მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » My Top 10 movies ♥
9:49 PM
My Top 10 movies ♥
10.მომიტევე სიყვარულისთვის / Scusa ma ti chiamo amore
37 წლის მომხიბვლელ მამაკაცს ალექსს თავი მოზარდივით უჭირავს და ის არც აპირებს გაზრდას. ის გაშორდება თავის 'მუდმივ საცოლეს' ელენას და 'ტრიალებს' სამსახურში და ცხოვრებაში. მალევე ალექსი 17 წლის ნიკის გაიცნობს. მათ შორის ნამდვილი მეგობრობა დაიწყება, რომელიც ცოტა ხანში სიყვარულში გადაიზრდება, რომლითაც არც ნათესავები და არც მეგობრები არიან აღფრთოვანებულები

9.მეზობელი გოგონა / The Girl Next Door[c]

უფროსკლასელი მეთიუ, ოცნებობს პლიტიკოსის კარიერაზე, და ამჩნევს, რომ მას ახალი მეზობელი ყავს, თვალის მომჭრელი 19 წლის ქერა თმიანი გოგონა დენიელი. და მეთიუ ამჩნევს რომ ის მას შეუყვარდა და დარწმუნებულია რომ იპოვა ცხოვრების ქალი. წარმოიდგინეთ როგორი გაკვირვებული იქნებოდა ის, როცა იგებს მთელ ქალაქთან ერთად, რომ დენიელი ყოფილი პორნოვარსკვლავია. და რათა მან ის შეინარჩუნოს მას მოუწევს სენატორის სკამის გარისკვა და გამოცდის გადალახვა, რომლისთვისაც ის მზად არ იყო…

8.ტურისტი / The Tourist
ამერიკელი ტურისტი გულის გადასაყოლებლად იტალიაში მიემგზავრება, სადაც იცნობს უცნაურ ქალბატონს ელიზას. ფრენკის გეგმები იცვლება ...

7.ნეტავ / If Only 
[c]
ყოველ დღე ჩვენ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ, რომლებიც არა მარტო ჩვენ საკუთარ ბედზე მოქმედებენ, არამედ ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფ ადამიანების ბედზეც გავლენას ახდენენ. სამანტა - ამაერიკელია გოგონაა და ლონდონში მუსიკას შეისწავლის. ის ლამაზი, იმპულსური და ემოციალურია - ის შეყვარებულია. მისი მეგობარი იანი მთლიანადაა საქმეებში ჩაფლული, ის სულ დაკავებულია და შეიძლება ითქვას დაქორწინებულია თავის სამსახურზე. ეს ანგრევს მათ ურთიერთობას სამანტასთან. მაგრამ ყველაფერას ტრაგიკული შემთხვევა შეცვლის - ავტოკატასტროფას მიაქვს სამანტას სიცოცხლე, და იანი ხვდება, რა დაკარგა მან თავის ცხოვრებაში... რომ შეეძლოს იანს დროის დაბრუნება, რომ შეეძლოს მას ეს საბედისწერო დღე რამენაირად შეეცვალა... და ბედისწერა მას ამის შანსს აძლევს.

6.ნარკოზი / Awake
მთავარი მოქმედი პერსონაჟი ქრისტენსენის როლის შესრულებით იძულებული ოპერაცია გაიკეთოს. მაგრამ ოპერაციის დროს იზ გონზე მოდის მოულოდნელად. ის პარალიზებურ მდგომარეობაში იმყოფება და ვერ არყევს ვერც ხელს, ვერც ფეხს, ამის მიუხედავად გრძნობს სკალპელის ყოველ შეხებას თავის სხეულზე. ამ დროს კი მის ცოლს თავში საშინელი ბრძოლა აქვს საკუთარ შიშებთან...

5.იჩქარე შეიყვარო / Walk to Remember

ლენდონ კარტერი - თავისი სკოლის კუმირია, ის დმოუკიდებელი, ლამაზი და სასტიკია. და რა თქმა უნდა ის ვერც კი ამჩნევს შეუხედავ ჯეიმის, რომელიც მხოლოდ სწავლაზე ფიქრობს. მორიგი სულელური გამოხტომის კარტერს აიძულებენ სტუდენტებთან ერთად ითამაშოს სასკოლო პიესაში. აქ კი ის ვერაფერს გაართმევს თავს მორიდებული ფრიადოსანის დახმარების გარეშე. ჯეიმი დათანხმდება დაეხმაროს ბიჭს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლენდონი დაპირდება, რომ არ შეუყვარდება ის. თვითკმაყოფილი ყმაწვილი ადვილად აძლევს ფიცს, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ მის შესრულება ძალიან გაუჭირდება.

4.ცხოვრება ისეთი,როგორიცაა სინამდვილეში / Life as We Know It 
ჰოლი ბერენსონი საკვები პროდუქტების მომწოდებელია, ერიკ მესერი კი სპორტული ხაზის დირექტორი. პირველივე შეხვედრის შემდეგ მათ ერთმანეთი ზიზღდებათ, ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ - საერთო ნათლული სოფია. უეცრად ისინი ერთადერთნი აღმოჩნდებიან, ვინც სოფის დარჩა. მათ მოუწევთ თავისი გრძნობების დავიწყება და პატარა გოგონაზე ზრუნვა.

3.ფიცი / The Vow 
 
ბედური შემთხვევის შემდეგ პეიჯი კომაში ჩავარდა. სანამ ცოლი კომაშია, ლეო სახლიდან არ გადის. გოგონა გამოიღვიძებს, მაგრამ მას მეხსიერება აქვს დაკარგული. მას არ ახსოვს არც თავისი საყვარელი ადამიანი და არც მათი რომანი. მაშინ ლეო გადაწყვიტავს ხელახლა მოინადიროს პეიჯის გული.

2.სიყვარულს შემთხვევითობა უყვარს / Ask Tesadufleri Sever
[/c] 
ეს არის დენიზის და ოცგურის ისტორია, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან სტამბულში. ერთი მათგანი დამწყები მსახიობია, მეორე კი წარმატებული ფოტოგრაფი. ბავშვობაში ისინი ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულნი და აი, 25 წლის ასაკში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ბავშვური გრძნობაც ბრუნდება.

1.ხელშეუხებელნი / Intouchables

უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მდიდარი არისტოკრატი ფილიპი დამხმარედ აიყვანს ადამაინს, რომელიც საერთოდ არ ესადაგება ამ სამუშაოს– ახალგაზრდა არაბი დრისი, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელს, დრისი მაინც მოახერხებს მის ცხოვრებაში სიხალისის შემოტანას...


კიდევ მყავს რამოდენიმე ფავორიტი ფილმი მაგრამ მხოლოდ ეს ტოპ10 შემოგთავაზეთ:) იმედია მოგეწონათ :)) 

GabbY ♥
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 666 | დაამატა: XaaT1♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-02-18 Spam
celsheuxebelnze ar vici a momdis ai mafantebs mag filmze ♥