მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 9 » ნახეთ ))
6:41 PM
ნახეთ ))
1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ სიუან–ჰეში უჩვეულო ბიჭუნა გამოჩნდა. მას ძალიან უცნაურად ეცვა და გაუგებარ ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ბავშვი პოლიციაში წაიყვანეს. ბიჭუნამ თქვა, რომ 11 წლისაა, ჰონ–ჰენი ჰქვია და სოფელ ჩენ–ჯოსთან ახლოს მდებარე მონასტერში ცხოვრობს. ბავშვი შეშინებული იყო, კითხულობდა სად იყო, რა ქალაქი იყო ეს და რატომ დადიან კარეტები ცხენების გარეშე.

პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბიჭუნა „ჯანმრთელი არ იყო" და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. ექიმის კითხვაზე, რომელი წელია ახლა, ბიჭმა უპასუხა 1695. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბიჭი სავსებით ჯანმრთელი იყო. ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა უჩვეულო პაციენტით. მან სხვადასხვა ექსპერტები მოიწვია ბიჭის ფენომენის შესასწავლად. დასკვნები გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ბიჭი XVII საუკუნის ჩინურ დიალექტზე საუბრობდა. ჰონ–ჰენი სავაადმყოფოში მთელი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 1996 წელს კი უკვალოდ დაიკარგა.

ექიმმა ლიმ იმ მონასტრის მოძებნა სცადა, რომელზეც ჰონ–ჰენი ყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მონასტერი რეალურად არსებობდა, და იგი XVII საუკუნეში იყო დაარსებული. ექიმი ლი მონასტერში გაემგზავრა და ძველ არქივებში გასაოცარ ჩანაწერებს მიაკვლია, სადაც მონასტრის მსახურს, ჰონ–ჰენს მოიხსენიებდნენ. დოკუმენტებში ნათქვამი იყო რომ ბიჭი 1695 წელს დაიკარგა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა. ჰონ–ჰენი დაბრუნების შემდეგ უჩვეულოდ გამოიყურბოდა. ამიტომ ბერებმა გადაწყვიტეს, ეს ამბავი მონასტრის ისტორიაში ჩაეწერათ. ბავშვმა მოყვა, რომ მთელი ეს დრო მეოცე საუკუნეში გაატარა და იქ ხალხი „ისეთი არაა, როგორც ჩვენთან" – ცხენების გარეშე დადიან, ცაში დაფრინავენ და სარკეებიდან ლაპარაკობენ (ტელევიზორს გულისხმობდა).


თუ ბავშვმა შეძლო მომავალ დროში მოხვედრა და ასევე უკან, წარსულში დაბრუნება, ეს იდუმალი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ წარსული და მომავალი ერთდროულად არსებობს.

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 653 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2012-01-09 Spam
vaime......:D:D:D