♥ MY VERSES ♥
სრულად, ჩემი სამი ლექსი ^^
კიდევ მაქვს რამდენიმე, მაგრამ მათ მოგვიანებით დავდებ.
იმედია მოგეწონებათ ^^
ამ სამიდან ეს ლექსი ყველაზე ნაკლებად მომწონს (სიმართლე რომ ვთქვა, არც ერთი არ მომწონს, მაგრამ როგორც მეგობრები მეუბნებიან, კარგია). ბიჭს დავუწერე, რომელიც facebook-ში გავიცანი და თავს ვარწმუნებდი, რომ მიყვარდა :3
ზღვისფერი თვალები
ო, ეს ზღვისფერი თვალები
მოჯადოებას ცდილობენ,
მოჯადოებას გოგონის,
რომელსაც არც კი იცნობენ.
ო, ეს ზღვისფერი თვალები
ისე საოცრად მელიან,
თითქოს ლოდინი მობეზრდათ,
მაგრამ მოწყენა რცხვენიათ.
თითქოს უნდათ, რომ აქ იყვნენ,
დაუსრულებლად მიყურონ,
რომ ჩემმა შავმა თვალებმა
გულში კარები მიხურონ...
ამ კარის შიგნით მე ვრჩები,
მიღმა კი მთელი არმია,
შენი თვალებით მოხიბლულს
არ ვიცი, რამ გადამრია.
გულის სიღრმეში მიყვარხარ,
დიახ, თავშიც და ბოლოშიც,
შენ მთელი გული გიჭირავს,
ვერ ჩაეტევი კოლოფშიც.
აქ ვერაფერი გავრითმე,
კოლოფი რა შუაშია,
მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ,
დღეს ეს სიტყვები თავშია.
შენთან ცხოვრების "ხოში" მაქ,
ვერ წარმოიდგენ როგორი,
ედავ, ამ შენმა თვალებმა
სულ გადამრია მე მგონი..
ო, ეს ზღვისფერი თვალები,
მოჯადოებას ცდილობდნენ,
მოაჯადოეს გოგონა
რომელსაც არც კი იცნობდნენ.
ეს მეორე ლექსი, ოდნავ მოგვიანებით, იგივე ბიჭს დავუწერე. უკვე ერთად ვიყავით, დაბადების დღეზე დავურეკე და წავუკითხე ^^
მე მინდა რომ შენ გული გაგიყო...
ცხოვრების ბოლომდე მინდა აქ იყო,
მე მინდა, რომ შენ გული გაგიყო,
მინდა აქ იყო, სადმე, ჩემ გვერდით,
ჰო, ჩვენ საოცარ წერილებს ვწერდით.
ვწერდით ბევრ რამეს, მიყვარხარს, გკოცნის,
თითქოს სიტყვები აქ ჩუმად მომდის,
მინდა, რომ ნახვის სურვილი მოვკლა,
მინდა, რომ ვიქცეთ ჩვენ ერთ დღეს ცოლ-ქმრად,
მინდა, რომ გნახო, ჩაგიკრა გულში,
რომ გულის ფეთქვა მე ჩამწვდეს სულში.
ჰო, ეს ოცნება მალე ახდება,
გულში ისევ ის მწერი დამხვდება..
ჰო.. ის მწერი ხომ სიყვარულს უხმობს,
სიყვარულს თბილს, ნაზსა და უხმოს..
გულის სიღრმეში რომ გეწვის რაღაც,
გინდა, ეს გრძნობა გაანდო მასაც...
სიმპატიურ ბიჭს, რომელიც გიყვარს,
ჩვენ ერთმანეთი ხომ ძლიერ გვიყვარს...
ჩვენ ვერ შევძელით დღეს ერთად ყოფნა,
ვირტუალურად გიძღვენი კოცნა.
მაგრამ, მე მჯერა, ხვალ ეს გამოვა,
მთვარე ჩავა და მზე კვლავ ამოვა..
და ახლა მაინც მინდა აქ იყო,
მე მინდა, რომ შენ გული გაგიყო!..
ეს ბოლო ლექსი კი ჩემს ახლანდელ სიყვარულს დავუწერე (ერთად არ ვართ). თითქოს დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს და შეიძლება გავაგრძელო კიდეც ^^
***
ეს ხომ პირველი ლექსია ჩემი შენდამი მოძღვნილი,
ნუ დამიწუნებ, ძვირფასო, თუმცა... მონა ვარ მორჩილი.
მონა შენისა გულისა, დღეს ჩემი სიყვარულისა,
მონად მაქციე შენ ერთო. გთხოვ, მიპასუხე ღმერთო!
რად შემიყვარდა უზომოდ? თვალმიუწვდენელ მთასავით
რომ გადმომხედავს მაღლიდან - გული საფრენად მზად არის!
ხშირად მივყვები ქუჩებს და მასზე ფიქრებით ვივსები,
გული კვლავ ნატრობს გაფრენას შორს, როგორც თოვლის ფიფქები.
ზამთრიდან გაზაფხულდება, გაზაფხულიდან - ზაფხულობს
ბევრი დრო გადის, ლამაზო.. გული? ისევ შენ გნატრულობს!
ამდენი დროის მანძილზე ვერც კი ვხვდებოდი, მიყვარდი!
მიყვადი. როგორ? - უზომოდ! თთქოს იმ გრძნობას მიგავდი...
იმ გრძნობას, როცა ცხოვრება "ბედის ვარსკვლავის ბრალია",
ბედმა კი გრძნობის მაგივრად - ჩემი ცხოვრება დალია.
ნუთუ, ასეთი ძნელია, რომ ერთად ვიყოთ ჩვენ ორნი,
არ მინდა ვიყო უშენოდ, არ ვიცი.. ვაფრენ მე მგონი!
გული ერთს ამბობს, ცხოვრებას - მეორე მოაქვს აშკარად,
ცხოვრების ეს ექსპრომტები გულზე დამედო ლახვარად.
და თითქოს შენ გულგრილი ხარ.. არ ვიცი, იქნებ - მეჩვენა,
გულის სმაილს რომ მიგზავნი - ცხოვრების ძალა მეცემა!
სიყვარულს გიხსნი, ხომ ხვდები... არ არის ასე ადვილი...
იქნებ გიყვარვარ, ან - იქნებ ეს მირაჟია ნამდვილი.
იქნებ არცერთი ვარსებობთ, იქნებ ეს წარმოსახვაა...
თუმცა მე მაინც მიყვარხარ! ჩემი მიზანი? - წასვლაა!
წასვლა მსოფლიოს გარშემო! იქ? - შენთან ერთად ვიქნები
და როცა შეგიყვარდები, მერე - სულ ერთად ვიქნებით!
|