მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » N e w s
11:05 PM
N e w s
♥ N E W S ♥
♥როდის გამოვა კინოეკრანებზე ”Jobs” - Ashton Kutcher-ის ახალი როლი...♥
♥რას გრძნობს Vanessa Hudgens-ი Meryl Streep-ის მიმართ?!♥
♥Demi Lovato-ს შეცვილი იმიჯი♥


როდის გამოვა კინოეკრანებზე ”Jobs” - Ashton Kutcher-ის ახალი როლი...

წარმატებულ ადამიანებსა და მათ ნამუშევრებზე ფილმის გადაღება საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯია. ჰოდა, ”სოციალური ქსელი”-ს შემდეგ, მაყურებელი მალე Steve Jobs-ის შესახებ შექმნილ კინო ნამუშევარს, ”Jobs”-ს იხილავს. კომპანია Apple-ის დამფუძნებლის როლს კი, არც მეტი არც ნაკლები, Ashton Kutcher-ი მოირგებს. რა საერთო ნახეს ამ ორ ადამიანს შორის ძნელი სათქმელია. მითუმეტეს რომ, Kutcher-ი ძირითადად კომედიურ-რომანტიული ჟანრის მსახიობია. Jobs” Park City-ში იანვარში გასამართ კინო ფესტივალს დახურავს. მისი რეჟისორობა Joshua Michael Stern-მა ითავა. როგორც მისი მესვეურები ამბობენ, ეს იქნება ფილმი ადამიანზე, რომელიც ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამდა. ვნახოთ, იქნებ შედეგმა სკეპტიკური განწყობა გადაფაროს.


რას გრძნობს Vanessa Hudgens-ი Meryl Streep-ის მიმართ?!

23 წლის ამერიკელმა მსახიობმა Vanessa Hudgens-მა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ Harper's Bazaar-ის არაბული გამოცემის ფოტოსესიაში. თავის ასაკთან შედარებით ”High School Musical”-ების ვარსკვლავი საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება წითელ ფეხსაცმელსა და შავ გამჭვირვალე კაბაში. Hudgens-მა ჟურნალთან ინტერვიუში Ron Krauss-ის ფილმ ”Gimme Shelter”-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც კინოეკრანებზე 2013 წელს გამოჩნდება. როგორც ცნობილია ფილმი ტიპური თინეიჯერული დრამა იქნება. ასევე ინტერვიუ შეეხებოდა ”Spring Breakers”-ს, რომლის პრემიერაც ასევე მომავალ წელს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მასში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან James Franco და Selena Gomez-ი. Harper's Bazaar-ის საშუალებით ისიც გავარკვიეთ, რომ 23 წლის Hudgens-ის კუმირი Meryl Streep-ი გახლავთ. უფრო დაწვრილებით ფოტოსესიისა და ინტერვიუს შესახებ 2013 წლის იანვარში შეიტყობთ, როდესაც ჟურნალი გაყიდვაში გამოვა.



Demi Lovato-ს შეცვლილი იმიჯი

მანამ სანამ ამ ფორმამდე მოვიდა დიდი გზა განვლო. ბევრჯერ შეიცვალა და ბევრჯერ წარსდგა საზოგადოების წინაშე შეცვლილი იმიჯით. ამჯერად ის ტიპური როკერი გოგონას იმიჯით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რომელსაც სევდა აშკარად ეტყობა მისი სევდის მიზეზი პროექტი ”The X-Factor”-ია მისი გუნდის 4-ვე მონაწილე პროექტს გამოეთიშა. Demi-მ Twitter-ზე დაწერა ”ძალიან ვწუხვარ CeCe Frey-ს გავარდნის გამო. ის არამხოლოდ ნიჭიერი კონკურსანტი, არამედ ლამაზი პიროვნებაც იყო, ძალიან დამაკლდება". ბოლო პერიოდში აქტიურად საუბდობდნენ, რომ Demi-სა და Simon Cowell-ს ურთიერთობა გაუფუჭდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ბოროტი ხმები აღმოჩნდა. როგორც პროექტის წამყვანმა Khloe Kardashian-მა თქვა, Simon-ი და Demi კამერის მიღმა ერთმანეთს ამხნევებენ და ჩახუტებასაც არ ერიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ Lovato-ს გუნდი აღარ ჰყავს, ის აგრძელებს პროექტში ჟიურის წევრობას. სეზონის ფინალში კი გაიმართება Demi Lovato-სა და Britney Spears-ის კლიპის პრემიერა. სინგლს ისინი ცოცხლად შეასრულებენ.


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 714 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-12-11 Spam
5. Sali --   ( sal922[??????]

va kai siaxlea