მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » ☾ NeWS ☾
1:06 PM
☾ NeWS ☾
NeWS

*
როგორ გადაურჩა სიკვდილს Logan Henderson-ი?!
*
როდის გამოვა დოკუმენტური ფილმი Lady Gaga-ს შესახებ?!
*
Rihanna Chris Brown-ს დაუბრუნდა
*
რატომ ოცნებობს Carly Rae Jepsen-ი Mariah Carey-ზე?!

http://media.tumblr.com/ee549fb4417bfc24515ebbd4024bbe77/tumblr_inline_mfhpfcv6sC1rsd0sj.jpg http://media.tumblr.com/396da75a17a5505c1da047ea58fb3265/tumblr_inline_mfhpfzOcl31rsd0sj.jpg
* როგორ გადაურჩა სიკვდილს Logan Henderson-ი?!

თუ ვინმე გადაურჩა სიკვდილს სასწაულებრივად, ეს ნამდვილად Big Time Rush-ის წევრი Logan Henderson-ია. თურმე ლოს ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე ის ავარიაში მოხვდა და სიკვდილისგან რაღაც სასწაულმა იხსნა.
http://24.media.tumblr.com/64ba0469f4cba4d7f864653a9ea7ef89/tumblr_mfq8xiFAGX1r93neyo1_250.jpg http://24.media.tumblr.com/c537cf2f163c8326f2316600019ed2e1/tumblr_mfq8xiFAGX1r93neyo2_250.jpg
Logan-ი მოტოციკლზე იჯდა როცა უეცრად მის წინ მანქანა დატრიალდა, Henderson-მაც ვეღაც მოასწრო ბაიკის შეჩერება და მანქანას დაეჯახა.

http://media.tumblr.com/tumblr_lg0s5b47uT1qbtowu.gif
ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ Logan-ისთვის გადარჩნება ნამდვილად მისალოცი გვაქვს.
http://media.tumblr.com/tumblr_m4qxd3Tr9P1r6xi47.gif
იმედია მომავალში მომღერალი უფრო ფრთხილად იქნება და მსგავს სიტუაციაში აღარ აღმოჩნდება.


* როდის გამოვა დოკუმენტური ფილმი Lady Gaga-ს შესახებ?!

რა უნდა გააკეთოს მომღერალმა იმისთვის, რომ მის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღონ? ალბათ ისიც უნდა შედიოდეს ლეგენდარული შემსრულებლების რიცხვში. მიეკუთვნება კი ამ რიცხვს Lady gaga?

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ Gaga-ს ცხოვრებაზე იღებენ დოკუმენტურ ფილმს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნოთ ამ ფილმს მართლაც დიდი ინტერესით ელიან. ისე უინტერესო სულაც არ უნდა იყოს გავიგოთ როგორია მონსტრების დედოფალი ყოველდღიურ ცხოვრებაში, სასცენო იმიჯის გამო ამის აღქმა ნამდვილად გვიძნელდება.

როგორც ჩანს Gaga მთლიანად ჩაფლულია ფილმის მზადებაში და სწორედ ამიტომ აგვიანებს მისი ახალი ალბომი დღის სინათლეზე გამოჩენას. ამაზე Lady gaga-ს Twitter-ის გვერდიც მოწმობს, მომღერალმა საკუთარ ფანებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ როგორც მისი ალბომი ასევე, დოკუმენტური ფილმიც, სულ მალე გამოვა. Gaga–ამ არც სასიყვარულო სიტყვები დაიშურა ფანებისთვის და დაწერა რომ ისინი მთელი გულით უყვარს.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ ფილმის გამოსვლას და შემდეგ ვიმსჯელოთ Lady Gaga-ზე როგორც პიროვნებაზე და არა, როგორც მონსტრზე.



* Rihanna Chris Brown-ს დაუბრუნდა

Rihanna-სა და Chris Brown-ს ახლა უკვე დასამალი აღარაფერი აქვთ, ყოველშემთხვევაში რომც ეცადონ საეჭვოა რამე გამოუვიდეთ. წყვილი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს, თანაც არაერთხელ, ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - ბარბადოსელი შემსრულებელი და რეპერი კვლავ ერთად არიან.

25 დეკემბერს ისინი ”NY Knicks”-ისა და ”LA Lakers”-ის თამაშს დაესწრნენ.  ისინი მატჩზე ერთად მივიდნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ. ერთმანეთსაც ეხუტებოდნენ და პოპკორნსაც საერთო ყუთიდან მიირთმევდნენ.
ამას ისიც დაემატა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა რირისა და Chris-ის ერთობლივი ფოტო, რომელიც იმავე დღეს გახლავთ გადაღებული. ორივე შემსრულებელი იგივე ტანისამოსში გახლავთ გამოწყობილი, რაც კალათბურთის მატჩზე ეცვათ.

2012 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად სწორედ, რომ Rihanna-სა და Brown-ის შერიგება იქცევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ისევ ცემა-ტყეპითა და სასამართლო გარჩევებით არ დასრულდება.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს მათი რომანი და დასრულდება თუ არა ქორწინებით წყვილის კიდევ ერთხელ შერიგება.

image


* რატომ ოცნებობს Carly Rae Jepsen-ი Mariah Carey-ზე?!


Carly Rae Jepsen-ის საახალწლო სურვილი უკვე ცნობილია. თურმე მომღერალი ოცნებობს, რომ მის სახლთან Mariah Carey მივიდეს და თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საახალწლო ჰიტი ”All I Want For Christmas Is You” უმღეროს.


http://25.media.tumblr.com/7308782a46982e77de1478fa90fd8ecb/tumblr_mfq4f5xmAh1rikqp5o1_500.gif
თურმე წარმატებულ მომღერლებსაც ჰქონიათ ასეთი ოცნებები და სხვებს რომ ჰქონდეთ რაღა გასაკვირია? თუმცა რამდენად აუხდება Carly-ს ეს სურვილი ვერ გეტყვით, რაღაც საეჭვოა Mariah თავისი ფეხით მიადგეს მომღერალს სახლთან. მაგრამ ახალი წელი ხომ ოცნებების ახდენის დროა და რა იცით რა ხდება.


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 717 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-12-28 Spam
kai siaxlea dzaan maraa rihannaze medo me :))