-აქამდე რატომ არ მითხარი?!
-და შენ რატომ არასდროს ლაპარაკობ შენს ძმაზე?
-მე ის მაინც გითხარი რომ მყავდა!-გავიცინე.
-კარგი მაშინ მოკლედ გეტყვი,რომ მე და ტაილორი უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ! სხვა არანაირი კავშირი აქ გვაქვს!შენი ძმა?!
-ჩემი ძმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწვლობს და ამიტომაც არ არის ახლა აქ…თუმცა სიმართლე გითხრა არც კი ვიცი როგორ მოხვდა იქ!-გავიცინე-სარა კეიტი ასე რატომ ვერ იტანს ტაილორს?-უეცრად გამიჩნდა კიტხვა.
-ტაილორი და კეიტი ადრე ერთმანეთს ხვდებოდნენ…მაგრამ ტაილორი მას თითქმის ყურადღებას არ აქცევდა! მერე იჩხუბეს და კეიტი დღემდე ვერ იტანს მას ან ისევ უყვარს!
-გაჩუმდი მოდის!
-წავედით?
-წავედით!-ერთდროულად ვუპასუხეთ მე და სარამ.
გათიშული მივყვებოდი მათ, რაღაც ადგილის გავლის შემდეგ თანდათანობით ვამჩნევდი,რომ ყველა კედელი გრაფიტებით იყო მოხატული და ირგვლივ ყველა ცეკვავდა.
-მოგწონს?-მკითხა სარამ.
-აქ როგორ მოხვდი?
-ყველა ის ადამიანი რომელიც ცეკვავს და თავისი საქმე უყვარს ყოველთვის პოულობს საკუთარ ადგის! აქ კი ჩემი ადგილია!-გაიცინა.
-საინტერესოა სად არის ჩემი აგილი…-ჩავიცინე.
-სკოლაში!-მკაცრად მითხრა კეიტმა-ამას არ აყვე! ცეკვის გამო არის საზაფხულო სკოლაში რომ დადის უკვე მესამე წელია!-სარას გახედა და წარბი აუწია.
-კარგი რა კეიტ!არ გინდა გვაჩვენო რა შეგიძლია?!-ინტერესიტ ვკითხე.
პასუხი არ გაუცია,უცებ ვიღაცეებთან მივიდა და მალევე ისეთი ამბავი დაატრიალეს რომლის ცეკვისთვის მეყურებინა აღარ ვიცოდი.
როცა კეიტს გავხედე მივხვდი რომ მაინცდამაინც არ მოწონდა.
-დავიჯერო არ მოგწონს?
-რათქმაუნდა მომწონს!-შეეტყო რომ იტყუებოდა.
-მათ რომ ვუყურებ მეც მინდება ცეკვა!
-არც იფიქრო!ისე რომ იცოდე შესაძლებელია აქ რამდენიმე წუტში პოლიცია მოვიდეს და ყველა აქ მყოფი ადამაინი მათ შორის ჩვენს დაგვაპატიმრონ!
-ვიცი…და მე ეს მომწონს!
-რა მოგწონს?!
-კეიტ ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი!
-მე?!
-ეცადე ყველაფერში კარგი ეძებო!
-სამწუხაროდ მე არ ვარ ისეთი მეოცნებე როგორიც შენ! სამწუხაროდ მე არ მაქვს ისეთივე წარმოსახვის უნარი როგორ შენ!
-მაპატიე ამაში ვერ შემოგედავები და შენი თავის დაფასებაში ვერ დაგეხმარები!
-მოდი ნუ ვიჩხუბებთ!
გავუღიმე და მოცეკვავეებს მივუბრუნდი.
-მოგეწონა?-მალვე მოვიდა ჩვენთან სარა.
-ძალიან! ეს ნამდვილად შენი ადგილია!-გამეცინა.
ამის შემდეგ რამოდენიმე ღამის კლუბში ვიყავით,კეიტი ადრე დაბრუნდა სახლში მაგრამ მე და სარამ მთელი ღამე იქ გავატარეთ სახლში აღარ დავბრუნებულვარ სარასთან დავრჩი.
დილით გაიღვიძე თუ არა შიმშლი ვიგრძენი და სამზარეულოში ჩავედი.
უკვე მზა საჭმელი შევჭამე და ამასობაში სარამაც გაიღვიძა.
-მადლობა რომ დამელოდე!-გაიცინა.
-მაპატიე მაგრამ ძალიან მშიოდა!
-დღეს რას აპირებ?
-სახლში ვიქნები…ცოტას ვიმეცადინებ…მერე ფრანკს გავაწვალებ და ამასობაში გავა დღეც!-გავიცინე.
-მოდი საღამოს ჩემთან გამოდი და მანამდე რაც გინდა ის გააკეთე კარგი?
-კარგი!
სახლში მალე დავბრუნდი,ფრანკი როგორც ყოველთვის ან მუშაობდა ან გაზეთებს კითხულობდა ამ ჯერად გაზეთის კითხვაში გართულმა ფრანკმა ვერც კი შეამჩნია რომ სახლში დავბრუნდი.
-გამარჯობა!-გვერდით მოვუჯექი.
-გამარჯობა!
-დედას არ დაურეკია?
-დრეკა…და შესაძლებელია ისიც ჩამოვიდეს ნიუ-იორკში!
-აქ?!
-თუ ჩვენ ახლა ნიუ-იორკში ვართ მაშინ სწორედაც რომ აქ!
-თუ შენ ყველა ქალს ასე ელაპარაკები,მაშინ გასაგებია რატომ არ გყავს ოჯახი!
-დაანებე ჩემს ოჯახს თავი!
-ისედაც აქ გყავს!