მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 19 » News))<3
10:03 PM
News))<3
ამერიკულმა ჟურნალმა, Billboard-მა წლის საუკეთესო მუსიკოსების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი და "წლის შემსრულებლის" ტიტული ბრიტანელ მომღერალ ადელს ერგო. ადელმა პირველობა არ დაკარგა იმის მიუხედავად, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ "ბონდიანას" მორიგი ფილმისთვის ჩაწერა საუნდტრეკი. გარდა ამისა, ადელმა ჟურნალის სხვა ნომინაციებშიც გაიმარჯვა, მათ შორის კატეგორიებში "საუკეთესო ალბომი" და "წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი". 
ფინალისტთა ხუთეულში ლედი გაგა, ლილ უეინი, კეტი პერი და რიანა მოხვდნენ. 
გამოცემამ ”საუკეთესო დებიუტანტებად” ბრიტანული ბენდი One Direction-ი დაასახელა, ხოლო საუკეთესო პოპ ჯგუფის წოდება Maroon 5-ს ერგო. საუკეთესო სიმღერად Somebody That I Used To Know-ი დასახელდა, რომელსაც Gotye ასრულებს. 

ჰოლივუდის ვარსკვლავს, ლეონარდო დიკაპრიოს, გემოვნება არ ღალატობს. დიკაპრიოს ახალი საყვარელი 22 წლის ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობია. 
წყვილმა ერთმანეთი ახალი ფილმის "The Wolf Of Wall Street"-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. პაპარაცებს ლეონარდოს რომანი რამდენიმე კვირით გამოეპარათ, რადგანაც ძირითადად მსახიობ ორლანდო ბლუმის მეუღლეს, მოდელ მირანდა კერისა და დიკაპრიოს "დასდევდნენ" და მათი რომანის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. 

მარგოს საზოგადოება არ იცნობს. მას მნიშვნელოვანი როლები, რომლითაც ჰოლივუდში შეამჩნევდნენ, არ მიუღია. გოგონას მხოლოდ ავსტრალიაში იცნობენ, სადაც ადგილობრივ ტელესერიალებში ხშირად იწვევენ. მარგო რობი მსოფლიომ ლეონარდო დიკაპრიოს საყვარლის სტატუსით გაიცნო. 
დიკაპრიო მანამდე ერინ ჰიზერტონს, ბლეიკ ლაივლის, ბარ რაფაელის, ჟიზელ ბუნდჰენს, ევა ჰერციგოვას, მადალინა გენესს ხვდებოდა. 

დემის მეცამეტე ტატუ

მაილი საირუსმა გააკეთა განცხადება ასეთ კითხვასთან დაკავშირებით: ვინ არის one direction-ის ყველაზე საყვარელი წევრი? 
მაილი:მე ვფიქრობ ზეინი, ის ჩემი მეგობარია და ასევე ყველაზე საყვარელი წევრი ზემოთ დასახელებული ჯგუფისა. 

მაინტერესებს მოგწონთ თუ არა ჩემი სიახლეები, თუ ლენჩობაა? : )) კომენტარები არ დაგავიწყდეთ : )) 
თქვენი სოფი : ))
-GabbY♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 670 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2012-12-20 Spam
Salo-Smiler Smiler, Tày Sama, Marie ♥ Swift, მადლობააა <3 <3 <3