❤❤❤ ხშირად იმდენი პრობლემები გვაქვს, ან იმდენად დათრგუნულები ვართ რომ, გარშემო ყველაფერი გვავიწყდება... სირთულეების მეტს ვერაფერს ვხედავთ და ამის გამო ხანდახან, ცხოვრებას ფეხებზე ვიკიდებთ... ისმის კითხვა- რატომ? რატომ უნდა ვიყოთ ასე? რატომ უნდა ვიტიროთ? ან რატომ უნდა ჩავთვალოთ თავი მარტოდ, უიმედოდ? მითუმეტეს ჩვენს თინეიჯერულ ასაკში, როცა მთელი ცხოვრება წინ გვაქვს და ეს მხოლოდ მინიმუმია იმ დაბრკოლებებისა რასაც ალბათ, მომავალში შევხვდებით... ეს სიახლე დავდე იმიტომ რომ, მინდა გაგახსენოთ თუ რამდენად ლამაზ, ძვირფას და შეუდარებელ გარემოში ვხვოვრობთ... ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ბედნიერებას ემსახურება. თითოეული ყვავილი, თითოეული ფოთოლი, ხე, მდინარე, ოკეანე... ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი, ხომ იმიტომაა შექმნილი რომ, ჩვენი თვალი ასიამოვნოს და დაამშვიდოს, წამით მოგვწყვიტოს რეალობას და ოცნებებში ჩაგვძიროს... ამიტომ როდესაც, სევდა მოგეძალებათ მიმოიხედეთ, ნახეთ გარშემო რამხელა სილამაზეა და ნურასოდეს მისცემთ თავს იმის უფლებას რომ მოიწყინოთ !
თუ მოგეწონათ სიახლე, შემიძლია კიდევ დავდო :*
P.S მართალია არ გიცნობთ მაგრამ მაინც, ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!
|