მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » NEWS
2:40 PM
NEWS
ϟ  NEWϟ

რა მოუტანა PSY-ს "Gangnam Style”-მა?!
Big Time Rush - 2013 წლის დიდი გეგმები
✽ კრისტინა აგუილერა-სექსუალური სანტა
✽ Nian-ის მოლოცვა და ახალი ფოტოები ინსტანგმიდან
✽ ზაკ ეფრონმა ექიმის როლი მოირგო
✽ ვიქტორია სიქრეტის მოდელების ახალი პერსონალური ფოტოები

http://25.media.tumblr.com/403cfc33252ea687d3bbfdb345c2c67f/tumblr_mewcaySECU1r4mfe9o1_r1_250.gif http://25.media.tumblr.com/5a929f393f977eb2b2bf5150fcaa76a0/tumblr_mewcaySECU1r4mfe9o4_r2_250.gif

რა მოუტანა PSY-ს "Gangnam Style”-მა?!

ვის დაასახელებდით 2012 წლის ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ კლიპად? არავის გაგიკვირდეთ თუ ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა უმრავლოსობა PSY-ის "Gangnam Style”-ს დაასახელებს.

წარმოშობით კორეელი მომღერალი ალბათ არც ელოდა, რომ მის უცნაურ მოძრაობებს მსოფლიო აიტაცებდა და თვით Madonna-ს დონის ვარსკვლავთან ერთად შეასრულებდა მას. თუმცა არც ის გამოგრჩეთ, რომ მანამ სანამ PSY Madonna-სთან ერთად აცეკვდებოდა, წლის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ მოვლენაზე EMA-ზე მოიპოვა ჯილდო. ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ PSY-იმ საუკეთესო Live-ის ნომინაციაში აიღო ჯილდო.

თითქოს ეს წარმატება არ იყო საკმარისი ახლადგამომცხვარი ვარსკვლავისთვის, რომ თვით YouTube-მა ”Gangnam Stylee” წლის ვიდეოდ დაასახელა, პრინციპში იმ ფონზე, როცა მისი ნახვების რიცხვმა მილიარდს გადააჭარბა ეს გასაკვირიც აღარ არის.
რა თქმა უნდა კლიპის წარმატებამ დიდი ფინანსური მოგებაც მოიტანა. როგორც ჩანს PSY-ის შემოსავალმა 2012 წელს 8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შესაძლოა ბევრი ფიქრობს რომ, ”Gangnam Style” არც დიდი მუსიკალურობითა და გემოვნებით გამოირჩევა, მაგრამ ფაქტია ამ კლიპმა 2012 წელს ყველა რეკორდი მოხსნა.
ჩვენ PSY კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი სიმღერის მომღერლად არ დარჩება. პრინციპში პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიო მუსიკის ისტორიამ ასეთების სახელები მალევე დაივიწყა.


Big Time Rush - 2013 წლის დიდი გეგმები

ახალი წელი კარს მოგვდგომია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი Big Time Rush-ი როგორც ჩანს არდადეგებზეც არ აპირებს მუშაობის შეწყვეტას. ამჟამად ჯგუფის წევრები Kendall-ი, James-ი, Carlos-ი და Logan-ი მესამე ალბომზე მუშაობენ, რომელსაც ”Windows Down” ერქმევა.
შეგახსენებთ, ეს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტია. უკვე ცნობილია იმ ახალი 16 სიმღერის სახელი, რომელიც ალბომში შევა. ესენია: ”Windows Down”, ”Someone Else”, ”My Time”, ”Anything Goes”, ”Like me”, ”Tomorrow”, ”Heya”, ”Perfect”, ”No one like you”, ”Real Gone”, ”One in a Million”, ”Hang on to your ego”, ”Blink”, ”She Drives”, ”Words mean Nothing”, ”Burning me”. ამასთან ერთად, ბიჭები არ ივიწყებენ თავიანთ პოპულარულ კომედიურ ტელესერიალს "Big Time Rush" და უკვე იანვრის დასაწყისში, იწყებენ სრულიად ახალი, მეოთხე სეზონის გადაღებებს.

image

წინასწარი ინფორმაციით ამ სეზონში მხოლოდ 12 სერია იქნება. პლიუს, 2013 წელს ჯგუფი კიდევ ერთ მსოლფიო ტურნეს გეგმავს. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის საქართველო ტურნეს მიღმა რჩება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ჯგუფს დიდი წარმატება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ჯგუფი უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე ასეთი პოპულარობის ზენიტში იქნება.


✽ კრისტინა აგუილერა-სექსუალური სანტა


გარკვეული ნაკლის გამო ადამიანებს არასრულფასოვნების კომპლექსი რომ უჩნდებათ ხოლმე, ეს ყველამ კარგად იცის. ჰოდა, ალბათ, ზედმეტმა კილოგრამებმა ძალიან შეაწუხეს და Christina Aguilera-მ გადაწყვიტა, ცოტა არ იყოს, მისთვის უჩვეულოდ გამოჩენილიყო საზოგადოებაში.
თუ კი ადრე მომღერალი თავისი გარეგნობით იქცევდა ყურადღებას, ახლა ერთ-ერთი კლუბიდან გამოსული სანტა კლაუსის ქუდით შეამჩნიეს. ეს რომ მის იმიჯს სულაც არ შეესაბამება, ალბათ, თქვენც ხვდებით. შეიძლება, ბევრმაც თქვას მერე რა მოხდაო, მაგრამ რა ვიცით.


✽ Nian-ის მოლოცვა და ახალი ფოტოები ინსტანგმიდან

"Merry Christmas from my Little Santa Claus

ფოტოზე არის იანის კატა,რომელსაც ჰქვია Moke♥









✽ ზაკ ეფრონმა ექიმის როლი მოირგო


მალე კინოეკრანებზე ახალი ფილმი ”Parkland” გამოვა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს 25 წლის მსახიობი Zac Efron-ი შეასრულებს. პარტნიორობას კი Paul Giamatti, Billy Bob Thornton, Marcia Gay Harden, Jackie Weaver და Tom Hanks-იც კი გაუწევენ.
ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ასახავს სიტუაცუას პარკლენდის საავადმყოფოში, როდესაც 1963 წელს პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. კონკრეტულად, Zac-ი კი ექიმის როლს შეასრულებს.

უნდა დაგვეთანხმოთ, რომ ფილმიც და როლიც საკმაოდ საპასუხისმგებლოა ასეთი ახალგაზრდა მსახიობისთვის, თუმცა, ვნახოთ რა იქნება და წინასწარ ნუ გავაკრიტიკებთ.
✽ ვიქტორია სიქრეტის მოდელების ახალი პერსონალური ფოტოები

ლილი ოლდრიჯი

► Christmas PJ’s @ via Lily’s Twitter
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/20722_151922901623541_222620031_n.jpg
ალესანდრა ამბროსიო

' Christmas cupcakes '
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash3/602956_151928761622955_1646766332_n.jpg
ერინ ჰიზერტონი






ირინა შეიკი და ანა ვიალიცინა


https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/hphotos-ak-ash4/309407_487793037931071_862592073_n.jpg
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 695 | დაამატა: -PrettyLittleLiar | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 9
2012-12-26 Spam
kargi siaxlea :* erini rogorcyoveltvis lamazia <3