მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 15 » News
12:37 PM
News
 News 
ქეით მიდლტონის მკერდშიშველი ფოტოები გავრცელდა (OMG)
Adriana Lima-ს გოგონა შეეძინა
Rihanna-ს ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა

ქეით მიდლტონის მკერდშიშველი ფოტოები გავრცელდა




ფრანგულმა ჟურნალმა Closer პრინც უილიამის მეუღლის, ჰერცოგინია ქეითის შიშველი ფოტოები გაავრცელა. რედაქციის ცნობით, პაპარაცებმა ფოტოები სამეფო წყვილის საფრანგეთში დასვენების დროს, გასულ კვირას გადაიღეს. მკერდშიშველი ჰერცოგინიას ფოტოებმა ჟურნალის ოთხი გვერდი დაიკავა.

BBC იტყობინება, რომ ფოტოები შორიდან არის გადაღებული, მაგრამ ჰერცოგინიას ამოცნობა მათზე მაინც შესაძლებელია. ფოტოებზე მიდლტონს მკერდი აქვს მოშიშვლებული, ერთ-ერთ ფოტოზე კი, რომელზეც ჰერცოგინია  უკნიდან არის გადაღებული, ჩანს რომ მას საცურაო კოსტუმის "ზედა ნაწილი" არ აცვია. ასევე BBC-ის ცნობით, პაპარაცებმა აღნიშნული ფოტოების ბრიტანული გამოცემებისთვის მიყიდვა სცადეს, თუმცა მიდლტონის პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებაზე ყველა ბრიტანულმა ჟურნალმა უარი განაცხადა.

ამ დროისთვის სამეფო წყვილი ოფიციალური ვიზიტით აზიაში იმყოფება. ცნობილი გახდა, რომ ფოტოების შესახებ მათ დღეს, მალაიზიაში საუზმის დროს შეატყობინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წყვილს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. BBC კი წერს, რომ "უილაიმი და კეიტი მომხდარით აღშფოთებულები არიან და თვლიან რომ ჟურნალი უკვე ყველანაირ საზღვარს გაცდა".

Adriana Lima-ს გოგონა შეეძინა


31 წლის მოდელი Adriana Lima მეორედ გახდა დედა. Lima-ს და მის მეუღლეს მეორე გოგონა შეეძინათ. წყვილმა

 ბავშვს სიენა დაარქვეს. პატარას დაბადების შესახებ Adriana-მ სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვაგებინა.

Lima-მ და Marko Jaric-მ 2006 წელს გაიცნეს ერთმანეთი და სულ რაღაც 3 წელში დაქორწინდნენ. ორსულობის

 შესახებ Lima-მ მარტში გაგვიმხილა. "იყო დედა ეს ყველაზე კარგი სამსახურია მთელს მსოფლიოში" წერს 

ადრიანა.

Rihanna-ს ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა

როგორც სჩანს ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულმა მომღერალმა Rihanna-მაც. მთელი წლის მანძილზე ვრცელდებოდა ხმები, რომ 2012-ის მიწურულს ბარბადისელი შემსრულებელი ახალ ფირფიტას შემოგვთავაზებდა და ასეც მოხდა.  რირის მეშვიდე სტუდიური ალბომი ნოემბერში გამოვა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალი ალბომიდან პირველი სინგლის რელიზი მომდევნო კვირაში შედგება. ჯერჯერობით დაწვრილებით ინფორმაციას მომღერლის ხმის ჩამწერი კომპანია არ ახმაურებს, თუმცა ჟურნალისტებს ამ ყველაფრის გარკვევა ნამდვილად არ გაუჭირდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Rihanna-სა და Chris Brown-ის რომანი კვლავ აქტუალურ თემად იქცა. ყოველდღიურად ვრცელდება ახალ-ახალი ინფორმაცია წყვილის ერთად ყოფნის შესახებ. გუშინ რირის კბილები გახდა პრესისა და პაპარაცების ყურადღების ღირსი. მან ოქროს კბილები ჩაისვა. როგორც იცით იგივე Brown-მა დიდი ხნის წინ გააკეთა. ასევე შეგახსენებთ, რომ ორივე მომღერალმა იდენტური ტატუებით დაიმშვენა სხეული.


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 635 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2012-09-15 Spam
kargi siaxleaa ^^