მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 8 » My Top 10 Movies )
5:50 PM
My Top 10 Movies )
My Top 10 Movies


10) If Only
ნეტავ
Если только

ჟანრი : კომედია, მელოდრამა
სამანტასა და იანის რომანი ტრაგიკულად დასრულდა. სამანტა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, იანს საშუალება ექნებოდა, გადაერჩინა საყვარელი ქალი...

9)The Hangover Part II
წვეულება 2: ვეგასიდან ბანგკოკში
Мальчишник 2: Из Вегаса в Бангкок

ჟანრი: კომედია
"წვეულება ვეგასში" გრძელდება. ოთხი მეგობარი ფილი, სტიუ, ალანი და დაგი ეგზოტიკურ ტაილანდში მიემგზავრებიან სტრიუს ქორწილში... ლოს-ანჟელესის თავქარიანი წვეულების შემდეგ მეგობრები გადაწყვიტავენ ამჯერად მსუბუქად და უსაფრთხოდ აღნიშნონ მეგობრის ქორწინება...

8)Killers
ქილერები
Киллеры

ჟანრი:მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, კომედია
სპენსერი დაუნდობელი დაქირავებული მკვლელი იყო სანამ საკურორტო ოტელის ლიფტში ჯილს არ შეხვდებოდა. გადის სამი წელი და ისინი იდეალური ამერიკული წყვილი არიან, რომელიც ერთ-ერთ ამერიკულ გარეუბანში ცხოვრობს... მაგრამ ახლა მათ უღრუბლო ბედნიერებას საფრთხე ემუქრება: გამოცხადებულ იქნა, რომ ვინც სპენზერს მოკლავს - 20 მილიონს მიიღებს... და ახლა ყველა ქილერი სპენსერზე ნადირობას იწყებს.

7)What Happens in Vegas
ერთხელ ვეგასში
Однажды в Вегасе

ჟანრი: კომედია, მელოდრამა
გიჟური წვეულების მეორე დილას, ორი უცხო ადამიანი ერთ საწოლში იღვიძებს. თურმე ისინი წინა ღამეს დაქორწინდნენ და ჯეკ-პოტი მოიგეს. ახლა ყოველ მათგანს, ფულთან ერთად, თავისი მეორე ნახევრისგან თავის დაძვრენა უნდა...

6) Dear John
ძვირფასი ჯონი
Дорогой Джон

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, დრამა, მელოდრამა
უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ ორი კვირა ერთად გაატარეს და პირველი სიყვარულის აკრძალული ხილით დატკბნენ. სახლში ცოტა ხნით ჩამოსული ჯონი, იძულებულია სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად ევროპაში დბრუნდეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის გადაწყვიტავს თავისი სიცოცხლე ჯარში სამსახურს მიუძღვნას და სავანასთვის მიცემულ პირობას არღვევს. გოგონა ჯონს წერილებს უგზავნის, მაგრამ ის უფრო და უფრო იშვიათად იღებს მათ...

5)The Vow
ფიცი
Клятва



ჟანრი: დრამა, მელოდრამა 
თაფლობის თვეში მყოფი პეიჯი და ლეო ავტოკატასტროფაში ხვდებიან. სანამ ცოლი კომაშია ლეო წამითაც არ ტოვებს მას, მაგრამ გოგონას გამოჯანმრთელებას კიდევ ერთი ტრაგედია მოყვება თან - მეხსიერების დაკარგვა... პეიჯი ვერ ცნობს საყვარელ მამაკაცს და არც მათი რომანის შესახებ ახსოვს... და ლეო გადაწყვეტს ხელმეორედ დაიპყროს პეიჯის გული.

4) The Impossible
შეუძლებელი
Невозможное

ჟანრი: დრამა
ფილმი მოგვითხრობს 2004 წელს მომხდარი ცუნამის დროს განვითარებულ მოვლენებზე. ადამიანებს წარმოუდგენელი ძალისხმევა ესაჭიროებათ, რათა საკუთარი თავი და ახლობლები გადაარჩინონ.

3)Transformers. Dark of the Moon
ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე
Трансформеры 3: Тёмная сторона Луны

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
ჩვენი გმირებისთვის მოსაწყენი ყოველდღიურობის ხანა დადგა: სემმა მიკაელა დაკარგა, მთავრობა ავტობოტების დედამიწიდან გასასახლებლად საკანონმდებლო აქტს ამზადებს, მეგატრონი იმალება, კიბერტრონის მმართველი დესეპტიკონი შოკუეივი დედამიწისკენ მოემართება..

2)Drive Angry
გიჟური რბოლა
Сумасшедшая езда

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, ფენტეზი
მოვლენების ცენტრშია ადამიანი, რომელიც მისი ქალიშვილის მკვლელების კვალს მიყვება.

1) Fast Five
ფორსაჟი 5
Форсаж 5

ჟანრი : მძაფრსიუჟეტიანი, დრამა, თრილერი
ყოფილი პოლიციელი ბრაიან ო'კონერი, დომინიკ ტორეტოსთან ერთად, ცოტა გაერთნენ არაკანონიერი ცხოვრებით. მას შემდეგ, რაც ბრაიანმა და მიამ, დომინიკი გაათავისუფლეს, ისინი აღარ რისკავენ ერთ ადგილას დიდი ხნით დარჩენას, რადგანაც არაერთი უკმაყოფილო პოლიციელის სამიზნედ იქცნენ.

ზოგადად ვგიჟდები ფილმებზე და ძალიან გამიჭირდა მომერჩია საყვარელი ფილმები იმიტომ. რომ ძალიან ბევრი ფილმი შედის ჩემს გემოვნებაში )  განსაკუთრებულად მომწონს და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ ამ ფილმებს.
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 857 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-10-10 Spam
killerebi mec dzalian miyvars <3