მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 27 » News Of The Day <3
6:06 PM
News Of The Day <3
ჯესიკა სიმფსონმა ორსულობის შესახებ არსებული ხმები დაადასტურა 
ჯესიკა სიმპსონმა ორსულობის შესახებ გავრცელებული ხმები დაადასტურა. ვარსკვლავი, რომელმაც შვიდი თვის წინ იმშობიარა, ისევ ფეხმძიმედაა. 
ახალი ამბის დასტურად ჯესიკა სიმპსონმა საკუთარ მიკრობლოგ "ტვიტერზე" მისი ქალიშვილის, მაქსველის ფოტო გამოაქვეყნა. ჯესიკას პირველი შვილი სახლის ეზოშია გადაღებული, ქვიშაზე მის წინ დიდი ასოებით წერია "უფროსი და", რაც იმის ნიშანია, რომ მალე მაქსველს პატარა და, ან ძმა ეყოლება. 

ჯესიკა სიმპსონი ყვითელი პრესის წარმომადგენლებს მოსვენებას არ აძლევს. ყველას ახსოვს, მშობიარობის შემდეგ მისი წონაში კლება და თითოეული დაკლებული კილოგრამი ნამდვილი სენსაცია იყო. საბოლოოდ ჯესიკამ რეკორდულ დროში, ორ თვეში 30 კგ-ით დაიკლო. 
როგორც ჩანს, მალე მსგავსი ახალი ამბებით ბულვარული პრესა ისევ გაივსება. 

ჯესიკა სიმპსონი და მისი პარტნიორი და შვილის მამა, ერიკ ჯონსონი, დაქორწინებას უახლოეს მომავალში აპირებენ. 

ადელმა საკუთარი სახელი დააპატენტა 
ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა საკუთარი სახელი დააპატენტა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს პრობლემა ვარსკვლავს მისმა იურისტებმა მოუგვარეს. 

ადელს არ სურს, რომ მისი სახელი ვინმემ უნებართვოდ რეკლამისთვის გამოიყენოს. მომღერალს არ სურს, მისი თაყვანისმცემლები მოტყუვდნენ და მის სახელთან დაკავშირებული რაიმე სამკაული ან კოსმეტიკა შეიძინონ. 

აღსანიშნავია, რომ ადელი პირველი ვარსკვლავი არაა, რომელმაც სახელის დაპატენტებით სარეკლამო სააგენტოებს ბრძოლა გამოუცხადა. სექტემბერში ლედი გაგამ კომპანია Excite Worldwide LLC-ს უჩივლა. კომპანია Lady Gaga-ს სახელით კოსმეტიკის ახალი ხაზის გამოშვებას გეგმავდა. 

რამდენიმე თვის წინ ბიონსემ და ჯეიზიმაც სცადეს მათი ქალიშვილის, ბლუ აივი კარტერის სახელის დაპატენტება. მათ ამ სახელით საბავშვო ტანსაცმლის ხაზის გამოშვება სურდათ, თუმცა Blue Ivy-ის რეგისტრაციაზე მათ შესაბამისმა ინსტანციამ უარი განუცხადა. როგორც ჩანს, ვარსკვლავებს ვიღაცამ დაასწრო. 

სელენა გომეზის მილოცვა...<3 
I hope everyone has an amazing day filled with food and family. Have a very Merry Christmas and Happy Holidays to all!!! 

მაილი და ლიამი ახალი პაპარაცული ფოტოები 

ნინა და იანი 26 დეკემბერს LAX-ის აეროპორტში 

 
nicki minaj-ის ფოტოები 

იმედი მაქვს მოგეწონათ <3 კომენტარები არ დაგავიწყდეთ 
თქვენი SoPii))

-GabbY-♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 686 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
2012-12-27 Spam
KArgi Siaxlea )

Nian ♥