მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » My lovely family
8:59 PM
My lovely family
My Lovely FamilY...
ჩემი თემა აქციისთვის
იმედია მოგეწონებათ კიდევ ერთი ბანალიზმით გაჟღენთილი სიახლე
  

მინი-ფაქტები:

✔საიტზე დავრეგისტრირდი_464 დღის წინ
✔სიახლეების რაოდენობა_310
✔კომენტარი_1994
✔წოდება_მოდერატორი
✔ჯილდო_86
✔რეპუტაცია_156 

*ნიკის ევოლუცია: 

1. SmilerMarri_არაერთხელ ვთქვი, რომ ეს პროფილი ჩემმა მეგობარმა გააკეთა, თუმცა ის არ აქტიურობდა, იშვიათად თუ შემოვიდოდა ხოლმე. მე ვაქტიურობდი დიდი ხნის მანძილზე თავი არ შემიწუხებია(:D) იმის ახსნით, რომ მეგი მერქვა(არც ისე ბევრს ვიცნობდი). 
2. SmilerMegi❤_როცა უკვე ასეთი მნიშვენლოვანი გახდა საიტი და მისი თითოეული წევრი ჩემთვის, გადავწყვიტე ნამდვილი სახელი დამეწერა, რადგან სოციალურ ქსელებში დამატებისას პრობელემები მექმნებოდა სახელის გამო და ცალ-ცალკე მჭირდებოდა ახსნა :D 
3. Missbarnes❤_ნუ ახლააა.. ნეტა რატომ დავიწერე :D


*წოდებების ევოლუცია: 

1. მომხმარებელი
2. მეგობარი
3. მოდერატორი(პირდაპირ :დ)
4. ვცდილობ გავხდე Vip ნიუსერი(ნიუსერი მაინც), მაგრამ ერთი ადამიანი ვერ დავითანხმე(იმედია ნახავს ამ სიახლეს :დდ)


✔ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი მომხმარებელი და ბევრი მეუბნებოდა, რომ ძალიან მოსწონდათ ჩემი დადებული სიახლეები, მაგრამ რატომღაც არც მიფიქრია წოდების ამაღლებაზე :დ
ერთხელ მარიამმა(ადმინმა) pm-ში მომწერა, საიტთან დაკავშირებით სალაპარაკო გვაქვს და სკაიპში დამამატეო. მივწერე ჩემი სკაიპი, მაგრამ იშვიათად შევდივარ ხოლმე და არც მაშინ შემიწუხებია თავი, რადგან ჩავთვალე, რომ შეეშალა(ვინ ვარ, საიტზე რომ მელაპარაკოს-მეთქი :დ). 
კარგა ხნის მერე შევამჩნიე, რომ ჩემზე ბევრად ნაკლები სიახლეების მქონეები იყვნენ ''მეგობრები'' და მივწერე, მეც დამნიშნე-მეთქი. მიპასუხა, მაგის გამო დაგიმატეო და მკითხა, თუ იცი სიახლის დადებაო. ვუთხარი, რომ ვიცოდი, იმის მიუხედავად, რომ მარტო თეორიული წარმოდგენა მქონდა :დ დამნიშნა, მე კი ''ვივაჟკაცე'' და ნახევრად დაუმთავრებელი სიახლე გამოვაქვეყნე, თანაც მთავარზე დავდე(არ ვიცი, როგორ მოვახერხე. ალბათ მაშინ ჰქონდათ მეგობრებს ეგ ფუნქცია). ეგრევე მომხსნა :D ის აღარ მახსოვს, როდის და რატომ დამნიშნა ისევ. 

✔პირველი ადამიანი, რომელსაც საიტზე დავუახლოვდი, Londoner-Girl-ია <3 
ახლა ბევრს ვიცნობ, მაგრამ ყველაზე ხშირი ურთიერთობა საიტს გარეთ Skippy-სთან და Merder-თან მაქვს(ჩემ მარიამთანაც, რა თქმა უნდა)

✔პირველი მოთხრობა დავდე კონკურსით. ხატია ატარებდა და 10 კომენტარზე გვაძლევდა გაგრძელების უფლებას. მე 23 მოვაგროვე და მეორე დღესვე ყოველგვარი ნებართვის გარეშე დავდე მეორე თავი, თურმე შედეგებს უნდა დავლოდებოდი ;დ გვიან გამოაქვეყნა ხატიამ და ჩემი თავი რომ ვერ აღმოვაჩინე სიაში, ჩავთვალე, რომ დამსაჯეს. გავბრაზდი, რადგან მართლა ძალიან ვინდომებდი(იმ დროისთვის;დ). მალე აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ გამორჩენოდა და დავმშვიდდი, როგორც იქნა.

✔არასოდეს არავისი შემშინებია(რა სისულელეა :დ), უბრალოდ სანამ გავიცნობდი ბევრი ადამიანი ძალიან ''სწერვა'' მეგონა, თუნდაც მარიამო (ჩვენი ბუა:დ) არა, 'ბუა' მართლა არ მგონებია, მის მოთხრობებზე ვგიჟდებოდი და მარტო მათ გამო შემოვდიოდი ხოლმე კარგა ხანს. მე არ შემხებია მისი სიმკაცრე და იყოს :დ

✔დადებული მაქვს რამდენიმე მოთხრობა. ორი მათგანი(Camp Love & Dirty Dancer), რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, შეწყვეტილია (ასეც ხდება ;დ). შეიძლება გავაგრძელო ოდესმე...
ჩემი დაწერილებიდან Paparazzi ერთადერთია, რომელიც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული(სხვების ნახვის სურვილიც არ მაქვს :დ).  მისი წყალობით შევიძინე ბევრი მკითხველი(და მეგობარიც)

✔პირველი მოთხრობა(და ერთადერთი ''საუკეთესო მოთხრობებიდან), რომელიც წაკითხული მაქვს არის Party In The U.S.A. ესეც რატომ დავიწყე არ ვიცი, არასოდეს მომწონდა ბიბერი. გულმა მიგრძნო ეტყობა, კარგი რომ იქნებოდა :დ მადლობა ამისთვის ჩემს გულს, მაგრამ კი ვიტანჯებოდი ხოლმე ლოდინით. 

✔ჩემი სკაიპის მისამართია misscyrus3, რომელიც ხატიას(ადმინის) ნიკიც იყო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა საერთოდ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. ერთხელ ნინიმ(Perfectlybelieber) მომწერა, დროზე მითხარი თუ ხარ რომელიმე საიტის ადმინიო. აზრზე ვერ მოვედი და ჩავთვალე, რომ ვერ იყო :დ ადმინი არა, მაგრამ iFunlover-ზე ვარ-მეთქი და ნიკიც ვუთხარი. მიცნო და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ წერა. ჩავთვალე, რომ გავაგებინე, მაგრამ ყოველ შესვლაზე მსგავსი შინაარსის შეტყობინება მხვდებოდა :დ ვერ ვითვლი, რამდენჯერ მომიწია იმის ახსნა, რომ მეგი ვარ და არა ხატია. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან მეშლებოდა ხოლმე ნერვები

✔საყვარელი ავტორები საიტზე_Lovatic-Smiler, Mariamo, -Skippy, Merder(aramzada:D), Fairy-Tail. არის კიდევ რამდენიმე, რომლის მოთხრობასაც სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ ეს ხუთეული მაინც გამორჩეულია. 

✔საკმაოდ ხშირად ვიღებ ხოლმე კონკურსებში მონაწილეობას და 4-5-ჯერ გავიმარჯვე დაახლოებით(რეპუტაციებით ვმსჯელობ, თორემ სად მაქვს მაგდენი მეხსიერება ;დ)

✔ვერ ვიტან ორსიტყვიან, სტანდარტულ კომენტარებს_''კარგი სიახლეა'' ან ''მალე გააგრძელე''. მირჩევნია, სულ არაფერი დამიწერონ-ხოლმე, რადგან მათი კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოვალეობის მოხსნის მიზნით წერენ. აბა როგორ შეიძლება, სხვანაირი აზრი არ გაგიჩნდეს ადამიანს რაიმეს ნახვისას :დ მე პირადად თითქმის ყოველთვის ვცდილობ, ვრცლად დავაფიქსირო ჩემი აზრი და მართლა დავანახო დაინტერესება.


✔არ ვარ კონფლიქტური და არავისთან არ მიჩხუბია საიტზე. თუ ვერთვები კამათში, მხოლოდ მოგვარების მიზნით, რადგან ვერ ვიტან, როცა სასაცილო მიზეზების გამო ჩხუბობენ(99% ასეა).
არა, ვიტყუები :დ  მარიამოს ვეჩხუბე ერთხელ ძალიან სერიოზულად. ეგ ''ბუა'' მაბრალებდა, მოთხრობას აკოპირებო და ლამის დავწყვიტეთ ერთმანეთი, მთელი საიტი ავიყოლიეთ :დ მართალია, სინამდვილეში წინასწარ დაგეგმილი ''ხაფანგი'' იყო, მაგრამ ის დღე არასოდეს დამავიწყებდა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ძლივს შევირიგე მას შემდეგ. )) 

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი:
✔ძალიან მეჩქარება ახლა, ქიმიის წიგნები მელიან :X ერთხელ უკვე წავშალე ეს სიახლე და ჯობია დროზე გამოვაქვეყნო, სანამ კიდე მომივლის ;დ 

ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ვგიჟდები თითოეულ თქვენგანზე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე საიტი ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა ჩემთვის, მაგრამ iFun-ი საიტზე გაცილებით მეტი, ოჯახიაა <3 
მართალია, არსად წავსულვარ, მაგრამ უკვე ძალიან მენატრებით და ერთი სული მაქვს, როდის მოვრჩები გამოცდებს, რომ დროებით მაინც დაგიბრუნდეთ აქტიურად, სანამ დავიშლებით. 
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხართ. 
XoXo_Your Megi <3

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 937 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-06-14 Spam
ვაიმე ცუდადვაარრ :დ :დ :დ რამ გაგახსენა შე ამოსაწყვეტო ეგ ამბავი? :დ ვაიმე ცუდადვარ :დ :დ კომენტარებზე გეთანხმები.. მაგრამ ზოგჯერ მეც ვწერ ხოლმე მასე. რაიყო ახლა :დ :დ ^_______^ როგორმიყვარხარ. მაშინ ვერ ვიმაახსოვრებდი ხოლმე რომ შენ იყავიმაგ სკაიპში.. :დ და როოგორარმიყვარხდა მომხმარებელიროიყავი ხოლმე. ავვ..<3 მიყვარხარ და შენიმოთხრობა მენატრება!!:(((