მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 16 » New Story On iFun ♕
7:29 PM
New Story On iFun ♕


ეს კონკურსი უკვე კარგა ხანია ტარდება და საკმაოდ წარმატებითაც. ჩემი აზრით, ამ კონკურსს თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკეთესო, რადგან არავინ არ იცის ავტორთა ვინაობა და შესაბამისად ნაცნობობით ხმის მიცემაც არ ხდება... და რაც მთავარია აქ გამარჯვებულს ირჩევთ თქვენ და ამიტომ აქ გამარჯვებული მოთხრობებს აუცილებლად ექნებათ მაღალი რეიტინგი და ბევრი კომენტარები ))
კონკურსის წესები ძალიან მარტივია. მე წარმოგინგენთ შინაარსებს, რომელებიც 2 ჯგუფად იქნებიან გაყოფილები. თქვენ კი გამოკითხვის საშუალებით ხმას მისცემთ თქვენს რჩეულს. პლიუს ამას დამატებითი მე დავასახელებ ერთ ჩემს რჩეულს, ანუ ერთ მოთხრობას მივცემ შანსს. მოკლედ, ამ კონკურსის დამთავრების შემდეგ საიტზე 3 ახალი მოთხრობა გვექნება...
ეს მოკლედ კონკურსის შესახებ. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ უკვე დღეიდან თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ შინაარსების გამოგზავნა. სულ მალე კი მე გამოვაქვეყნებ შინაარსებს და კონკურსსაც დავიწყებთ ))
აბა წარმატებები <3
P.S როცა მომწერთ აუცილებლად მიუთითეთ ჟანრი

Team 1

მოთხრობა #1
ჟანრი: დეტექტივი, სასიყვარულო
შინაარსი: ანა ფრანკი მდიდარი, ლამაზი, ჭკვიანი, თითქოსდა სრულყოფილი. ყავს და ძმა მეგობრები მშობლები ერთი შეხედვით ყველაფერი სრულყოფილი ჩანს მაგრამ ,არც თუ ისე... ანა ფრანკის ცხორებას, მის პოფესიას მის ცხოვრებას ერთი დიდი ტრაგედია შეცვლის ამას მოყვება სხვა არასასიამოვნო ამბები... ის წავა გაქრება დაიწყებს ახალ ცხოვრებას მაგარამ ამ ცხოვრებაშიც ხდება ისეთი რამ რაც ანას თავს აურევს მის სახიფათო სარისკო ექსტრუმალურ საქმიანობას ხელს უშლის მისი გრძნობები მისი გიჯური გრძნობები რომელიც ანას ცხოვრებაში დიდ ბედნიერებას და ცვლილებას შემოიტანს მაგარმ არა მხოლოდ ბედნიერებას.... მაგრამ წარსუიც არ ავიწყებს ანას თავს. მისი ცხვოვრება გიჯური რთული მაგრამ ნამდვილია...


მოთხრობა #2
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო
შინაარსი: მოთხრობა იქნება ქალზე რომელსაც არ ყავს არც ოჯახი და არც შორეული ნათესავები.იგი ერთ მიყრუებულ ადგილას ცხოვრობს.ერთ დღესაც ღმერთი მას შესანიშნავ საჩუქარს უბოძებს.ეს კი არა ერთი არამედ ორი გახლავს .გაინტერესებთ რა??ეს ხომ სიცოცხლის აზრი ორი ტყუპია.მთავარი პერსონაჟი კლარა ამ ორ პატარას საკუთარი შვილებივით გაზრდის....


მოთხრობა #3
ჟანრი: სასიყვარულო, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
შინაარსი: არის ერთი თინეიჯერი გოგონა, ლიზა, რომელსაც აქვს პრობლემები ოჯახთან. ამიტომ ის გადაწყვეტს რომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძოს. ის თავის ოჯახს მოშორდება და სრულიად მარტო რჩება, მანამ სანამ არ გამოჩნდება ერთი გოგონა, ელა რომელიც გახდება მისი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი, ხოლო როცა მას დახმარება დასჭირდება და მის ცხოვრებაში იწყება გაურკვევლობა, მას დაესიზმრება თავისი მეგობარი რომელიც წლების წინ გარდაიცვალა და ის დააყენებს სწორ გზაზე. რათქმაუნდა ამ პერიოდში მას ეწვევა სიყვარული, მაგრამ ამ დროს იგი დგება დიდი პრობლემების წინაშე, როცა უწევს ბრძოლა ეშმაკთან. ამ პატარა, თინეიჯერ გოგონას სურს რომ თავისი შეყვარებული ჩამოაშოროს ერთ-ერთ სექტას და მათ ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ...

მოთხრობა #4
ჟანრი: სასიყვარულო, კომედია
შინაარსი: ედი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მფლობელია კალიფორნიაში. ერთხელაც მას მეტად უჩვეულო ახირება გაუნდება.. მას ცოლი უნდა! მაგრამ როგორ მოძებნოს ის ? სწორი შენიშვნაა. თუმცა მას იდეები არ დაელევა. აქცია: 18-დან 20წლამდე გოგონების საყურადღებოდ! სავაჭრო ქსელი "add" გთავაზობთ აქციას. თუ თქვენ საცვლების ამარა მოხვალთ ჩვენთან უფასოდ მიიღებთ სამოსს. გელით!! ერთმა გოგონამ სურვილი წააგო და ახლა იძულებულია მიიღოს მონაწილეობა აქციაში. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას მოთხრობიდან გაიგებთ


მოთხრობა #5
ჟანრი: კომედია
შინაარსი: ერთ-ერთ ზაფხულს ეგრედწოდებული "ცუდი ბიჭები" გადაწყვიტავენ ზღვაზე წასვლას. მათ არაფერი აინტერესებთ გართობის გარდა. მათთვის გართობა სხვა რაღაცაა. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა-"რატომ ცუდი ბიჭები?" საქმეც სწორედ ამაშია. მათ უყვართ სხვების წვალება-განსაკუთრებით გოგოების. წესი ნომერი პირველი: არანაირი სიყვარული, წესი ნომერი მეორე:იფიქრე მხოლოდ გართობაზე, და წესი ნომერი მესამე:არანაირი დანდობა. "ბანდა"-ს ახალი წევრი შეემატება. თითქოს ყველაფერი კარგად გამოსდის მაგრამ დაარღვევს ერთ ერთ წესს. თუ მომცემთ გაგრძელების საშუალებას დამიჯერეთ არ ინანებთ:)

მოთხრობა #6
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, დრამა
შინაარსი: მომავალი... ყველასათვის იდუმალი და ამოუცნობი. ადამიანმა დაიპყრო კოსმოსი, შეძლო შეუძლებელი, მაგრამ მომავალი... მას ვერაფერი მოუხერხა... ის კვლავ ამოუცნობი, ბურუსში ჩაფლული დარჩა... რა არის თანამედროვე ადამიანის ოცნება? რა თქმა უნდა, მშვიდობა... ჩვენს დროში ყველა მასზე ოცნებობს, მაგრამ დღეს ქაოსი ცოცხლობს...რატომ? იქნებ რომ მოვინდომოდ მივაღწიოთ კიდეც მას? 
100 საუკუნის შემდეგ... ანუ მომავალში... ადამიანმა შეძლო და მიაღწია მშვიდობას. უკვე აღარავინ ომობს, აღარავინ ღვრის სისხლს... დადგა ხანა მშვიდობისა. მაგრამ რის ფასად? რა არის მომავლის ადამიანის ოცნება? გადარჩენა... უფლება სიცოცხლისა... აი, ამაზე ოცნებობენ ისინი... მომავალში ადამიანმა გააბრაზა ბუნება... ომი, სისხლის ღვრა, ახლა სტიქიურმა მოვლენებმა, ცეცხლმა შეცვალა... ბუნება ბრაზობს... დედამიწა განადგურების ზღვარზეა... მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია თუ გადარჩენისთვის არ იბრძოლა? 100 საუკუნის შემდეგ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი, დაიმორჩილა დრო... მან შექმნა დროის მანქანა... უკვე გამოჩნდა  იმედის შუქურა, შანსი შეცდომების გამოსწორებიასა, მომავლის შეცვლისა, წარსულში დაბრუნებისა... მაგრამ დრო რისი დროა, რომ დაიმონო, დაიმორჩილო... ის ყოველთვის გატკენს გულს, დაგიტოვებს იარას... უდროო დროს მოსული სიყვარული. ნამდვილი გრძნობა თუ ტყუილზე აგებული ურთიერთობა?... მსხვერტლი მომავლისთვის თუ დიდი სიყვარული?... ისტორია სიყვარულზე, რომელიც არ უშინდება საუკუნოვან სხვაობას და იბრძვის იმისათვის, რომ იარსებოს... ისტორია, რომელსაც ვერ დაივიწყებთ... ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს...


მოთხრობა #7
ჟანრი: მისტიკა, სათავგადასავლო
შინაარსი: ელენა გილბერტი 17 წლის გოგოა , რომელსაც მთელი ოჯახი ამოუხოცეს. ძმის სიკვდილის შემდეგ ის ვამპირად აქციეს , ელენას არაფერი არ ახსოვს მისი ადამიანობის შესახებ და ცდილობს გაარკვიოს , რაც დრო გადის მისი წარსული სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. მოთხრობა იქნება ყველაფერზე საერთოდ , მეგობრობა სიყვარული პრობლემები და ა.შ.




Team 2

მოთხრობა #1
ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა
შინაარსი: მძიმე და ტკივილით სავსე წარსულის მქონე ნინა ციხიდან გამოსვლის მერე ახალ ცხოვრებას იწყებს.. სხვა ქალაქი სხვა გარემო,სამუშაო რომელიც არც თუ ისე შეეფერება და 5 აუტანელი უფროსი რომელებიც ყველანაირად ცდილობენ ნინა გაამწარონ,ნინას თავისი სულიერი და ფიზიკური ჭრილობები თავს ახსენებს მაგრამ ამ ყველაფერს მისი სიყვარულიც ემატება,მან ხომ პირველად გაიგო და იგრძნო რას ნიშნავს სიყვარული მაგრამ მისი ცხოვრება ხომ იმედგაცრუებებით არის სავსე.. რა მოხდება ნინას ცხოვრებაში..


მოთხრობა #2
ჟანრი: დრამა, რომანტიული, კომედია
შინაარსი: – ანი ,,ანუ მე ერთი'' ჩვეულებრივი წარჩინებული მოსწავლეა რომელიც ძალიან მშ?ვიდად ცხოვრობს , თუმცა როცა გაიგებს რომ ლეიკემია აქვს იგი ძალიან იცვლება. ყველაფერი იცვლება , იგი ძალიან იცვლება ხდება ექსტრემის მოყვარული, გოგონას მთელი სკოლის ბიჭებს მოხიბლავს, ნიკასაც თუმცა ნიკა არაა ისეთი ლამაზი როგორიც უნდა იყოს, ამიტომ ნიკაც გადაწყვეტს რომ დაემსგავსოს სიმპათიურ ბიჭს. ანი მას ყურადღბას არ აქცევს იმიტომ რომ ანის გიო უყვარს სკოლის ,,ყველაზე ლამაზი '' ბიჭი , მაგრამ ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი... გადარჩბათუ არა ანი? შეიყვარებს თუ არა იგი ნიკას? :))


მოთხრობა #3
ჟანრი: სათავგადასავლო
შინაარსი: ერთ-ერთმა კომპანიამ ფულის მოსაპოვებლად სამყაროში გაავრცელა ვირუსი,რომლიც გამოც ქალები ვეღარ ორსულდებოდნენ,ამიტომ ადამიანებმა კლონები შექმნეს,მაგრამ კოლენბს არ გააჩნიათ გრძნობები,მათ არ შეუძლია ტირლი,სიყვარული და ა.შ .მხოლოდ ერთი ზონაა გამოყოფილი სადაც ადამიანები ცხოვრობენ,ამ ზონაში კი გასვლა ყველასთვის აკრძალურია,მაგრამ ყველაფერი იცვლება,როცა ერთ-ერთი კლონი ტირილს დაიწყებს,ამის გამო მას "აკრძალურ" ზონაში გააგდებენ,სადაც ის ისწავლის ყცველაფერ ადამიანურს და ბრძოლას დაიწყებს "შავ სასახლეში"..))

მოთხრობა #4
ჟანრი: მელოდრამა, სასიყვარულო
შინაარსი: 18 წლის გოგო მშობლებთან ერთად მიდის ერთი თვით თავის მშობლიურ საქართველოში.. სოფელში.. მანამდე არასოდეს ყოფილა იქ რადგან მამა ამერიკელი ყავს,ჯერძოდ ნიუ-იორკელი.. ოჯახი იქ დასასვენებლად ჩადის..მართლაც იქ მთელი ერთი თვის განმავლობაში ძალიან მშვიდად დაისვენებენ.. სოფელში გოგონა უამრავ აახალ ადამიანს გაიცნობს..ერთ-ერთი კი აღმოჩნდება ბიჭი,რომელიც ბებიასთან არის ჩასული ოჯახით.. ოღონდ ის საქართველოში ცხოვრობს ქართველია.. ბიჭს მალევე უყვარდება გოგო,გოგოსაც იგივე გრძნობა უჩნდება მის მიმართ,მაგრამ მისი აღიარების ეშინია.. მოთხრობაში თითოეულ თავში იქნება ერთი დღე აღწერილი..სადაც მოვყვები მათ სიყვარულზე.. მეგობრობაზე.. მაგრამ გავა ერთი თვე და დროა გოგონას ოჯახი დაბრუნდეს უკან ნიუ-იორკში..გოგოს გული რჩება იმ ბიჭთან.. წასვლა არ უნდა თუმცა შეიძლება წავიდეს? შეიძლება დარჩეს? ეს უკვე მოთხრობის ბოლოს გაიგებენ..


მოთხრობა #5
ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა
შინაარსი: 5 თინეიჯერი მეგობარი : იანი, ნინა, კეროლაინი, კოლი, და ანა. ცხოვრობენ ნიუ-ორკში, კეროლაინი (მთავარ როლში) მოგვითხრობს ამ ამბავს , მათი ყოველი დღე მხიარულებით იწყება და მთავდება, მაგრამ ერთ დღეს კეროლაინი გაიცნობს ერთ ბიჭს რომელიც მას მოეწონება მაგრამ ის ჩვეულებრივი ბიჭი სულაც არ არის, მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი დავდაყირა დგება, მხიარული ცხოვრება საშინელებათა ჟანრის ფილმს ემსგავსება.

მოთხრობა #6
ჟანრი: სათავგადასავლო, სასიყვარული, დრამა, ფენტეზი.
შინაარსი: ემილი და ლილი მიემგზავრებიან დასასვენებლად. მშობლების გარეშე მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი ძაალიან მაგარ დროს ატარებენ ერთად. თუმცა ემილი იქ გაიცნობს ახალგაზრდა ბიჭს რომელიც ძალიან მოეწონება და შეუყვარდება. ამ ბიჭს ფეხებზე კიდია მაგრამ ემილი მას არ ეშვება, ეს ბიჭი ემილის სიყვარულს გამოიყენებს და სერიოზულ შარში გახვევს, ემილი ჯერ ვერ ხვდება მხოლოდ ბიჭის სურვილებს ასრულებს და ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს. ემილის დაუდევრობით მშობლებსაც საფრთხე ექმნებატ მაგრამ სიყვარულს წინ ვერ აბიჯებს, ბოლოს მისი მშობლები მას გაგზავნიან ერთ მკაცრ სკოლა ინტერნატში სადაც მას ახალი თავგადასავალი ეწყება, ემილი სერიოზულ დეპრეესიაში ვარდება ამიტომაც ის მის ყოფილ ბოიფრენს დაურეკავს და დახმარებას სთხოვს. აქედან ის მარტო იწყებს ცხოვრებას და ,,ცუდი'' გოგო ხდება.



ჩემი აზრით საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. პირადად მე არ ველოდი ასეთ შედეგს(რატომ მიხვდებით :დ)  მაგრამ ეს თქვენი არჩევანია. მოდით ბევრი რომ არ ვიბოდიალო პირდაპირ გამოვაცხადებ გამარჯვებულებს:
(1) Team 1 - მოთხრობა #6 - ავტორი: -FairyTail♥
(2) Team 1 - მოთხრობა #3 - ავტორი: elle♥(M)
+ამ მოთხრობას შანსს ვაძლევ მე, რადგან ის ერთ-ერთი ლიდერი იყო
(3) Team 2 - მოთხრობა #3 - ავტორი: ♥Sophie♥
იმედია რატომაც არ ველოდი ასეთ შედეგებს )) მგონი საინტერესო მოთხრობებმა გაიმარჯვა. აბა ყველას წარმატებები და გილოცავთ (ჩემს თავსაც ვულოცავ :დ)
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 1030 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 561 2 3 4 5 6 »
2013-04-18 Spam
Gilocaaavt <33 Namdvilad IMsaxurebdiit ♥