მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » N e w s
4:20 PM
N e w s
*1D TeenVogue photoshoots

One Direction ბრიტანულ-ირლანდიური ბოი-ბენდი Teen Vogue -ს დეკემბრის ნომერში გამოჩნდა. შემოგთავაზებთ ინტერვიუდან ამონარიდებსა და ფოტოებს.

"ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ არანორმალურია,მაგრამ ჩვენ ნორმალურები ვართ
" 
- ნაილ ჰორანი.
ჰარი სტაილსმა ე.წ. "მექლათანემ" გაიხსენა ფანებთან გადამხდარი ყველაზე გიჟური შემთხვევა:"ერთხელ ფანმა ჯიბეში თავისი მობილური ტელეფონი ჩამიდო,მე ეს შევამჩნიე და გამიკვირდა,მან თქვა რომ თუ ტელეფონს ჩამიდებდა მე მასთან კიდევ ერთხელ მომიწევდა შეხვედრა,რომტელეფონი დამებუნებინა.რა თქმა უნდა სასიამოვნოა როდესაც იცი რამდენი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ შენს გამო,მაგრამ ზოგჯერ ეს გაუგებარია,რადგან ჩვენ ჩვეულებრივი ბიჭები ვართ,ისეთები როგორებიც შეიძლება შენს სკოლაშიც სწავლობდნენ"
















































*რა გახდა Lady Gaga-ს ახალი ინსპირაცია
Lady Gaga-ს სხეულს კიდევ ერთი ტატუ შეემატა. მისი შთაგონება კი არც მეტი არც ნაკლები რიო გახდა.

მომღერალი ”Born This Way Ball”-ის ფარგლებში ბრაზილიის სტუმარია, სადაც 13 ნოემბრამდე სამ შოუს გამართავს. პირველი კონცერტი კი რიოში 9 ნოემბერს შედგა. "Rio” - სწორედ ასეთი გახლავთ მისი წარწერა თავზე, პატარა ქერუბიმის გვერდით.

"Rio”-ს შესახებ ”დედა მონსტრმა” Twitter-ზე ატვირთული ფოტოს საშუალებით ამცნო ბრაზილიელ თაყვანისმცემლებს. როგორც ცნობილია მუსიკოსის სხეულს 13 ტატუ ამშვენებს, რა თქმა უნდა თუ კიდევ სადმე არ მალავს .


*MTV Europe Music Awards 2012
გუშინ ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის მასპინძელიც ფრანკფურტი გახლდათ. საღამოს Heidi Klum-ი და David Hasselhoff-ი უძღვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ MTV EMA 2012-ს დაემატა რამდენიმე ახალი ნომინაციაც.  ნომინანთა სია ჯერ კიდევ სექტემბერში გამოქვეყნდა, სადაც ნომინაციების რაოდენობით უდავოდ ლიდერობდნენ Rihanna,  Katy Perry და Taylor Swift-ი, თუმცა გუშინდელმა საღამომ ბევრი გაკვირვებული დატოვა, თუ რატომ ამასაც გეტყვით, მაგრამ მანამდე მივყვეთ თანმიმდევრულად.

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გამარჯვება Carly Rae Jepson - Call Me Maybe-მ მოიპოვა. შესაბამისად აღნიშნულ ნომინაციაში პრიზის გარეშე დატოვა Rihanna-ს "We Found Love". ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დარჩა მშრალზე, როდესაც საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში გამარჯვენული გამოავლინეს. YouTube-სა და არაერთი ჩარტის რეკორდსმენმა - PSY-"Gangnam Style"-მა 2012 წლის საუკეთესო ვიდეოს წოდება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ხახამშრალი დატოვა Lady Gaga და Katy Perry.

საუკთესო ქალი შემსრულებელი Taylor Swift-ი გახდა. გასაკვირია არა? მას ხომ ამავე ნომინაციაში კონკურენციას უწევდნენ Nicki Minaj-ი, Pink-ი, Katy Perry და რა თქმა უნდა Rihanna, რომელიც წლევანდელ EMA-ზე უკვე მესამედ დარჩა იმედგაცრუებული. იმავე ნომინაციაში მამაკაცის კატეგორიაში Justin Bieber-ს ხვდა წილად გამარჯვება, ეს კი ნამდვილად უცნაურია, როდესაც საუკთესო მამაკაცი შემსრულებლის ნომინაციაში წარდგნილნი იყვნენ Pitbull-ი, Jay-Z-ი, Flo Rida და Kanye West-ი.

ისევ Justin Bieber-ი გახდა გამარჯვებული საუკეთესო პოპის ნომინაციაში, Rihanna კი ისევ ჯილდოს გარეშე დარჩა. საუკეთესო როკის ნომინაციაში კი პრიზი Linkin Park-ს ერგო. ფაქტია წლევანდელ დაჯოლდოებაზე თინეიჯერებმა აშკარად თავი არ დაზოგეს და ხმის მიცემაც არ დაზარებიათ საკუთარი კუმირებისთვის... საუკეთესო ახალი არტისტი ბრიტანული ჯგუფი - One Direction გახდა.
საუკთესო ალტერნატიულ შემსრულებლად Lana Del Rey დასახელდა, რომელმაც გასული წლის მანძილზე თავი არ დაზოგა და დაუფასდა კიდეც. საუკეთესო ელექტრონული შემსრულებელი David Guetta გახდა.  საუკეთესო ჰიპ-ჰოპისთვის პრიზი Nicki Minaj-მა მიიღო, აღსანიშნავია, რომ იგი ერთადერთი ქალი იყო ამ ნომინაციაში. რაც შეეხება საუკეთესო ლაივ შესრულებას, აქ MTV-ს სატუეტი Taylor Swift-ს ერგო, ”დედა მონსტრს” აქაც არ გაუმართლა.

მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლად Han Geng-ი დასახელდა. თუკი მისი სახელი არაფერს გეუბნებათ, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩინეთის მილიარნახევრიანი მოსახლეობისთვის ის საკმაოდ ცნობილია. ამავე ნომინაციაში თვალს მოკრავდით Dima Bilan-ს და რა თქმა უნდა Rihanna-ს, რომელიც ისევ და ისევ პრიზის გარეშე დარჩა.

MTV-ს არც Whitney Houston-ი დავიწყებია და საზოგადო ხატის ტიტული მიანიჭეს. Europe Music Awards გამორჩეული იყო პერფორმანსებითაც. შემსრულებელთა სიაში მოხვდნენ Rita Ora, Fun, Carly Rae Jepsen, Alicia Keys, No Doubt, The Killers, Muse, Pitbull, Taylor Swift და Psy თავისი ”გლამურული სტილით”.

MTV EMA-ს აქტიურად ადევნებდნე თვალს მოდის კრიტიკოსებიც. წითელ ხალიჩაზე ყველა ცდილობს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, ზოგი ასეც თვლის, თუმცა ფაქტი სულ სხვა რამეზე მიუთითებს.

კრიტიკოსებმა საუკეთესო ჩაცმულად დაასახელეს Alicia Keys. რატომ?! ალბათ თვითონაც არ იციან. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ მის კაბას, რომელიც მწვანე და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი და ხაზს უსვამდა მომღერლის გასუქებულ ფეხებს... Rita Ora-მ კი ეპატაჟს მიმართა და გიგანტური წითელი კაბით გამოცხადდა, რომელშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. კრიტიკოსების რისხვა ასცდა Taylor Swift-ს. რომელიც დიდად არ გამოირჩეოდა წითელ ხალიჩაზე, თუმცა ფაქტია მომღერლის სტილზე ნამდვილად იზრუნეს.

რაც შეეხება უგემოვნოდ ჩაცმულებს: მათ ალბათ პირდაპირ ჯოჯოხეთიდან მოსულები უფრო ეთქმოდათ. ან ჰელოუინის კოსტიუმების გამოცვლა დაავიწყდათ. მოკლედ ყველაზე ცუდად ჩაცმულების სიაში მოხვდნენ Kim Kardashian-ი, რომელიც საკუთარი კაბის გამო სცენაზე საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა საკუთარი კაბის შლეიფს ფეხი დააბიჯა და უამრავი მაყურებლსი წინაშე წაბარბაცდა.

Carly Rae Jepsen-ი კი ნამდვილად ბუნების შეცდომას მოგაგონებდათ, რომელიც ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. სავარაუდოდ რამდენიმე ზომით დიდიც ჰქონდა. სამწუხაროდ იგი ვერც მაკიაჟით გამოირჩეოდა. ვარცხნილობა კი პარიკს უფრო მოგაგონებდათ. მოდის კრიტიკოსებმა არც  Lana Del Ray დაინდეს და Heidi Klum-საც გადასწვდნენ, თუმცა სუპერმოდელი ნამდვილად სექსუალურად გამოიყურებოდა.

მოკლედ MTV EMA 2012 დასრულდა და მომავალ წლამდე დაგვემშვიდობა. რაც შეეხება წლევანდელ ცერემონიას, იგი ნამდვილად იყო განსხვავებული. რატომღაც ყველაზე პოპულარული შემსრულებლები უკანა პლანზე იყვნენ გადასულები და თინეიჯერების ზეიმს უფრო მოგაგონებთად. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პრიზი გარეშე დარჩნენ Lady Gaga და Rihanna. რითად პირშა ჩალა გამოვლებული დარჩნენ მუსიკოსების ფანები. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მომავალ ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალს და ვნახოთ კიდევ რას შემოგვთავაზებენ შემსრულებლები და რითი მოახერხებს ჩვენს აღფრთოვანებას MTV.

"ყველაზე ბრმა ევროპის დაჯილდოება 2012"

- წელს MTV EMA საშინელება იყო სრული კატასტროფა, ჯერ სურათს შეხედეთ და შემდეგ მოგებულებს. 
MTV EMA 2012 გამარჯვებულების სია : 

"Biggest Fans " - One Direction
"Best Female" - Taylor Swift 
"Best Song" - 'Call Me Maybe' 
"Best Male" - Justin Bieber
"Best Hip-Hop" - Nicki Minaj 
"Best Electronic" - David Guetta 
"Best Live" - Taylor Swift 
"Best Look" - Taylor Swift 
"Best New" - One Direction 
"Best Push" - Carly Rae Japsen 
"Worldwide Act" - Hang Geng
"Best Alternative" - Lana Del Ray 
"Best World Stage " - Justin Bieber 
"Best Video" - GANGNAM STYLE 
"Best Rock" - Linkin Park 
"Best Pop" - Justin Bieber 

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 647 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-11-12 Spam
4. Sali --   ( sal922[??????]

kai siaxlea