The Sims 3-ის ახალი პროგრამული ბირთვი შესაძლებლობას მოგცემთ შექმნათ უსაზღვროდ გახსნილი სათამაშო სამყარო, რომელშიც თქვენი გმირები თავისუფლად გადაადგილდებიან როგორც სანაპიროზე, ასევე მთებში და ქალაქის ცენტრში. ეს სამყარო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და მუდმივად იცვლება, ამიტომ რაც ემართება ერთ გმირს, გავლენას ახდენს სხვა პერსონაჟებზეც. ახალი რედაქტორით თქვენ შეგიძლიათ თქვენი გმირების სახის ნაკვთებიც კი შეცვალოთ...(V)
და ბოლო კატეგორია სხვა... გადავწყვიტე ამერჩია ძალიან საინტერესო თემა : დეპრესია და თინეიჯერები... ვფიქრობ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ყოველივე !
რაც შეეხება თინეიჯერებს ,შეიძლება ითქვას , რომ ამ
ასაკში დეპრესია საკმაოდ რთული პრობლემაა. ამ დროს მოზარდები ხდებიან
აგრესიულები , მათ დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება
პრობლემები – მათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაულიც. ზოგი თინეიჯერი საკუთარი თავისადმი ძულვილსაც კი განიცდის. ამ ასაკში მოზარდების სიჯიუტე და აგრესიულობა ნორმალურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს ,თუ რა თქმა უნდა ასეთი რამ ხშირად არ ხდება.
ბავშვებო მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე იმედია დამიფასებთ ამ შრომას და დააკომენტარებთ!