მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 20 » Natalie Portman
5:01 PM
Natalie Portman
♡Natalie Portman
უმშვენიერესი და უნიჭიერესი მსახიობის
ბიოგრაფია | ფილმოგრაფია | ფაქტები 
ციტატები | ფოტოები | ანიმაციები 
 

ნამდვილი სახელი: ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1981
დაბადების ადგილი: იერუსალიმი,იზრაელი
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.60 მ
პირველი ფილმი: 1986

დაიბადა 9 ივნისს 1981 წელს იერუსალიმში, ისრაელში, ექიმის და მხატვარის ოჯახში. როდესაც გოგონა 3 წლის იყო, ოჯახი ვაშნგტონში გადავიდა საცხოვრებლად, კიდევ ოთხ წელიწადში კი კონეკტიკუტში, და ბოლოს და ბოლოს ლონგ–აილენდში გაჩერდა, ნიუ–იორკის ახლოს, სადაც დღემდე ცხოვრობს.
 თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ახალგაზრდა ნატალი მსახიობი პიცის დახმარებით გახდა. ეს სასაცილოა, თუ ჩავთვლით, რომ ნატალი დარწმუნებული ვეგეტარიენელია. მაშ ასე, ერთერთ პიცერიაში სამოდელო სააგენტო კონკურს ატარებდა, და გოგონას დედამ ურჩია მონაწილეობა მიეღო მასში. შედეგად – 11 წლის ნატალიმ ხელი მოაწერა კონტრაქს რეკლამაზე საპარფიუმერო ფირმის Revlon პროდუქციის . 

შემდეგ წელს მომხიბვლელი სკოლისმოსწავლე–ინტელექტუალმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში თანამედროვე ფრანგი რეჟისორის ლიუკ ბესონის ფილმისთვის 'ლეონი'(Leon). ბესსონმა გოგონა მაშინათვე არ დაამტკიცა მთავარ ქალის როლზე, რადგან სცენარში მისი პერსონაჟი რამოდენიმე წლით უფროსი იყო, და აუცილებელი იყო დრამატიული გამოცდილება გოგონა მატილდას ყველა ფსიქოლოგიური კოლიზიების გადმოსაცემად, ვისი ოჯახიც დაუნდობლად მოკლა კორუმპირებულმა და 'არა სრულ ჭკუაზე მყოფმა' პოლიციელმა.
 მატილდას შემთხვევით მეზობელი გადაარჩენს – დაქირავებული მკვლელი ლეონი, რომელსაც ჟან რენო ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ერთგული მეგობარი ყავდა – ყვავილი, რომელსაც ის უვლიდა. და იმისათვის , რომ შური იძიოს თავისი ოჯახის მკვლელებზე, პაწაწინა ძმის ჩათვლით, მატილდა ეხვეწება ლეონს მას თავისი პროფესია ასწავლოს. ასეთი ღრმა შინაარსის მქონე ფილმებიდან დებიუტი მხოლოდ ნამდვილი ნიჭით დაჯილდოვებულებს აქვთ. თავის დროს ახალგაზრდა ჯოდი ფოსტერივით, ნაალიმ გარისკა საკმაოდ პროვოკაციულ სცენებში და დიალოგებში გადაღება. მთელი სურათი აგებული იყო ლეონის და მატილდას ურთერთბებზე, იმაზე, თუ როგორ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და ემოციები, სწავლობს სიხარულს, და როგორ ეჩვევა პატარა მეამბოხე არსებას. 

1993 წელს გარდაიცვალა ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი. და ერთ წელში კინოთეატრის ეკრანებზე გამოდის 'ლეონი' ახალგაზრდა ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელსაც მომავალში 'ახალ ოდრის' უწოდებენ მისი სტილის ელეგანტური გრძნობისთვის, მოდური ტენდენციების გრძნობისთვის, ცხოვრებაში მორიდებულობისთვის, ჰუმანისტური საზოგადო ფასეულობებისთვის და სამსახიობო ნიჭიერებისთვის. მას შეუძია ისე საოცრად უღმოდეს და თვალებში უყურებდეს თავის კინო–პარტნიორს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პარტნიორი შენ ხარ. გოგონას რომელმაც წარმატებით დაასრულ სკოლა და პრესტიჟულ ჰარვარდში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინოში შუძლია გართობა და თამაში, იყოს სერიოზული და გაწონასწორებული, მაგრამ ერთნაირად უკომლექსო და თავისუფალი, როგორც თავის დროზე ოდრი ხეპბერნი. 'ლეონის' შემდეგ ნატალი დაპატიჟა ცნობილმა რეჟისორმა მაიკლ მანმა, და მას მოუწია რობერტ დე ნიროს და ალ პაჩნოსთან ერთად თამაში. ნატალიმ პაჩინოს ქალიშვილის როლი შეასრულა. ამავე 1995 წელს ნატალი მონაწილეობას მიიღებს ნახევარსაათიან მარია კონის მოკლემეტრაჟიან ფილმში 'Developing' – სადაც მისი პერსონაჟის დედა მკერდის კიბოთი დაავადდება, და, როდესაც მიხვდება, რომ მას წინ ცოტა ხანი აქვს დარჩენილი, დედას შვილთან საერთო ენის პოვნას სცდილობს. 

1996 წელს ნატალი ერთდროულად სამ ფილმში გამოჩნდება. თავიდან ტედ დემეს ფილმში (რომელის გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან თავისი 2002 წლის სურათის 'კოკაინის' შემდეგ) ინტელიგენტურ და სენტიმენტალურ ლენტაში 'Beautiful Girls' თანაკლასელების შეხვედრაზე ერთ დათვლილ ქალაქში. მესამე პორტმანის ფილმში კი ტიმ ბარტონის პაროდიულ კომედიაში ნატალი თეთრ სახლშია მოწყენილი, რადგანაც მისი მამიკო აშშ–ს პრეზიდენტია. მაგრამ როდესაც დედამიწას თავს დაესხმევიან მარიელები და კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურებას შეუდგებიან ნატალის პერსონაჟს მოუწია გადარჩენილი ნაციის სათავეში დადგომა. ნატალის სთავაზობდნენ მონწაილეობას ედრიან ლაინის 'ლოლიტაში' და ბაზ ლურმანის 'რომეო+ჯულიეტაში', მაგრამ ნატალიმ უარყო ეს ვარიანტები, სწავლაზე გაამახვილა ყურადღება, და ბროდვეის სცენაზე გამოვიდა რამოდენიმე ჯერ. თეატრის მცოდნეებს განსაკუთრებით მოეწონათ მისი როლი პიესაში 'ანა ფრანკის' დღიური, რომლისთვისაც ნატალი 'ტონის' ნომინანტი გახდა. ნატალის შესვენება კინოში სამ წელს გრძელდებოდა. დამწყები მსახიობისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა, ვინემსთვის ეს ინტერესეის ან გამოცდილების დაკარგვას მოიტანდა, მაგრამ ნატალის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა.
პორტმანს დაპატიჟებს მთავარ ქალის როლზე თვით ჯორჯ ლუკასი, რომელიც დაუნრუნდა თავის კოსმიურ ზღაპარს 'ვარსკვლავთა ომებს'. ნატალისთან ხელს ერთდროულად სამ ფილმზე მოაწერენ.


ნატალი ერთ–ერთ ყველაზე პატიოსან ქალად ითვლება ჰოლივუდში. მისი რომანები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოითვალოს. იგი დაქორწინებულია ბენჟამინ მილპიეზე, რომელიც 'შავი გედის' გადაღებებზე. 2011 წლის ივნისში წყვილს ვაჟიც ეყოლა. 



FilmoGraphY

1 თორი (2011) Thor
2 თქვენო აღმატებულებავ (2011) Your Highness
3 სექსზე მეტი (2011) No Strings Attached
4 შავი გედი (2010) Black Swan
5 ხეშერი (2010) Hesher
6 სიყვარული და სხვა გარემოებები (2009) Love and  OtherImpossible Pursuits
7 ძმები (2009) Brothers
8 კიდევ ერთი ბოლეინის საგვარეულოდან (2008) The Other Boleyn Girl
9 მიყვარხარ,ნიუ–იორკო (2008) New York, I Love You
10 საოცრებების დუქანი (2007) Mr. Magorium's Wonder Emporium
11 ჩემი კენკროვანი ღამეები (2007) My Blueberry Nights
12 'V' ესე იგი ვენდეტა (2006) V for Vendetta
13 გოიას ლანდები (2006) Goya's Ghosts
14 ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3–სიტხების შურისძიება (2005) Star Wars: Episode III - Revenge of the Sith
15 თავისუფალი ზონა (2005) Free Zone
16 ბაღების ქვეყანა (2004) Garden State
17 სიახლოვე (2004) Closer
18 ცივი მთა (2003) Cold Mountain
19 ვარსკვლავური ომები- ეპიზოდი 2 (2002) Star Wars- Episode II - Attack of the Clones
20 იქ, სადაც გულია (2000) Where the Heart Is
21 ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი I (1999) Star Wars: Episode I - The Phantom Menace
22 ყველგან, ოღონდ აქ არა (1999) Anywhere But Here
23 ლეონი (1994) Léon



FactS

აქვს ერთი ოსკარი, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს(ფილმისთვის ''შავი გედი'')
ცეკვის გაკვეთილებს იღებდა 4 წლიდან)
ის არის ვეგეტარიანელი
მას და დედამისს ერთად აქვთ დაბადების დღე
არის დედისერთა
ამბობს, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკა იყო, რადგან ''იქ ყოველთვის არის პასუხები''
ის სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში
საუბრობს ებრაულად და ინგლისურად
ის ბრიტნი სპირსთან ერთად მონაწილეობდა ბროდვეის შოუში ''Ruthless''. მათ დღემდე აქვთ ურთიერთობა


QuoteS

"ერთხელ მე ფეხით ვსეირნობდი ქუჩაში და მოულოდნელად ვიღაცამ იყვირა " ოჰ ღმერთო შეხედეთ ეს ხომ ვაინონა რაიდერია. მე მოვიხედე უკან რომ დამენახა ვინ იყო, მაგრამ მიხვდი რომ უკვე ყველა მე მომჩერებოდა. "

ვარ მოხარული, რომ გავიარე ეს ყველაფერი. მე მოვახერხე ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მშობლებს სურდა ვენახე. ისეთი, რომლის დანახვაც პროდიუსერების სურვილი იყო და ისეთი როგორის ხილვასაც მაყურებელი ლამობდა.


მსახიობთა სიაში, ყოველთვის კუდში ვებმები მათ. საშუალოდ, წელიწადში სულ რამოდენიმე ფილმში ვიღებ მონაწილეობას, მაშინ როცა ჩემი კოლეგები - მათ შორის ახალგაზრდები უკვე ფლობენ როლს 40 ფილმში.

ბავშვობაში მე მინდოდა ვყოფილიყავი ასტრონავტი, ექიმი და ვეტერინარი, მაგრამ მანამ რა თქმა უნდა მინდოდა ქალთევზობა.

ეს ისეთი უცნაურია - იყო ბავშვი გადასაღებ მოედანზე. როდესაც ტარდება სამუშაო, შენ ისეთივე ხარ როგორც ყველა, მაგრამ როგორც კი აცხადებენ შესვენებას, ყველა მსახიობი მიდის თავის ოთახში - ზოგი იძინებს, ზოგი ლუდს სვამს, შენ კი იღებ წიგნებს და მიდიხარ სკოლაში. 

ჩემი პირველი როლი ვითამაშე მაშინ, როდესაც ვიყავი 11 წლის, ამიტომ 20 წლის ასაკში ჩემს თავს ვუთხარი: კმარა

მე - ვიყავი 80 იანი წლების ბავში. მქონდა ბარბი და პატარა პონი, მაგრამ მუდამ ვაფუჭებდი მათ - ვუხატავდი სახეებს და ვჭრიდი თმებს

ვფიქრობ, მე გავიზარდე იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს უნდა მომხდარიყო

მინდა მყავდეს ისეთივე ქალიშვილი, როგორიც ვარ მე - სიმპატიური, გონიერი, განათლებული. მინდა იცნობდეს ბევრ ადამიანს და ასევე თავისი გონიერებით შეეძლოს ბევრი ფულის გამომუშავება

მე ყოველთის ვფიქრობდი, რომ ხელი არის ადამიანის ყველაზე ლამაზი და ექსპრესიული სხეულის ნაწილი.

მამაჩემს ჰყავდა ძველი და გაფუჭებული მანქანა " შევროლე", ხოლო დედაჩემს ჰყავდა ასევე დამტვრეული "ოლდსმობილი". ჩემი მშობლები არ ხარჯავდნენ ფულს დიდ სახლებსა და ძვირადღირებული მანქანების ყიდვაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მთელი ოჯახით ვუყურებდით თეატრალურ პრემიერებს და ასევე ბევრს ვმოგზაურობდით

ერთხელ, როცა მე ვიყავი რვა წლის მამაჩემმა წამიყვანა მის ერთ-ერთ სამედიცინო კონფერენციაზე. ის დემონსტრაციას უკეთებდა ლაზერულ ქირურგიას ქათამზე. ყველა იყო აღფრთოვანებული და ტაშს უკრავდა მამას, მე კი ვიყავი განაწყენებული და აღშფოთებული, რადგან ქათამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მე აღარასოდეს მიჭამია ხორცი.

ვიცი, რომ მაქვს ლამაზი ყურები, თუმცა არ მაქვს ბიბილო. ვისწავლე ჩემი სხეულის ნაწილის და განსაკუთრებით ყურების ისეთი შეყვარება, როგორიც ის არის. რადგანაც ბიბილოს გარეშე ცხოვრება - ეს ხომ არარის მსოფლიოს დასასრული. 

მიყვარს როდესაც ხალხი მეუბნება, რომ გამოვიყურები, როგორც ებრაელი.

ჭკვიან ქალბატონებს იმაზე მეტად უყვართ ჭკვინი მამაკაცები, ვიდრე ჭკვიან მამაკაცაებს ჭკვიანი ქალები.

არ მიყვარს, როდესაც მეძახიან საყვარელს. "საყვარელი"- ეს ისეთი სიტყვაა რომელიც ჩემზე მეტად შენს კატას შეეფერება.

მეჩვენება, რომ სწორედ მე მხვდა წილად ვიყო ის ქალი, რომელიც ომს გამოუცხადებს მაღაქუსლიანებს. ირგვლივ ყველა ამბობს, რომ უნდა ვატარო ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე. არასოდეს არ მესმოდა ეს უცნაური კონცეფცია: რაც უფრო გრძელია ფეხები მით უფრო მიმზიდველია იგი.

საშინლად მაინტერესებს, როგორ მოვიდა კაცობრიობა აქამდე, რომ ქალი ვალდებულია გაიპარსოს იღლია და ფეხები.

რაც უფრო დიდი ხდები, უფრო ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს და გაღელვებდეს, რას ფიქრობენ შენზე დანარჩენები.

ვგიჟდები ძილზე. ადამიანთა უმეტესობა დილით სწრაფად დგება მაღვიძარას საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ არსად ეჩქარებათ. ისინი ფიქრობენ, რომ ძილი დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძილი - ეს არის საუკეთესო საშუალება დროის გასატარებლად.

არასდროს არ იცი, როგორ იბადება ჭორები. მაგალითად, როდესაც მე გადავიხოტრე თმა ფილმისთვის, ჩემზე დადიოდა ხმები რომ თითქოს ვიყავი ნაცისტი, , შემდეგ ლესბოსელი და ბოლოს თითქოს მე მჭირდა კიბო.. კიდევ კარგი ამ ყოველივეს ერთდროულად არ ამბობდნენ.

არ მომწონს, როდესაც პროდიუსერები ტრაბახობენ ჩემით.

ყველაზე პატიოსანი და მართალი ჩემს მიმართ იყო ვუდი ალენი. მან მითხრა: "ღმერთო ჩემო რა საშინელი ხარ!"

ვერ ვიტან ხმის ამაღლებას. როდესაც ვარ გაბრაზებული უბრალოდ ვტირი.

არაა სავალდებულო ყველა გახდეს მსახიობი. მსოფლიოში უფრო ბევრი რამაა გასაკეთებელი.


ფოტოები | ანიმაციები 



 



 
 
 





 





 
 











 
 




 

















იმედია მოგეწონააათ <3 ვგიჟდები ამ ქალზე
  
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1107 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-03-21 Spam
rogormimkvars))
kargi siakhlea