My Style Of Wearing
ჩემი საკონკურსო თემა
NiiiNaa♥ – ს კონკურსისთვის :)
იხილეთ ყველამ, გთხოვთ !
როგორია ჩემი ჩაცმის სტილი ?ჩემი ჩაცმის სტილი არაფრით განსხვავდება სხვებისგან, ვიცვამ ჯინსებს, მაისურებს, მოკლე კაბებს .. მაგრამ ჩემი გემოვნება სულ სხვა განხრით მიდის ..
ძალიან მომწონს ამ სტილის შორტები, მაგრამ ალბათ ხვდებით, ასეთებს საქართველოში, მითუმეტეს, რომ ფოთში ვერსად გადაეყრებით ..
რომ გითხრათ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე ვაბოდებ – თქო, მოგატყუებთ, რადგან ყველას კედები მირჩევნია .. არც "ბალეტკები" მიზიდავს ისე, რო გავგიჟდე, მაგრამ მათ ჩაცმაზე უარს არ ვამბობ – ხოლმე ...
ძალიან მომწონს "გიჟური სტილი" (მე ასე ვეძახი :D)
რაღაც წაწვეტებული ღილებით, ჯაჭვებით ..
ძალიან მომწონს "კოსმოსური" შარვლები, SHOES - ები და ზედებიც:
მე და ძალიან ბევრ თინეიჯერს ერთნაირი გემოვნებები არ გვაქვს, რადგან უმეტესობას მოსწონს აშშ – ს დროშით გაფორმებული შარვლები, მაისურები, კედები, მე კი იშვიათად ვაქცევ მათ ყურადღებას, ეს ის რამდენიმე მათგანია, რომლებიც მომწონს:
დიდად არ ვიცვამ კაბებს, გაგიკვირდებათ და ბანკეტზე თავიდან კაბის ჩაცმას ვაპირებ და შემდეგ ჯინსის შარვალი უნდა ჩავიცვა : D
ეს კი ჩემთვის მისაღები კანდიდატები არიან საკარნავალოდ:
ჩემს გემოვნებაში ზუსტად ჯდება არიანა გრანდეს სტილი, ის რაღაცნაირად განსხვავდება სხვა ვარსკვლავებისგან .. ალბათ დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ არიანა ერთ – ერთია, ვისაც ძაან მაგარი სტილი აქვს .. მგონია, თითქოს მას ყველაფერი უხდება ...
ვიცი, თემა ძალიან პატარაა და 0,1% – ია იმისა, რო მე გავიმარჯვებ , კრიტერიყუმებიც დარღვეული მაქვს .. ამიტომ გამაკრიტიკეთ, მირჩევნია სიმართლე თქვათ და მწარე, ვიდრე იცრუოთ ტკბილად :)