მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 7 » News ♥!
3:56 PM
News ♥!
* რატომ ემშვიდობება სამსახიობო კარიერას Angelina Jolie?!
* Bruno Mars-ი წარსულის შეცდომებზე ალაპარაკდა
* ვის აუხდინა ოცნება Selena Gomez-მა?!
* Liam Payne ძველ სიყვარულს უბრუნდება
 

რატომ ემშვიდობება სამსახიობო კარიერას Angelina Jolie?!

Angelina Jolie-მ სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. Channel 4 News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სექსუალურმა მსახიობმა აღნიშნა, რომ სურს ოჯახსა და ბავშვებს უფრო მეტი დრო დაუთმოს. სწორედ ეს გახლავთ მისი გადაწყვეტილების მიზეზი.

როგორც ცნობილია  Jolie კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება ” Maleficent”, რომლის კინოეკრანებზე გამოსვლაც 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.

კინოდან წასვლის შესახებ Angelina და Brad-ი გასულ წელსაც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ რეჟისორობითა და საპროდიუსერო საქმიანობით აპირებდნენ დაკავებას.

როგორც ჩანს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ჰოლივუდურმა წყვილმა იმ ასაკს მიაღწია, როდესაც პენსიაზე გასვლის დრო დგება და ოჯახი პირველ პლანზე გადმოდის. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია Angelina Jolie-მ მსახიობობას სამზარეულოში ფუსფუსი არჩია.

Bruno Mars-ი წარსულის შეცდომებზე ალაპარაკდა

ამბობენ, სანამ რამეს არ დაკარგავ, მის დაფასებას ვერ შეძლებო. ჰოდა, როგორც ჩანს, Bruno Mars-საც ასე დაემართა. ყოველ შემთხვევაში, თავის ახალ სიმღერაში სწორედ ამ თემაზე მღერის და ყოფილ შეყვარებულს მისტირის. ”I should have bought you flowers and held your hand / Should have gave you all my hours when I had the chance.”-ასეთია მომღერლის ახალი ნამუშევრის სიტყვები.

წარსულ შეცდომებზე ტირილი იქით იყოს და Bruno პარალელურად ახალ ალბომზეც მუშაობს. მისი სახელწოდება ”Unorthodox Jukebox”იქნება. თუმცა ეს უკანასკნელი დღის სინათლეს როდის იხილავს ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ”Unorthodox Jukebox” მისი თავისუფლების სიმბოლოა, რადგან მუშაობის პროცესი მთლიანად მის სურვილებს ექვემდებარება. ”When I Was Your Man”-თან ერთად ალბომში სიმღერა ”Locked Out of Heaven”-იც იქნება წარმოდგენილი.

ასე რომ, დაელოდეთ ალბომის გამოსვლას. მანამდე კი მოუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევარს, აჩუქეთ ყვავილები, დაუთმეთ თქვენი დრო და წაიყვანეთ საცეკვაოდ. თორემ ამას თქვენ თუ არა სხვა იზამს. მაშინ კი ნამდვილად მოგხვდებათ გულზე Bruno-ს ახალი სინგლი.

ვის აუხდინა ოცნება Selena Gomez-მა?!

როდესაც Justin Bieber-ს კითხეს, თუ რატომ უყვარდა Selena Gomez-ი, სხვა დანარჩენ ღირსებებთან ერთად მან მეგობარი გოგონას კეთილი გული დაასახელა. როგორც ჩანს, ბიბერი არ ცდებოდა.

10 წლის Bailey არის გოგონა, რომლემაც სულ ცოტა ხნის წინ ტვინის სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობდა, მისი ოცნება Selena Gomez-ის ნახვა იყო. მომღერალმაც აღარ დააყოვნა და თავის პატარა თაყვანისმცემელს სიურპრიზი მოუწყო. Bailey ძალიან გახარებული ჩანდა, თუმცა სიხარულისგან, ცოტა ხნით, ხმის ამოღება ვერ შეძლო. ასეა თუ ისე, მთავარია, რომ მისი ემოციურობის მიზეზი დადებითი იყო. შეხვედრით Selena-ც ძალიან კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა.

მოკლედ, შეიძლება მისი ნამუშევრები და პირადი ცხოვრება ვაკრიტიკოთ, თუმცა Gomez-ის ეს საქციელი ნამდვილად მოწონებას იმსახურებს.

Liam Payne ძველ სიყვარულს უბრუნდება .

როგორც ჩანს პოპულარობის ზენიტში ყოფნამ ჯგუფ One Direction-ის წევრებს ყოფილი შეყვარებულებთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი გაუჩინა. ჯერ იყო Harry Styles-ი შეხვდა Taylor swift-ს ახლა კი, Liam Payne-ს ჯერიც დადგა.

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, როგორც ჩანს Liam-მა ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის აღდგენაზე დაიწყო ზრუნვა Danielle Peazer-ს New York-ში Time Square-ზე შეხვდა. წყვილი საკმაოდ ბედნიერი ჩანდა .ისინი ხელჩაკიდებული სეირნობდნენ და შეხვედრის ბოლომდე ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ.

როგორც აღმოჩნდა მათი დაშორება ორივესთვის საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ Liam-ის გადატვირთული გრაფიკმა თავისი გაიტანა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მაგრამ ეტყობა ეს ის შემთხვევაა, როცა სიყვარულს დრო და მანძილი ვერაფერს აკლებს და Liam Payne და Danielle Peazer-ი კვლავაც განაგრძობენ ურთიერთობას.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია წყვილს ბედნიერება ვუსორვოთ და დაველოდოთ გაუძლებს თუარა მათი სიყვარული One drection-ის მორიგ ტურნეს. ვიმედოვნებთ, რომ Liam Payne და Danielle Peazer-ი არ მიბაძავს Harry Styles-ს და და Taylor swift-ს და ურთიერთობის გასაიდუმლოებას არ გადაწყვეტენ.



Xoxo You're Mari ♥ 
♥ Comment Please ♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 869 | დაამატა: Mary_Selena | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-12-07 Spam
karigiaa yohcaag :*