მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » მზემ გამოანათა!
0:20 AM
მზემ გამოანათა!


მზემ გამოანათა!


 ოპს! გარეთ აღარ წვიმს, აღარც ყვავილები მღერიან საქორწინო მარშს. ნუთუ ყველაფერი ქარმა წაიღო?! ალბათ მზის სხივებსაც მობეზრდათ უმისამართოდ ნათება და იმათაც მიგვატოვეს, ერთმანეთის ამარა დავრჩით მე, შენ და ჩვენს შორის არსებული გრძნობა, რომელსაც სიყვარული ვერა და ვერ დავარქვი. 


 ალბათ ამინდის ბრალია. გამოანათებს მზე და მეც შემიყვარდები. ღრუბლები... ისინი მაინც სადღა გაქრნენ? ისინიც ბედთან საბრძოლველად წავიდნენ ალბათ ლაჟვარდისფერი ზეცაც წაიყოლეს თან იქნებ რამეში დაგვჭირდესო. ან ეს დედამიწა, ის მაინც სადღა გაქრა. ვეღარ ვგრძნობ ფეხქვეშ სიმაგრეს. 


 გალაქტიკაში მე და შენ, მარტონი "დავაბიჯებთ" ვერც შიშს, ვერც სიხარულს, ვერც მონატრებას ვგრძნობ. გული გამუდმებით მიმეორებს შენი სამყარო გვერდით გყავს, არ გაუშვა, გულში ჩაიკარიო. მე მას არ ვუჯერებ, ვუცდი როდის წავა და მერე ხელს ვუქნევ... 


 აი ყველაფერი დაბრუნდა; წვიმა ისევ მოვიდა ყვავილებმაც დაიწყეს სიმღერა, ქარმა კვლავ მორეკა ღრუბლები და მასთან ერთად ლაჟვარდისფერი ზეცაც დაუბრუნა ადგილს, მზემაც გამოანათა, ალბათ იპოვა თავისი დანიშნულება. ახლა ყველაფერი მაქვს. შენს გარდა და მაინც ცარიელი ვარ. არც ის ცისარტყელა მახარებს ბავშვობაში მის ქვეშ გაძრომაზე რომ ვოცნებობდი. 


 ყვავილები დამიბრუნდნენ და ახლა მივხვდი, რომ ნამდვილად მყვარებიხარ. გავაცნობიერე რამდენს ნიშნავდი თურმე ჩემთვის. წადი და ჩემი ოცნებაც წაიყოლე თან... გამოვიდა მზე და მეც შემიყვარდი... 




აი კიდევ ერთი ჩანახატი მეგობრებო, რომელიც ეს წუთია დავწერე... ძალიან დიდ მუხტს მაძლევთ თქვენი თბილი კომენტარებით! ანუკის უყვარხართ! 

                                                                                        daamowma:anukankam<3

კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 748 | დაამატა: -Anna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-06-26 Spam
mec :*