მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 18 » New Story On iFun ♕
7:06 PM
New Story On iFun ♕

ეს კონკურსი უკვე კარგა ხანია ტარდება და საკმაოდ წარმატებითაც. ჩემი აზრით, ამ კონკურსს თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკეთესო, რადგან არავინ არ იცის ავტორთა ვინაობა და შესაბამისად ნაცნობობით ხმის მიცემაც არ ხდება... და რაც მთავარია აქ გამარჯვებულს ირჩევთ თქვენ და ამიტომ აქ გამარჯვებული მოთხრობებს აუცილებლად ექნებათ მაღალი რეიტინგი და ბევრი კომენტარები ))
კონკურსის წესები ძალიან მარტივია. მე წარმოგინგენთ შინაარსებს, რომელებიც 2 ჯგუფად იქნებიან გაყოფილები. თქვენ კი გამოკითხვის საშუალებით ხმას მისცემთ თქვენს რჩეულს. პლიუს ამას დამატებითი მე დავასახელებ ერთ ჩემს რჩეულს, ანუ ერთ მოთხრობას მივცემ შანსს. მოკლედ, ამ კონკურსის დამთავრების შემდეგ საიტზე 3 ახალი მოთხრობა გვექნება...
ეს მოკლედ კონკურსის შესახებ. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ შინაარსების გამოგზავნა. სულ მალე კი მე გამოვაქვეყნებ შინაარსებს და კონკურსსაც დავიწყებთ ))
აბა წარმატებები <3
P.S როცა მომწერთ აუცილებლად მიუთითეთ ჟანრი

წინა კონკურსში ერთმა ავტორმა მიიღო მონაწილეობა(ნიკი არ მახსოვს) ამიტომ ქვემოთ დავდებ მისი მოთხრობის შინაარს და ვთხოვ რომ პირადში მომწეროს... საქმე მაქ!!!!
შინაარსი: ედი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მფლობელია კალიფორნიაში. ერთხელაც მას მეტად უჩვეულო ახირება გაუნდება.. მას ცოლი უნდა! მაგრამ როგორ მოძებნოს ის ? სწორი შენიშვნაა. თუმცა მას იდეები არ დაელევა. აქცია: 18-დან 20წლამდე გოგონების საყურადღებოდ! სავაჭრო ქსელი "add" გთავაზობთ აქციას. თუ თქვენ საცვლების ამარა მოხვალთ ჩვენთან უფასოდ მიიღებთ სამოსს. გელით!! ერთმა გოგონამ სურვილი წააგო და ახლა იძულებულია მიიღოს მონაწილეობა აქციაში. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას მოთხრობიდან გაიგებთ

ჩემი აზრით, ძალან დაძაბული "ბრძოლა" გველის... ძალიან გთხოვთ ყურადღებით აარჩიეთ თქვენი რჩეული და ხმა მიეცით არა მეგობრობით არამედ ხარისხით. რადგან ამჯერად ისეთი ავტორები იღებენ მონაწილეობას, რომ რომ ვერ გაიმარჯვონ გული დაგწყდებათ... ამიტომ გიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყურადღებით აარჩიეთ თქვენი რჩეული
P.S ამა იმიტომ ვამბობ, რომ ამჯერად მე არ ვასახელებ მე-3 მოთხრობას, ანუ ამჯერად დაიწყება მხოლოდ 2 მოთხრობა
(მიზეზებს მოგვიანებით შეგატყობინებთ)
აბა ყველას წარმატებებიი ))

Team 1

მოთხრობა #1
ჟანრი: მელოდრამა, სასიყვარულო, კომედია
შინაარსი: დღეს ოცდამეერთე საუკუნეში ე.წ. ელიტის წარმომადგენლები,უკეთ რომ ვთქვათ ნაღები საზოგადოებამ გადაწყვიტა ბოლომდე დაიკმაყოფილოს თავისი მოთხროვნილებები.. ახალგაზრდა ელიტის წარმომადგენლები..კოლეჯი თუ საზაფხულო ბანაკი.. გართობა,მხიარულება და წვეულებები.. აი რა აინტერესებთ მათ წარმომადგენლებს..მათთვის მთავარი მხოლოდ სიამოვნების მიღებაა,მანამ სანამ ცოცხლები არიან.. ისინი თავიანთი თავის გარდა არ ცნობენ ხალხს და ცხოვრობენ "არაფრისთვის" თუმცა არიან ისეი სულელებიც რომლებიც ზუსტად ამ არაფერზე ოცნებობენ.. და მაინც მათი ცხოვრება რაღაც მხრივ მაინც მიმზიდველია.. როცა გრძნობ რომ სამყარო შენ გარშემო ტრიალებს,როცა ხვდები რომ გბაძავ,ცდილობენ შენნაირად გამოიყურებოდნენ და შენნაირი ვარცხნილობა ჰქონდეთ.. ვის არ აცდუნებდა ეს ყველაფერი? ალბათ გულგრილს არავის დატოვებდა..ყველას ენდომებოდა თუნდაც ერთი დღით ელიტაში თავი ისე ეგრძნო როგორც საკუთარ სახლში.. თუმცა ამ ცხოვრებით ცხოვრება არც ისე ადვილია,რადგან როცა იქ ცხოვრობ სადაც არ შეგიძლია იყო ბოლომდე თავისუფალი,თავს გრძნობ ისე როგორც გალიაში გამოკეტილი.. და მაინ სიმართლე რომ ვთქვათ ხანდახან მეც მინდა ვიცხოვრო მათი ცხოვრებით.. როცა სამყარო შენ გარშენო ტრიალებს..და როცა ყველა შენ ფეხქვეშ ეგება..თუმცა აქაც არსებობს ზღვარი და არ უნდა დაივიწყო თორემ გადაიჩეხები...


მოთხრობა #2
ჟანრი: სასიყვარულო 
შინაარსი: გიო ერთ-ერთი სკოლის მეთორმეტე კლასელია.საკამოდ შეძლებული ოჯახის შვილი,დიდგავლენა აქვს სკოლაში.ყველასათვის სასურველი ძმკაცია.მას უყვარს იმავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე,სახელად ნინი.გოგონას მშობლებს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში,აქედან გამომდინარე ნინი ზოგადად ჩაკეტილია,თუმცა ყავს დაქალი,რომელსაც ყოველთვის ყველაფერს ეუბნება.გიო სხვადასხვა ხერხებით ცდილობს გოგონას გულის მოპოვებას,თუმცა ნინი სიყვარულისთვის საკმაოდ პატარაა.მერე რა?ალბათ, პატარებსაც შეუძლიათ სიყვარული.ბოლოს,როგორც იქნა მიაგნებს ერთადერთ ხერხს,რომლითაც თავს მოაწონებს.გოგოებს ხომ გრძნობებზე საუბარი უყვართ.. ამის შემდეგ ნინი სხვანაირად დაიწყებს სამყაროს აღქმას.გიოც უყურებს გოგონას ზრდას,დაბრკოლელების მიუხედევად მაინც არ იხევს უკან და ნინის მთლიანად იმორჩილებს,ამავე დროს ანებივრებს და ყველაფერს საუკეთესოს აძლევს.მაგრამ..


მოთხრობა #3
ჟანრი: მელოდრამა
შინაარსი: 19 წლის ახალგაზრდა სტუდენტი როუზი განათლებული და ჭკვიანი გოგონაა,მას ყავს 3 საუკეთესო მეგობარი,როუზის უნდა,რომ ცნობილი მოცეკვავე გახდეს,მას ასევე ყავს შეყვარებული,მაგრამ ყველაფერი იცვლება,როცა წვეულებაზე ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ჰარის შეხვდება...


მოთხრობა #4
ჟანრი: სასიყვარულო, საყმაწვილო, კომედია
შინაარსი: ბლერი მდიდარი გოგონა ნიუ ორკიდან რომელსაც თავი სამყაროს ცენტრი გონია, ერთ დღეს სკოლაში ახალ გადმოსულ ბიჭს გაიცნობს, რომელიც მის სილამაზეს ყურადღებას არ მიაქცევს ამის გამო ის მის დაქალებთან იტყვის: "თუ მას მე ერთკვირაში თავს ვერ შევაყვარებ სკოლაში ყველაზე მაგარი გოგონას ადგილიდან ყველაზე სასაცილოზე ჩამოვალ" მისი დაქალები კი ამ შემოთავაზებას სიამოვნებით იღებენ, გოგონას კი ეს ბიჭთან არ გამოუვა.


მოთხრობა #5
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, მელოდრამა
შინაარსი: ხანდახან ადამიანს იმაზე დიდი პრობლემა ექმნება ვიდრე ის სიტყვებიტ გადმოგვცემს, როცა თვლი რომ საკუთარი თავის გარდა არავინ გყავს და საზოგადოება გრიყავს, ამ პრობლემას შეუძლია დაღი დაგასვას, ხვრელი გააჩინოს და ცხოვრება მოგისწრაფოს. ელეონორა სმიტი ახალგაზრდა ქალია რომელსაც ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოიწყო თუმცა მან საკუთარი ჯვარი ვერ ატარა, ახალგაზრდა ქალი გადაწყვეტს ქრისტიანულ რელიგიას გამოეყოს და მთლიანად ახალი რელიგია ჩამოაყალიბოს რადგან თვლის რომ უფალმა ის გარიყა, ის დაარსებს ახალ სექტას რომელშიც უამრავი ადამიანი გაწევრიანდება, სწორედ აქედან იწყება მისი ნამდვილი ტრაგიკული ისტორია და ამბავი საიდანაც ის თავის ახალ თავს შეიცნობს.


მოთხრობა #6
ჟანრი: დრამა, სასიყვარულო
შინაარსი: 20 წლის მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო ავტოკატასტროფაში ხვდება, უგონო მდგომარეობაში მყოფი დიდი ხანია სიკვდილს ებრძვის, თუმცა გამომჯობინება არ ეტყობა, მის ირგვლივ თავს ყველა მისი ძველი თუ ახალი მეგობარი იყრის: სელენა, მაილი, ნიკი, კევინი, დანიელა... სიკვდილის პირას მყოფს არც მისი ყოფილი შეყვარებულები ვილმერი და ჯო ტოვებენ, თუმცა დემის გამოღვიძების შემდეგ ყველასათვის მოულოდნელი სიტუაცია იქმნება, რის გამოყენებასაც ყველა თავისებურად ცდილობს, დემის თავიდან მოუწევს გაერკვეს თავის გრძნობებში, აღმოაჩინოს ნამდვილი მეგობრები ახლადგამოჩენილთა შორის. სიუჟეტის განვითარებისას გამჟღავნდება ბევრი საიდუმლო, რომლების ჭორის სახით შეიძლება გვსმენია კიდეც, რაც მთავარია შანსი გვექნება თვალი ვადევნოთ არაჩვეულებრივი წყვილის სასიყვარულო თავგადასავლის გაგრძელებას.


მოთხრობა #7
ჟანრი: კომედია, რომანტიკა, სათავგადასავლო
შინაარსი: -ლიზი ანუ მე ვარ გოგონა რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი მამა პრეზიდენტია და შვედეთში არის. გოგონას მამამ დიდი სახლი უყიდა სადაც ცხოვრობს. ლიზას დედა გარდაეცვალა, მაქამდე იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ახლა კი შეიცვალა, რასაც უნდა იმას აკეთებს. სვამს, დადის სკეიდით. მამას გოგონა ძალიან მოწესრიგებული ჰგონია თუმცა ეს ყველაფერი ხომ მოჩვენებითია. მოთხრობაში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ლიზას ჰყავს მეგობარი სანდრო რომელიც მასზე დარდობს. გოგონა შეხვდება ერთ ადამიანს რომელსაც მის რეალურ ,,მე''-ს ჰგავს ... აქვე ჩნდება ბევრი პრობლემა, ლიზას არეულ ცხოვრებას ახალი თანამგზავრი გამოუჩნდება მისი და რომელსაც უნდა მოუაროს და რომელზეც აქამდე არაფერი იცოდა.


მოთხრობა #8
ჟანრი: დრამა, რომანტიკა
შინაარსი: რა ჯობია ერთ წლიანი დამგლელი სწავლების შემდეგ დასვენებას და ზაფხულის მშვენიერი დღეებით დატკბობას? სეზონი,რომელიც ყველას უყვარს.. და რომელსაც ყველა სულმოუთქმენლად ელოდება : გართობა,დროს ტარება, პიკნიკები,"ცეცხლიანი" საღამოები,ზღვა,სასიყვარულო ისტორიები,რომლებიც შეიძლება ხანმოკლეა ,მაგრამ დაუვუწყარი... თითეული წუთი თუ წამი დასამახსოვრებელი... კარგი მოგონებები... აი,რატომ უყვარს ყველას ზაფხული! მაგრამ გამონაკლისებიც,ხომ არსებობს?! ერთი ჩვეულებრივი ზაფხული.. არა, თუმცა არც ისე ჩვეულებრივი.. სევდა ნარევი ზაფხული..ერთი შეხედვით დაუვიწყარი არდადეგები საუკეთესო მეგობართან ერთად ამერიკულ ბანაკში(რომელიც სავსეა ნიჭიერი 15-დან 18 წლამდე ბავშვებით) გართობა;მხიარულება;მეგობრობა .. - ამ ყველაფერს ერთად აქვ თავი მოყრილი...მაგრამ გატაცება?! თუ.. სიყვარული?! ნინას თქმით, მას "ის" ერთი დანახვით შეუყვარდა.. მაგრამ გჯერათ კი ერთი ნახვით სიყვარულის ?! არა...? არც მე.. იქნებ ეს "ის" არ არის ვისაც ის ეძებს?! იმდეგაცრუება.. დამალული გრძნობები და ორივეს დიდი შეცდომა... რას უმზადებს "არც ისე ჩვეულებრივი" ზაფხული ჩვენს გმირებს?!




Team 2

მოთხრობა #1
ჟანრი: კომედია, დრამა, ფანტასტიკა
შინაარსი: დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ხალხი მიხვდა, რომ დედამიწაზე რაღაც ცვლილება იყო საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ მათ ბევრი რამ მოიფიქრეს. აშენებდნენ ღირსშესანიშანობების კლონებს. მაგალითად ეიფელის კოშკის, თავისუფლების ქანდაკების და სხვა. რათქმაუნდა დედამიწაზე ბევრი შურიანი ადამიანია და გადაწყვიტეს მშენებლობები შეეჩერებინათ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მათ მოიგონეს რობოტები ადამიანის სხეულში. რობოტების ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. რობოტები მშენებლობებზე მიყავდათ და აშენების მაგივრად ხელს უშლიდნენ და ყველაფერს ანგრევდნენ. რამდენჯერმე ამოიცნეს კიდევაც და გაანადგურეს, ამით გაბრაზებული რობოტები ხალხზე შურისძიებას გეგმავენ. უმოწყალოდ ხოცავენ ყველას. ხალხი დაღონებული იყო. თუ არ შეაჩერებდნენ მათ მთელ დედამიწას დაისაკუთრებდნენ. გავიდა დრო, რობოტებს თითქოს მობეზრდათ უმოწყალოდ ხოცვა და მთელ დედამიწაზე გაიფანტნენ. ნახევარი დედამიწა რობოტებმა მოიცვა. გახდნენ კეთილი რობოტებიც რომლებიც ხალხს ხოცვის მაგივრად ეხმარებოდნენ. რობოტებს ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებდათ და ხალხს ჩაუდგეს ტაიმერები, რომლებიც აჩვენებენ, რამდენი ხანი დარჩა თითოეულ ადამიანს სიკვდილამდე. როცა ადამიანი სიკვდილთან ახლოსაა, ტაიმერი იწყებს ციმციმს და ყვირილს... ქალაქში სიწყნარე იდგა. თითქოს ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ხალხი წყნარად იყო. მხოლოდ ხანდახან თუ გამოჩნდებოდნენ რობოტები და ისევ არეულობას აწყობდნენ. სიტუაცია ლოს ანჯელესის ერთ ჩვეულებრივ კოლეჯში მიმდინარეობს. ისტორიის 'მთავარი გმირები' დეიმონი და სტეფანი, თითქოს უბრალო, და მოსიყვარულე ძმები არიან მაგრამ მათ არ იციან, რა თავგადასავალი გადახდებათ მათ... ერთ ჩვეულებრივ დღეს კოლეჯში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. ელენა- ერთ ერთი მთავარი გმირია. მან არ იცის თუ რა გასაჭირი გადახდება. ჯერჯერობით არავის იცნობს ლოს ანჯელესში. ტაიმერიც ახალი გაკეთებული აქვს....


მოთხრობა #2
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, მელოდრამა
შინაარსი: .....და აი დადგა 22–ე საუკუნე.საუკუნე,რომელშიც ამოუცნობი აღარაფერია.მეცნიერებმა შეძლეს და თითქმის ყველა საიდუმლო ამოხსნეს.ადამიანისთვის გასაკვირი და გასაოცარი უკვ აღარაფერი ხდება.. სწორედ ამ საუკუნის დასალიერს,მეცნიერებმა დაარღვიეს ბუნების უდიდესი კანონი და ადამიანების შექმნა თავად დაიწყეს. გავლენიანი ხალხი,მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვეთავდა თავისი შვილებისა თუ შვილიშვილების კლონების შექმნას. კლონები,მათი ოჯახის დაცვისათვის იქმნებოდა. თუ ამ მდიადრი ხალხის,რომელიმე ოჯახის წერვს რაიმე დაუშავდებოდა,საშიში არაფერი იყო,რადგან თითოეულის სახელზე შექმნილი იყო კლონი,რომელიც მზად იყო, ნებისმიერ დროს დახმარებოდა "თავის ორიგინალს" ეს ინფორმოაცია გასაიდუმლოებული იყო,კლონებს კი ამერიკის ერთ–ერთ შტატში,ძალიან დიდ შენობაში მალავდნენ... ასეთი ერთ–ერთი გავლენიანი ოჯახის წევრია აგნესა,რომელსაც კლონების არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს...სანამ ერთ დღესაც ის არ გაიცნობს ერთ–ერთ კლონს,რომელიც დროებით გამოუშვეს და არ დაუმოგობრდება მას. კლონის და ადამიანის მეგობრობაც შესაძლებელია...საქმე იქამდე მივა,რომ აგნესას მეგობარი კლონი, შეთავაზებს წაყვეს მას "კლონთა კოლინიაში" და მათ ცხოვრებას გაეცნოს... რას მოიმოქმედებს აგნესა,როგორ შეეცდება კლონების "ციხიდან" გათავისუფლებას, შესძლებელია თუ არა მათი მეგობრობა ამას უკვე მოთხრობიდან შეიტყობით ))


მოთხრობა #3
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო
შინაარსი: მოთხორბაში მოქმედება ვითარდება ძველ საფრანგეთში,მეფის კარზე.. 18წლის ალექსს საფრანგეთში,სამოქალაქო ომის შედეგად ყველა ნათესავს დაუხოცავენ და 13წლის ძმასთან ერთად სრულიად მარტო დარჩება.. გოგონა შურის საძიებლად მეფის კარზე დაიწყებს მუშაობს და მშობლების საფლაზვე დაიფიცებს რომ მათი სიკვდილის გამო ის შურს იძიებს... თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის,მაგრამ უეცრად მეფის ვაჟიშვილი მოკვდება,რომლის სიკვდილსაცც ალექსს მიაწერენ.. ალექსს დახვრეტას უპირიბენ.. სწორედ ამ დროს ალექსის ცხოვრებაში გამოჩნდება ჩაკი,რომელიც ალექსს მთლიანად შეცვლის.. ეს მოთხრობა გულგრილს არავის დატოვებს..! პრველი სიყვარული,პირველი იმედგაცრუება.. დანარჩენი მოთხრობაში!


მოთხრობა #4
ჟანრი: სათავგადასავლო
შინაარსი: ნინა ისეთ ოჯახში გაიზარდა,სადაც სულ ბნელი და შავი საქმეები ტრიალებდა,ამ საქმემ ის რათქმაუნდა ჩაითრია ნინა და ბოლოს ციხეში მოხვდა,ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის მარტოდ-მარტო დარჩა სამსახურის მოძებნა ძალიან არ გაჭირვებია მაგრამ მისი უფროსები,ეს ნამდვილი კოშმარი იყო ისინი ამწარებდნენ და ამცირებდნენ მას, მაგრამ ნინა ძლიერი გოგონააის არ ნებდება თუმცა ამ დროს ეწვევა მას სიყვარული..იმედგაცრუება და დიდი ტკივილი ამას მოუტანს მხოლოდ ნინას სიყვარული?


მოთხრობა #5
ჟანრი: დეტექტივი
შინაარსი: ეშლი უოქერი არის 19 წლის ახალგაზრდა,რომელიც ჩიკაგოში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მშობლები მოუკლეს, ამიტომ გადაწყვიტა შური ეძია მათ მკვლელებზე. ახლა ის ჩიკაგოს საიდუმლო ორგანიზაციის თანამშრომელია. ამავდროულად, ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს: სწავლობს სკოლაში და ჰყავს მეგობრები,თუმცა ეს არც ისე ადვილია,რადგანაც მას უწევს თავისი უფროსის ყველა ბრძანების შესრულება, მისთვის ადამიანის მოკვლაც არ წარმოადგენს პრობლემას. ახალი თანაშემწის გამოჩენა მის ცხოვრებას შეცვლის...


მოთხრობა #6
ჟანრი: კომედია
შინაარსი: ლოს-ანჯელესი - თითქოს მოსაწყენი ქალაქი, როგორც ყველა. თითოეული დღე თითქოს უფრო და უფრო მოსაბეზრებელია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! მიზნად დაისახა და ეს მართლაც განახორციელა. დიახაც! იპოვა სამუშაო. სიტუაცია ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში ვითარდება. თითქოსდა უინტერესო მიზინებული ოფიდი. საბუთები და უხალისობა, მაგრამ ყველაფერი ერთი დღით იცვლება. ფართი ელენას დასახვედრად ყველაფერს შეცვლის. სასმელი, მუსიკა, ცეკვა, დილა - სად გაქრა ოფისი? ეს ვინაა? - მეორდება ერთი და იმავე ფრაზები. ერთი დღე ყველაფერს შეცვლის


მოთხრობა #7
ჟანრი: სასიყვარულო, სათავგადასავლო
შინაარსი: მოვლენები ნიუ-იორკში ვითარდება , იქ სადაც სიცოცხლე ჩქეფს . მაგრამ ამ ყველაფრით ტკბობა არ შეუძლია მარიას. ის მდიდარი გოგონაა რომელსაც არ აკლია არაფერი მატერიალური , მაგრამ აკლია ყველაზე მთავარი : თავისუფლება . ყავს მეგობრები , მაგრამ მათთან შეხვედრა მხოლოდ სახლში შეუძლია და არა სახლის გარეთ ! თუ სახლის ფარგლებს გაცდება მას დაცვა მიყვება ! მარიას გული ძალიან ტკვია მასაც უნდა იყოს ჩიტივით ლაღი და თავისუფალი . ერთხელ , როდესაც მისი მეგობრები კლუბში წასვლას დაგეგმავენ მარია გადაწყვიტავს გაიპაროს ღამე სახლიდან და წავიდეს კლუბში . ის ასეც იქცევა და ამას არც ნანობს , ამიტომ ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი ეძლევა . მაგრამ ყველაფერ კარგს ხომ ცხოვრებაში დასასრული ჭირდება . მარიას ამ გაპარვების შესახებ გაიგებენ მისი მშობლები და მას აგზავნიან ლონდონში სასწავლებელში .. რა მოხდება შემდეგ ? გააგრძელებს მარია სასწავლებლიდანაც გაპარვას კლუბში ? იქნებ ნამდვილ სიყვარულსაც შეხვდეს ? ყველაფერი წინასწარ არავინ არ იცის , ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები .<3


მოთხრობა #8
ჟანრი: ფანტასტიკა
შინაარსი: ურთიერთობა ვამპირთან, ადამიანი რომელიც გიყვარს, თუ უბრალოდ გემრიელი საკვები. ვამპირის და ჩვეულებრივი ადამიანის სიყვარულის თანამედროვე ისტორია. ლუსი დედასთან და დასთან ერთად ინგლისის ერთ–ერთ წყნარ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. მისი და 6 წლის, ძალიან ჭკვიანი გოგოა. მას შეუძლია დაინახოს მომავალი და ხილვებს ნახატების მეშვეობით გადმოსცემს.. სწორედ მის გამო იცვლიან ლუსი და მისი პატარა ოჯახი საცხოვრებელ ადგილს. ლუსი ადვილად ეგუება ახალ გარემოს, იჩენს ახალ საინტერესო, თანამედროვე მეგობრებს. მას ზედმეტი გამბედაობა შეახვედრებს ვამპირს, რომელიც ლუსის გაუმხელს საკუთარ ვინაობას. ვამპირთან ურთიერთობაში ის სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენს. მას ორივე სამყარო ძალიან მოსწონს და არცერთის დათმობას არ აპირებს. P.S. მოთხრობა არ დაემსგავსება twilight–ს!



სიმართე რომ ვთქვა ამ შედეგებს ნამდვილად არ ველოდი. პირადად ჩემი ფავორიტი Team 1-ში იყო #8 და Team 2-ში #2... მაგრამ მათ ორივეს არ გაუმარჯვებიათ... აი, ვერ წარმოიდგენთ გული როგორ დამწყდა. კი სხვებიც კარგები იყო მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით მომწონდა. შინაარსითაც და ავტორებიც საკმაოდ ტიტულოვნები ყავდათ. დარწმუნებული ვარ რომ ინანებდით მეორე მოთხორბის ავტორი რომ გაგეგოთ... მაგრამ მე არანაირი უფლება არ მაქვს რომ ეს გავახმაურო...
ახლა კი გამარჯვებულები... 
Team 1 - მოთხრობა #8 - ავტორი: TheSe♡Cute
Team 2 - მოთხრობა #5 - ავტორი: NMLL
როგორც უკვე გითხარით მე მე-3 გამარჯვებულს არ ვასახელებ. ეს კი გამოიწვია იმ აქციამ რაც მე მალე უნდა ჩავატარო. 
უფრო მეტ დეტალს მალე შეგატყობინებთ...

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 2185 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 621 2 3 ... 6 7 »
2013-05-19 Spam
❤Mariamo QueeN TVD❤, me shenii dawerilii motxrobaa ar momewonoss??
ghadaoobbb to?? ;dd hoo itsiii rogor rmomtsons shenii motxrobebiii ♥ tuu daiwyebb uewvelad wavikitxav1 <3 miyvarxar!