მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » News))
6:47 PM
News))
 
რობსტენის ახალი ფილმი
თვაილაითის ფანებო! ფილმის მეხუთე და ბოლო ნაწილიც გამოვიდა და ვეღარ დაველოდებით ახალ ისტორიას, რომელიც ვამპირების, ადამიანებისა და მაქციების საოცარ ურთიერთობებს აღწერს.. ამით უნდა დასრულებულიყო კრისტენ სტიუარტისა და რობერტ პატინსონის პარტნიორობა ტელეეკრანებზე, თუმცა რობსტენის ფანებს და არამარტო მათ სასიამოვნო სიურპრიზი ელით: რობერტი და კრისტენი ახალ ფილმში ერთად ითამაშებენ!
მას შემდეგ, რაც რობერტი და კრისტენი შერიგდნენ, მათ გადაწყვიტეს ერთად ეთამაშათ ახალ ფილმში, რის შემდეგაც მათ უამრავი სემოთავაზება მიიღეს, შეიძლება ითქვას იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე. ერთ-ერთი შემოთავაზების მიხედვით მათ მთავარი როლი უნდა შეასრულონ 1965 წელს ლიზისა და დიკის გადაღებული ფილმის " The Sandpiper"-ის რიმეიქში.
რობსტენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია ჰოლივუდში, მათზე ბევრს ლაპარაკობენ და საჯარო განხილვის ობიექტებიც არაერთხელ გამხდარან. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ისინი ძლიერი პარტნიორობის შექმნის გზაზე დგანან, როგორც სიყვარულის, ასევე ბიზნესის კუთხითაც. ამ მხრივ მათ ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის წყვილსაც კი ადარებენ.
ბრიტანელი მსახიობის მეგობარი ამბობს: "რობერტი აღიარებს, რომ რაღაც განსაცვიფრებელი ეკრანული საოცრება ხდება, როცა ის და კრისტენი ერთად არიან, თანაც უფრო ნაკლები შანსია, რომ კრისტენი კვლავ დაუშვებს ძველ შეცდომას."
რობის მეგობარი უდაოდ "Snow white and the huntsman"-ის პროდიუსერზე საუბრობს, რომელთანაც კრისმა რობერტს უღალატა, თუმცა მათი სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რობმა კრისს ეს დანაშაული აპატია და რობსტენი კვლავ ერთადაა  და ვერავინ უარყოფს, რომ მათ შორის საოცარი ქიმიაა.
ფილმში ერთად მონაწილეობით შეიძლება რობერტს სურს კრისი მუდამ გვერდში ჰყავდეს, რომ ძველი შეცდომისაგან ორივენი დაზღვეულნი იყვნენ, ან შეიძლება მხოლოდ ის უნდა, რომ ეკრანზე მის საყვარელ ქალბატონთან ერთად კვლავ გამოჩნდეს, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მათი ეკრანებზე ერთად ხილვას რობსტენის ფანები და არამარტო ისინი მოუთმენლად ელიან და ეს განზრახვა საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული იქნება.











კეტი პერის ატყუებენ?
სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ(12დეკემბერს), როდესაც კეტი პერი და ჯონ მეიერი წითელ ხალიჩაზე ერთად წარსდგნენ, თავიანთი რომანის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. გასაკვირი არცაა თუ რატომ მალავდა წყვილი თავიანთი ურთიერთობის შესახებ-როგორც ჩანს ჯონს პრობლემები აქვს "თვალების ცეცებასთან", უფრო სწორად კი თითებთან მიმართებაში.
კეტი და ჯონი ერთმანეთს შუა ზაფხულიდან მოყოლებული ხვდებიან, ხშირად ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ და მალე კვლავ ერთად იყვნენ, ამ ყოველივეს მიზეზი კი ჯონის საიდუმლო ფლირტებია-რას უნდა ელოდეს ამის შემდეგ გოგონა შეყვარებულისაგან? მეტიც შეიძლება ეს სულაც არ არის წარსულის ნაწილი და ჯონი თავის ძველ "მისწრაფებას" კვლავ დაუბრუნდა.
Life & Style-თან საუბრისას რესპოდენტი ამბობს, რომ ჯონს მიმოწერა ჰქონდა 26 წლის გაუთხოვარ ქალთან ემილი მეინარდთან.
არც ისე დიდი ხნის წინ ჯონმა ელენის შოუში განაცხადა, რომ გასათხოვრები მისი "სასიამოვნო დანაშაულებებია" და რომ ის "შოუს დიდი ფანია". დიდი განსჯა არ სჭირდება იმის არმოჩენას, რომ ჯონი კეტის სულაც არ ლაპარაკობს და მისი საუბრის თემა 26 წლის ემილია, თვით ემილიზე კი სანდო წყარო Life & Style-სთან საუბრისას ამბობს: "ეს შეიძლება ოდნავ მეტი იყოს, ვიდრე დროის გაყვანა. ემილი თავს მოწყენილად, მარტოსულად თვლის, ამიტომ ის ზის სახლში და ტექსტური შეტყობინებებით ბიჭებთან ფლირტაობს, სწორედ ეს გახდა მისი ყოფილ საქმროსთან ჯეფ ჰოლმთან დაშორების მიზეზი."
ამ სტატიის შემდეგ ბუნებრიბია გარკვეული წარმოდგენა ემილიზე უნდა შეგვექმნას-ის სულაც არ არის თეთრი ანგელოზი, უბრალოდ ზის სახლში და ფლირტაობს ბიჭებთან, მაგრამ აბა სხვა რა უნდა გააკეთოს გაუთხოვარმა ქალმა, რომელიც თავს მარტოსულად გრძნობს?!-სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, მითუმეტეს, რომ იგი კეტისა და ჯონის ურთიერთობას ემუქრება, თავად კეტის კი ამ ჭორების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც ის თითქოს არაფერს ამჩნევს და სულ ცოტა  ხნის წინ სოციალურ ქსელში ჯონის ფოტო ატვირთა, რომელშიც მეიერი საშობაო სამოსშია გამოწყობილი, ფოტოს კი კეტიმ შემდეგი წარწერა გაუკეთა: "Santa baby"-ბუნებრიბია ამ კომენტარიდანაც ჩანს, რომ ისინი ბევრად მეტნი არიან ვიდრე უბრალოდ მეგობრები, მაგრამ კეტის ურჩევნია თვალები უფრო ფართოდ გაახილოს და კიდევ ერთხელ არ ეტკინოს გული, მითუმეტეს, რომ რასელ ბრენდს ოფიციალურად ახლახან გაეყარა.
კეტი უარყოფითად აფასებს რიჰანას გადაწყვეტილებასაც კრისზე დაქორწინების შესახებ, თუმცა უმჯობესია თავის "კაცს" ადევნოს თვალყური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი რჩევის შედეგები თვითონვე შემოუბრუნდება.


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 689 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-12-28 Spam
kargi siaxlea ))