მსახიობები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი შერიგდნენ. ვამპირული საგის ბინდის ვარსკვლავმა გააცნობიერა რომ ფილმში მისი პარტნიორი გოგონას გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და დრამატული სცენებისა და ცრემლიანი მონანიების შემდეგ გადაწყვიტა მოღალატე შეყვარებულს მეორე შანსი მისცეს.
შერიგებული წყვილი ერთად ფილმის ბინდი ნაწილი მეორე პრემიერაზე მივა. პრემიერა ნოემბერში გაიმართება. წელს ივლისში, მას შემდეგ რაც სტუარტის 41 წლის რეჟისორთან რუპერტ სანდერსთან რომანის შესახებ გახდა ცნობილი პატინსონმა საკუთარი ნივთები მოაგროვა და სახლი რომელშიც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა დატოვა.
საჯარო ბოდიშმა რომელიც სტიუარტმა პატინსონს მოუხადა არ გაჭრა რამდენიმე თვის განმავლობაში პატინსონს მასთან ურთიერთობა არ სურდა. "-ძალიან ვწუხვარ იმ ზიანსა და დისკომფორტზე, რომელიც საყვარელ ადამიანსა და გარშემომყოფებს მივაყენე. ამ შეცდომამ რომელიც იმპულსურად დავუშვი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი -ურთიერთობა ადამიანთან რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და პატივს ვცემ საფრთხის ქვეშ დააყენა. მიყვარს რობი და ძალიან ვწუხვარ!" ციტირებდნენ ტაბლოიდები ჰოლივუდის ვარსკვლავის ემიციურ ბოდიშს.
|