#About ნიუ-იორკი (New York, Ny), შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა იორკის ჰერცოგის მიხედვით, რომელმაც ეს ტერიტორია (ახალი ჰოლანდია) მიიღო თავისი ძმის ჩარლზ II-საგან.
#People
2006 წლისთვის ნიუ-იორკი მოსახლეობის რაოდენობით მესამე შტატი იყო კალიფორნიისა და ტეხასის შემდეგ. მისი მოსახლეობა შეადგენდა 19.306.183 ადამიანს, რაც 1,7%-ით მეტია 2000 წლის მაჩვენებელზე; ის მოიცავს ბუნებრივ ნამატს ბოლო ცენზის შემდეგ 601.779 ადამიანით (1.576.125 დაბ. მინუს 974.346 გარდ.) და კლებას შტატიდან მიგრაციის გამო 422.481 ადამიანით.იმიგრაციამ ქვეყნის გარედან მოიმატა 820.388 ადამიანით, ხოლო მიგრაციამ ქვეყნის შიგნით შეადგინა დანაკარგი 800.213 ადამიანით.
ნიუ-იორკი ნელა მზარდი შტატია სხვა შტატებში ემიგრაციის მაღალი დონით, განსაკუთრებით ფლორიდასა და არიზონაში. თუმცა ნიუ-იორკი წამყვანი ადგილია საერთაშორისო იმიგრაციისთვის. ქალაქ ნიუ-იორკს და მის ექვს საგარეუბნო საგრაფოს (ქაუნტი) ერთობლივად ჰყავს 12.626.200 ადამიანი, შტატის მოსახლეობის 65,67%.
ძირითადი ინფორმაცია
ფართობი — 122 ათასი
მოსახლეობა — 19,300 ათასი (თეთრი 71 %, აფროამერიკელი 14 %, აზიელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 11,2 %).
ქალაქის მოსახლეობა — 84,6 %.
ქალაქები — ალბანი (დედაქალაქი), 103 ათასი, ნიუ-იორკი, 8.108 ათასი, ბუფალო, 310 ათასი, როჩესტერი, 221 ათასი