მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » News))<3
8:38 PM
News))<3
ამერიკულმა ინტერნეტპორტალმა Celeb TV-მ ყველაზე "ცხელი" პოპულარული ლამაზმანები გამოავლინა, ვინც 2012 წლის საცურაო კოსტიუმების ფავორიტებად იქცნენ. 

 
ყველაზე მეტი მოწონება საცურაო კოსტიუმში პოპმომღერალმა რიანამ დაიმსახურა, რომელიც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ბარბადოსის კუნძულზე დასვენებისას. 

რეიტინგში მოხვდნენ ბიონსე, ბრიტნი სპირსი და თინეიჯერების კუმირის, ჯასტინ ბიბერის შეყვარებული მსახიობი სელენა გომესი. 

13 დეკემბერს ამერიკაში X Factor-ის სამი ფინალისტი დაასახელეს. ერთმანეთს ჟიურის წევრების, საიმონ კოუელის ჯგუფები - Emblem 3, Fifth Harmony, ელ ეი რიდის - ტეიტ სტივენსი და ბრითნი სპირსის კარლი როუზ სონენკლერი ეჯიბრებოდნენ. თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება არა ფინალისტების დასახელებამ, არამედ ბრითნი სპირსის შოკირებულმა სახემ გამოიწვია. მისი ასეთი რეაქცია ფინალში ჯგუფ Fifth Harmony-ს გასვლამ გამოიწვია. 
2013 წლის იანვარში კინოეკრანებზე ახალი კომედია გამოვა, თინეიჯერების კუმირი მომღერლისა და მსახიობის, მაილი საირუსის მონაწილეობით. ფილმში მაილი კერძო დეტექტივს ასახიერებს, რომელიც ფედერალურმა ბიურომ დაიქირავა მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად. 

-GabbY-♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 616 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2012-12-20 Spam
მადლობა ბავშვებო <3