მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » My top 10 movies
10:43 PM
My top 10 movies
My top 10 movies
 


10.The Vow-ფიცი
უბედური შემთხვევის შემდეგ პეიჯი კომაში ჩავარდა. სანამ ცოლი კომაშია, ლეო სახლიდან არ გადის. გოგონა გამოიღვიძებს, მაგრამ მას მეხსიერება აქვს დაკარგული. მას არ ახსოვს არც თავისი საყვარელი ადამიანი და არც მათი რომანი. მაშინ ლეო გადაწყვიტავს ხელახლა მოინადიროს პეიჯის გული.
 




9.Fame-დიდება
"დიდება, არის ერთ-ერთი საუკეთესო სამოტივაციო ფილმი:
სიუჟეტის საფუძველში დევს მოვლენები, რომლებიც განვითარდა ნიუ–იორკის ერთერთ სკოლაში, სადაც ნიჭიერი მოზარდები სწავლობენ პოპულარობის მოპოვების გზაზე, ზოგს უმართლებს და წარმატებას აღწევს, ზოგიერთს კი წინ დიდი იმედგაცრუება ელოდება, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: სწრაფვა დიდებისა და საკუთარი მიზნების განხორციელებისაკენ.




8.Wild Child-ავარდნილი
თექვსმეტი წლის პოპი მური – მდიდარი ოჯახის გათამამებული საკუთარ თავსე შეყვარებული გოგონაა, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც მორიგი წვეულება სკანდალით დასრულდება, მამა გააგზავნის პოპის ინგლისურ სკოლაში იმის იმედით, რომ ქალიშვილი ცოტათი მაინც დაჭკვიანდება და დაწყნარდება. გოგონას თავისუფლება სწყურია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის სკოლიდან გარიცხონ, მაგრამ ბრიტანელი სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც ისე ადვილია. ბოლოს და ბოლოს პოპი მიხვდება, რომ ცუდი ყოფაქცევა მას არ დაეხმარება, და ახალ დაქალებთან ერთად შეიმუშავებს გაქცევის იდეალურ გეგმას. მაგრამ სუზტად ამ გეგმის დახმარებით ის მიხვდება, რომ მას დარჩენა სურს.



7.Sanktum-სანკტუმი
მსუბუქი საშინელებათა ჟანრის სათავგადასავლი დრამა: ახალ გვინეაში აღმოჩენილი გამოქვაბულის გამოსაკვლევად,რომელიც საკმაოდ ღრმად მდებარეობს და ნახევრად წყლითაა სავსე, ცნობილი მკვლევარი ფრენკი თავის ჯგუფთან ერთად ჩადის, მალე მასთან 17 წლის შვილი ჯოშუა და მისი შეყვარებული ვიქტორიაც ჩადიან, თუმცა ვითარება იცვლება, როცა მღვიმე წყლით ივსება და შიგ მყოფებს ახალი გასასვლელის ძებნა უხდება, ფრენკს ალღო არ ღალატობს და სწორ გზას ადგას, თუმცა ეს გზა ხიფათითაა სავსე: ვინ გადარჩება ცოცხალი და გააღწევს მღვიმიდან? ეს კითხვა ყველა შიგ მყოფს აწუხებს, მითუმეტეს, რომ ყველა სასიცოცხლო რესურსი ამოწურულია..



6.Everybody's Fine-ისინი კარგად არიან
მოკლე შინაარსი: დაქვრივებული პენსიონერი ხვდება, რომ მის ოჯახს გარდაცვლილი ცოლი აერთიანებდა, მას საუკეთესო უნდოდა 4 შვილისათვის და ფიქრობდა, რომ "ისინი კარგად იყვნენ", მანამ, სანამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მათ მოსანახულებლად არ წავიდა და არ გაიგო, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს..
ჩემი რჩევა: ეს ფილმი თავის თავში კომედიას და დრამას აერთიანებს და ყველას გირჩევთ ნახოთ, ვისაც ფსიქოლოგიური ფილმები გიყვართ, თან მართლა ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ(რობერტ დე ნირო, დრიუ ბერიმონი, ქეით ბექინსეილი, სემ როქველი და სხვები)



5.Tres metros sobre el cielo-ციდან სამ მეტრზე
3 metros sobre el cielo
სხვადასხვა სამყაროში მცხოვრები ორი ახალგაზრდას ისტორია. ეს არის ამბავი წარმოუდგენელ სიყვარულზე, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელი უნდა იყოს. ბაბი საშუალო კლასის წარმომადგენელია, ის კეთილი და უმწიკლო გოგოა. ჰაჩი იმპულსიური, რისკის და საშიშროების მოყვარული ბიჭია. ის ხშირად იღებს მონაწილებას არაკანონიერ რბოლებში და შეძლებს ნაწილობრივ ბაბიც აიყოლიოს მასში, ეს არის ამბავი ძლიერი და წინააღმდეგობებით აღსავსე სიყვარულზე, რომელიც სამწუხაროდ დრამატულად მთავრდება..




  

 

 
4.New Year's Eve-ახალი წლის წინა დღე
ფილმის გმირები იმ ქალაქის მაცხოვრებლები არიან "რომელსაც არასდროს სძინავს”. ახალი წლის წინა დღეს ნიუ-იორკი რამდენიმე აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის ცხოვრებას ერთმანეთში გადახლართავს: მომაკვდავი მოხუცი საავადმყოფოში, მდივანი, რომელმაც გადაწყვიტა აისროლოს თავისი ოცნებები, საახალწლო შოუს პროდიუსერი, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ახალი წელი, მომღერალი, რომელიც თავისიშეცდომის გამოსწორებას ცდილობს და საახალწლო ღამეს სიყვარულსა და კარიერას შორის აკეთებს და ახალბედა ბექსთეიჯ მომღერალი, რომელიც ჯადოსნურ ღამეს მეორე ნახევარს შეხვდება და ოცნებასაც ისრულებს..





3.PS. I Love You-პს. მე შენ მიყვარხარ
ეს არის ისტორია ახლად დაქვრივებულ ქალზე, რომელსაც მთელი გულით უყვარდა და რომელიც მთელი გულით უყვარდათ, ახალი თაყვანისმცემლების მიუხედავად ის ვერ ივიწყებს გარდაცვლილ ქმარს, რომელმაც წინასწარვე იცოდა სასიკვდილო დაავადების შესახებ, ამიტომაც სიკვდილამდე მთელი წლით ადრე წერილების დაწერა დაიწყო, რომელიც გარდაცვალების შემდეგ დაქვრივებულ მეუღლეს მისდის და ბევრ ნიუანსსაც კარნახობს..
პს. არ ვიცი ჩემმა დაწერილმა შინაარსმა რამდენად დაგაინტერესათ, მაგრამ ერთს დავამატებ-ვოცნებობ ჩემს მეორე ნახევარს ისე შევუყვარდე და ისე მიცნობდეს, როგორც ამ ფილმში გარდაცვლილ ქმარს ცოლი უყვარდა..დამიჯერეთ ასეთი სიყვარულის ისტორია თქვენ ჯერ არ გსმენიათ



2.Life As We Know It-ცხოვრება ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში
ჰოლი ბერენსონი საკვები პროდუქტების მომწოდებელია, ერიკ მესერი კი სპორტული ხაზის დირექტორი. პირველივე შეხვედრის შემდეგ მათ ერთმანეთი ზიზღდებათ, ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ - საერთო ნათლული სოფია. უეცრად ისინი ერთადერთნი აღმოჩნდებიან, ვინც სოფის დარჩა. მათ მოუწევთ თავისი გრძნობების დავიწყება და პატარა გოგონაზე ზრუნვა.




1.The Lucky One-იღბლიანი
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყში სამწლიანი მისიის შემდეგ ცოცხლი დარჩა. მისი თილისმა ფოტოა, რომელიც სულ თან დააქვს – მასზე სრულიად უცნობი ქალია. ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნებისთანავე ლოგანი მის პოვნას გადაწყვიტავს.
ჩემი საყვარელი ფილმია, აუცილებლად ნახეთ, დამიჯერეთ არ ინანებთ!




იმედია მოგეწონათ და თუ ასეა თქვენი აზრი კომენტარების სახით დააფიქსირეთ.. საკმარისი კომენტარების დაგროვების შემთხვევაში შემოგთავაზებთ რუბრიკას თვის საუკეთესო 10-ეული:*
 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 921 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-01-03 Spam
NiiNiii ♥ BieeBeeR♥, 6ze mindoda damewera, martla dzaan momwons, ubralod dzalian didxans vamzadebdi am siaxles da chemi da rom movida damsvi kompzeo tavidan amomivarda da ase davtove biggrin axla mec vnanob ise..