. ვცდილობ, რაც შეიძლება მარტივად დავისვენო, ამასთანავე საუკეთესოდ გამოვიყურებოდე, რადგან საკმაოდ ხმაურიანი ცოხვრებით ვცხოვრობ. მე თვითონ ვალაგებ ჩემს და შვილების ბარგს, მეთვითონ ვაცმევ და ვუვარცხნი მათ თმებს. იცით, ეს ყველაფერი უფრო ლამაზს ხდის ჩვენ ცხოვრებას. არის ამაში რაღაც ელეგანტური". 

იმედი მაქვს მოგეწონაათ)) არ ვიცი რა გამოვიდაა მარა ჩემი დაწერილი არაა(( გთხოვთ დააკომენტარეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეეეთ )) 
დაამოწმა: SmilerMegi
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 756 | დაამატა: Q♥Ann | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-01-08 Spam
momewona dzaan ))
au gavskdi amaze biggrin "ra iyos jastin biggrin sadme meore selena xom ar gyavs gadamaluli biggrin "