მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 12 » new year news<3
5:12 PM
new year news<3
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის სკოლაში მასწავლებელმა 8-9-წლის მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობისას მოულოდნელად განუცხადა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მასწავლებელმა პატარებს უთხრა, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, როდესაც სანტას წერილებს უგზავნიან, ხოლო საჩუქრები, რომელიც შობას ლოგინში ხვდებათ, მშობლების ნაყიდია. 

მასწავლებლის გულწრფელობამ მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა, პატარებმა ინერვიულეს. ყველაზე მეტად მშობლები განაწყენდნენ, ისინი მასწავლებლისგან საჯარო ბოდიშს მოითხოვენ. 

მათი თქმით, პატარებს სკოლასთან და ახალ გარემოსთან შეგუება ისედაც უჭირთ და ამ ინფორმაციით შესაძლოა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაც გაუჩნდეთ. სკოლის დირექტორმა მშობლების დამშვიდება სცადა და განაცხადა, რომ "მასწავლებელმა შეცდომა დაუშვა და საკუთარ საქციელს ნანობს". 
____________________________________
ბრიტანეთში საშობაოდ ემზადებიან 
ინგლისის საგრაფო უილტშირში მცხოვრებმა 28 წლის ალექს გუდჰინდმა სახლის ეზო საახალწლო დეკორაციით მორთო. მან დეკორაციისთვის 180 000 ნათურა, 18 სხვადასხვა ზომის პლასტიკური სათამაშო და ფიგურები გამოიყენა. 
ალექსი ეზოს ყოველ წელს რთავს. ამ დეკორაციის ერთი თვის დენის გადასახადი 1000 გირვანქა სტერლინგია. 
_______________________________
ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხე 
რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხე გაანათეს. წყალზე მოტივტივე საახალწლო ნაძვის ხის სიმაღლე 85 მეტრია და ის 542 ტონას იწონის. 

ნაძვის ხის განათება რიო დე ჟანეიროში საახალწლო სეზონის ოფიციალურად გახსნის სიმბოლოა. 

ღონისძიებაზე დასასწრებად როდრიგო დე ფრეიტასის ლაგუნაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ნაძვის ხის განათებას 6-წუთიანი ფეიერვერკი მოყვა. ახალი წლის მთავარი სიმბოლო 3.1 მლნ ფერადი ნათურითაა გაფორმებული. 

-Gabby-
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 723 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-12-12 Spam
-AnaMaria - Nini♥, madlobaa : )))