მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » New Year Foods
2:27 PM
New Year Foods
New Year
როგორ გავაკეთოთ ახალი

წლისთვის საჭირო საჭმელი.



გოზინაყი :

გოზინაყი მზადდება ნიგვზითა და მოდუღებული თაფლით. ის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ საახალწლოდ ამზადებენ. შეგიძლიათ ნიგვზის ნაცვლად ნუში გამოიყენოთ
ინგრედიენტები (50-60 ნაჭერი)
თაფლი – 600 გ
ნიგოზი – 1 კგ
შაქარი – 1-2 სადილის კოვზი


საჭირო ჭურჭელი

თუჯის ქვაბი
დანა
თასი
სამზარეულოს დაფა
ხის კოვზი
ცომის საგლინველა


მოხალული ნიგოზი

გოზინაყი მზადდება არომატული თაფლისა და მაღალი ხარისხის, ღია ფერის ნიგვზისაგან. სანამ ნიგოზს დაჭრით, შეგიძლიათ მსუბუქად მოხალოთ და კანი გააცალოთ. 

მომზადება

1. მოამზადეთ ინგრედიენტები: თაფლი, შაქარი და ნიგოზი.

2. ნიგოზი თხლად დაჭერით.

3. თაფლი ქვაბში ჩაასხით.

4. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და თაფლი წამოადუღეთ.

5. თაფლს ხის კოვზით ურიეთ. 

6. როცა აქაფდება, ცეცხლიდან გადმოდგით, შეაგრილეთ და ისევ გაზქურაზე დააბრუნეთ.

7. ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ, რომ თაფლი კარგად შესქელდეს. ბოლოს შაქარი დაუმატეთ.

8. თაფლი კიდევ ერთხელ, შემდეგ ნიგოზი ჩაყარეთ და გამუდმებით ურიეთ.

9. 3-4 წუთის შემდეგ, როდესაც ნოგოზი ფერს შეიცვლის, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.


10. მომზადებული ნიგვზიან-თაფლიანი მასა მაშინვე გადაიტანეთ ხის სველ დაფაზე. 

11. გოზინაყი სველი კოვზით ან ხელით თანაბრად გადაანაწილეთ დაფაზე.

12. გოზინაყს გვერდები შეუსწორეთ და სველი დანით ცხელივე დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.

13. გოზინაყის ნაჭრები თეფშზე დააწყვეთ და ისე მიიტანეთ სუფრასთან.


საცივი :

საშუალო ზომის ინდაური მოვხარშოთ (სასურველია დედალი. მამალ ინდაურს ხორცი მეტი, მაგრამ უხეში აქვს). ხარშვის პროცსში ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ! მერე შიგნიდან და გარედან ბლომად მარილი მოვაყაროთ, ნაჭრებად დავჭრათ, ტაფაზე დავაწყოთ, სულ ცოტა საკუთარივე ნახარში მოვასხათ და ჰაერღუმელში გემრიელად დავბრაწოთ.

ინდაურის ნახარში ბულიონი შევაგრილოთ და თავზე ცხიმის აპკს რომ გაიკეთებს მოვხადოთ და ტაფაზე დავასხათ და ამ ცხიმში მოვთუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი 4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი. 1 კგ ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ჭიქანახევარი უცხო სუნელის, ხმელი ქინძისა და ზაფრანას ნარევი, 8-9 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით (მე არ მიყვარს, მაგრამ ზოგი ერთ მწიკვ დაფქულ მიხაკსა და 1 ჩ/კ დარიჩინსაც უმატებს). ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ მოთუშული ხახვი და გავხსნათ ბულიონის ერთ მესამედში. სქელი ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს. მერე დანარჩენი ბულიონიც დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნიგვზის მოხარშვამდე. ნიგოზი რომ ჩაიხარშება, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ საცივში, თან სწრაფად მოვურიოთ. ცეცხლი გამოვრთოთ. საცივი მზადაა. დიდ ქვაბში ჩავალაგოთ დაბრაწული ინდაურის ხორცი და დავასხათ წვენი. საცივს რაც მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.


გოჭი :

კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. ძალიან წმინდად დავნაყოთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი. ეს ყველაფერი გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში და გოჭს წავუსვათ როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ამ ნაერთის მაგიერ, შეწვის დროს შეიძლება ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო ან წყალი. გოჭი შეიძლება შეიწვას როგორც ღუმელში, ასევე ნაკვერჩხალზე, შამფურზე წამოცმული.


იმედია მოგეწონათ ნიუსი
გილოცავთ ახალ 2013 წელს
ეს არის 3 მთავარი საჭმელი რომელიც უნდა იყოს სუფრაზე
დაწერეთ კიდევ რისი რეცეპტი გაინტერესებთ და აუცილებლად დავდებ
კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 1016 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
2012-12-31 Spam
Mzadaa chemtan ukve sachmelii ;dd Kai siaxleaaa