მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 6 » NEWS!
10:22 PM
NEWS!
NEWS!
ვისთან აპირებს თანამშრომლობას Beyonce?! 
ბაძავს თუ არა Katy Perry Madonna-ს?! 
- ვარსკვლავები ამერიკისთვის... 
Rihanna-ს ახალ ალბომთან დაკავშირებული დეტალები 
Demi Lovato ახალ ალბომზე მუშაობს  
Taylor Lautner-ი "Twilight Saga: Breaking Down Part 2-ს შესახებ 
აუცილებლად შემოიჭყიტეთ

602360_10151230367183936_960298560_n_large  Tumblr_md0xcvhtx41qzbagvo2_r1_250_large


ვისთან აპირებს თანამშრომლობას Beyonce?!

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ Beyonce და Miguel-ი ერთობლივ პროდუქს შექმნიან. მიუხედავად იმ ადამიანთა სიისა, რომლებთანაც Miguel-ს უთანამშრომლია, ეს უკანასკნელი მაინც ძალიან გახარებული და გაკვირვებული დარჩა, როდესაც Beyonce Knowles-გან მიიღო შემოთავაზება. სიმართლე ვთქვათ გასაკვირი არც არის, Bey ხომ დედოფლად არის აღიარებული თავის საქმეში და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია მსოფლიოში. 

Kanye West, Alicia Keys, Usher, Nas... ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომლებთანაც Miguel-ს უმუშავია, თუმცა ამან მაინც არ შეუშალა ხელი იმას, რომ მომღერალს და კომპოზიტორს ასეთი ინტერვიუ მიეცა MTV News-სათვის: ”ეს ამბავი ჩემი ჯგუფის წევრებისგან გავიგე და მრავალჯერ ვკითხე, ხომ სერიოზულად მეუბნებით მეთქი. არაერთგზის გადამოწმების შემდეგ კი ძალიან გამიხარდა. ეს ნამდვილად რეალური და გამორჩეული პერსპექტივაა.” 

ვნახოთ, როგორი გამოვა ამ 2 მუსიკოსის ნამუშევარი. მანამდე კი შეგიძლიათ Beyonce-ს უკვე არსებული სიმღერებით დატკბეთ.


ბაძავს თუ არა Katy Perry Madonna-ს?! - ვარსკვლავები ამერიკისთვის...

როგორც იცით, ამერიკაში საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო და ყველა კანდიდატი თავისებურად ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. კონკრეტულად Barack Obama-მ გადაწყვიტა, ცნობილი სახე დაეხმარებინა და ასეც მოიქცა. შედეგად ამ უკანასკნელის მხარდასაჭერ კონცერტზე Katy Perry წარსდგა 20 000 მაყურებლის წინაშე და ხალხს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისათვის ხმის მიცემისაკენ ამ გზით მოუწოდა. 

მომღერალი შტორმით დაზარალებულთა თემასაც შეეხო და დამსწრე პუბლიკას მიმართა: ”მოდით, დაზარელებულებს სიყვარული გავუგზავნოთ. ჩვენ ვზრუნავთ ამერიკაზე, ჩვენს ხალხზე და ერთი დიდი ოჯახი ვართ.” 

საეჭვოა, Katy Perry-ის ხათრით ვინმემ Obama-ს ხმა მისცეს. ხოლო თუ მაინც გამოჩნდა ასეთი ადამიანი ის, ალბათ, აუცილებლად არასრულწლოვანი იქნება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მომღერლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნაცადი ხერხია, იქნებ მაინც სხვა მოქმედებებით ჯობდეს ამომრჩეველთა ნდობის მოპოვება. 

შეგახსენებთ, რომ Barack Obama-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი პოპის დედოფალი Madonna გახლავთ, რომელიც საკუთარ კონცერტებზე ხან პოლიტიკური განცხადებებით გამოდის, ხანაც სხეულზე ამერიკის პრეზიდენტის სახელი, ან მხარდასაჭერი წარწერები აქვს ამოსვირინგებული. 


Rihanna-ს ახალ ალბომთან დაკავშირებული დეტალები

Rihanna-ს ფანებს საქმე ნამდვილად სასიხარულად აქვთ, რადგან სულ მალე, 19 ნოემბერს, მომღერლის ახალი ალბომი, "Unapologetic” გაყიდვაში ჩაეშვება. ეს უკანასკნელი 14 ძირითად, დელუქს ვერსიაში კი +3 სიმღერას შეიცავს. 

აღსანიშნავია, რომ ალბომში დუეტები არ არის და აშკარად ჩანს, ბასრბადოსელ გოგონას თავი არ დაუზოგავს. სიაში პირველი სიმღერა ‘Fresh Off the Runway’-ია. მას მოსდევს ”Diamonds” მეორე ნომრად. ”No Love Allowed”, ”Nobody’s Business” და "Love Without Tragedy / Mother Mary". 

რაც შეეხება დელუქს ვერსიაში შესულ დამატებით სამ სიმღერას, ისინი, ძირითადად, ”Diamonds”-ის რემიქსებს წარმოადგენენ. Rihanna არც პიარს ივიწყებს და ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიდეო გააცრცელა, რომელიც MTV Video Music Awards-ის კულისებსა და ალბომზე მუშაობის პროცესს ასახავს. გაჯერებულია ფოტოსესიის კადრებით და სურათები 28 გვერდიანი ფოტო ალბომით, რომელიც "Diamonds executive platinum box”-ში იქნება შესული, რომელიც 250 დოლარად არის შეფასებული. 

ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ რირის, იმედია მისი ახალი ალბომი ბრილიანტივით ბრწყინვალე იქნება.

Demi Lovato ახალ ალბომზე მუშაობს

20 წლის X Factor-ის მწვრთნელი Demi Lovato ახალ ალბომზე მუშაობს. მისი მეოთხე სტუდიური დისკი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. "მე უკან დავაბრუნებ ნამდვილ მუსიკას" - აღნიშნა შემსრულებელმა. 

Lovato ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი განცხადებით სტუდიაში 1 თვე იმუშავა და შედეგით ძალიან გახარებულია. ახალ ალბომში იქნება ბევრად უფრო მელოდიური სიმღერები. პოპი - ეს ის ჟანრია სადაც მომღერალი თავს კომფორტულად გრძნობს, სწორედ ამიტომ 15 პოპ სიმღერის მოსმენა მოგვიწევს. 

"ადელი ძალიან კარგი მომღერალია. მას გულშიჩამწვდომი პოპ სიმღერები აქვს, მაგრამ მე უფრო განსხავებულ სტილს მივანიჭე უპირატესობა, ვფიქრობ უკეთესია სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით გაფორმებული კომპოზიციები" - თქვა დემიმ. ასევე იქნება მხიარული სიმღერები, საცეკვაო სტილში, სწორედ ისეთი, ხალხი რომ აიტაცებს. 

მომღერლის ახალი დისკი 2013 წლის დასაწყისში გამოვა. ცნობილია ისიც, რომ როდეოს ფესტივალზე სწორედ ახალი ფირფიტიდან შეასრულებს სიმღერებს. მისმა ალბომმა დიდი ინტერესი გამოიწვია, X Factor-ში მოხვედრის შემდეგ Demi მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში. ვნახოთ როგორი იქნება ახალი ალბომი და აჯობებს თუ არა, ორგზის პლატინის მფლობელ დისკ "UNBROKEN"-ს. 

Taylor Lautner-ი "Twilight Saga: Breaking Down Part 2-ს შესახებ

31 ოქტომბერს The Tonight Show with Jay Leno-მ Taylor Lautner-ს უმასპინძლა. ეს უკანასკნელი ფართო საზოგადოებისთვის ”Twilight”-ის საშუალებით გახდა ცნობილი და მრავალი თინეიჯერი გოგონას გული დაიპყრო. 

20 წლის მსახიობმა, ძირითადად, ფილმის ბოლო ნაწილზე ისაუბრა, რომელიც 16 ნოემბერს იხილავს დღის სინათლეს. 

”მაყურებელი ალბათ უკმაყოფილო დარჩებოდა, თუ ფილმში რამეს ძალიან შევცვლიდით. ყველაფერს 16 ნოემბერს იხილავთ.”-განაცხადა Taylor-მა შოუში. 


დაამოწმა  : PrettyBoySwag

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 671 | დაამატა: ❦Dreamergirl❦ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2012-11-07 Spam
kargi siaxlea ^^