მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » My heart beats for...3
3:12 PM
My heart beats for...3
ჩემს წინ ჩვენი კოლეჯის ,,მონარქი''(:D) იდგა.ირონიულად იღიმოდა, მაგრამ მის სახეზე ინტერესი ჩანდა. აშკარად ეტყობოდა, აინტერესებდა რას ვაკეთებდი იქ. მე თვალი თვალში გავუყარე და არც ერთს არ დაგვიხამხამებია, სანამ დედამისმა არ თქვა:
_აი ლიამიც. ლიამ გაიცანი, ეს მეთიუ გომეზია, გუშინ რომ გეუბნებოდი, ეს მისი ქალიშვილია ნესი.
_ძალიან სასიამოვნოა_თქვა ლიამმა და მამაჩემს შეხედა, რომ ჩემთვის მიეხვედრებინა, შენი გაცნობა არაა სასიამოვნოო. მერე ამაყად შემომხედა და ძლივს გასაგონად მითრა:
_ესე იგი შენ მეთიუს შვილი ხარ. უნდა მივმხვდარიყავი.
_რას მელაპარაკები_ჩავიცინე მე და მოვშორდი. მამამ თავისთან მიიხმო და რაღაცას ელაპარაკებოდა, მე კი მარტო დავრჩი. მობილური ამოვიღე და შევამოწმე, ჯოს ორჯერ ჰქონდა დანარეკი, ეზოში გავედი და დავურეკე.

_გისმენ ნესი.
_რატომ რეკავდი ჯო?
_თქვენთან ვიყავი და არ დამხვდით.
_ჰო. ჰემსვორტებთან ვართ, თქვენს კლიენტებთან.
_აჰა. მალე მოხვალთ?
_ჩემი ნება რომ იყოს, ახლავე წამოვიდოდით.
_რატომ არ მოგწონს?
_რა უნდა ვაკეთო, არავის ვიცნობ.
_ლიამი ნახეთ?
_კი, მამა ახლა ელაპარაკება. ისე დასაცავის მაგას არაფერი ეტყობა.
_შენ რა იცი? ძალიან მაინტერესებს ნახვა.
_ნეტა მალე მოიტაცონ_ჩავილაპარაკე.
_რა?
_არაფერი არ მითქვამს_მოვიტყუე უცებ, რადგან ჯოსთვის ახსნის თავი არ მქონდა_კარგი წავედი და მერე გნახავ.
_კარგი, საღამოს აუცილებლად უნდა ველაპარაკო მამაშენს.
_კარგად.
მობილური გავთიშე, ჩანთაში ჩავაგდე და შიგნით შევედი. მენდი(ლიამის დედა) შემხვდა.
_რას აკეთებ, ჩემო კარგო? რამე ხომ არ გჭირდება.
_დიახ. საპირფარეშო სად არის?
_მისაღებიდან რომ გახვალ, დერეფნის ბოლოში, მარჯვენა მხარეს.
_დიდი მადლობა.
მამაჩემს გავხედე, ვიღაცებს ელაპარაკებოდა(ლიამს აღარ) და გავედი. საპირფარეშოში შევედი, სარკესთან მივედი და თმები გავისწორე, მერე მაკიაჟიც ოდნავ შევისწორე და სახეზე წყალი შევისხი. უცებ კარი გაიღო. ჯანდაბა, დაკეტვა დამვიწყებია. შემოვბრუნდი და ლიამი დავინახე. თვითონაც გაკვირვებული მომაჩერდა, ალბათ აქ ნამდვილად არ მელოდა. მერე ისე დამიწყო თვალიერება, თითქოს მე ვერ ვხედავდი.
_თქვენთვის არ უსწავლებიათ, რომ ხალხის თვალიერება უზრდელობაა? (ნესი)
_ალბათ კი, არ მახსოვს_ისეთივე ირონიით მითხრა.
_ჰოდა გაიხსენე ან ისწავლე, სტუმარს როგორ უნდა მოექცე.
_ისღა მაკლია, პატარა ბავშვმა მასწავლოს რაიმე.
_წესიერად, თორემ...
_რა იყო, მამაშენთან გაიქცევი?
_სხვათა შორის, მამაჩემი შენ გიცავს და არა მე, საინტერესოა ვინ უფრო გარბის მასთან_გველური ხმით ვუთხარი და გავიღიმე._ისე ძალიან კარგი იქნება, თუ მალე გაგიტაცებენ და გაგათავებენ.
_მადლობა კეთილი სურვილებისთვის. თავს გაუფრთხილდი_ვითომ მზრუნველობით მითხრა_თორემ მხოლოდ გამტაცებელი არაა საშიში.
_შენ რომ არ გეთქვა, კი არ ვუფრთხილდებოდი_ღიმილით ჩამოვართვი დაცინვა_ახლა კი, შენი ნენართვით, მივდივარ.
_ვითომ ძალით შემომეთრიოს_ჩაიცინა ლიამმა და კაბინაში შევიდა. ყურადღება აღარ მივაქციე, ვითომ არ გამიგონია. მამასთან მივედი და წამოვედიტ, მაგრამ სახლში არ მივსულვართ, ჯოს მივაკითხეთ ბინაში. ყველაფერი უამბო, რაც ლიამმა მოუყვა_როდიდან უთვალთვალებდნენ და ასე შემდეგ. უკვე სახლში უნდა წამოვსულიყავით, როცა მამას ვიღაცამ დაურეკა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აივანზე ლაპარაკობდა, მერე კი შემოვიდა და გვითხრა.
_კომპანიიდან მიბარებენ, სასწრაფოდ უნდა წავიდე.
_კომპანიას ლოს ანჯელესშიც აქვს შტაბი?_ვიკითხე მე.
_,,ც''?_გაეცინა ჯოს._მთავარი შენობა სწორედ ლოს ანჯელესშია. ჩემი გამოყოლა გჭირდებათ მეთიუ?
_არა, კარგი იქნება, თუ ნესი შენთან დარჩება. შეიძლება დილამდე ვერ მოვიდე.
_კარგი რა პრობლემაა_ისე მოაგვარეს საქმე, ვითომ მე იქ არ ვიყავი. smile
მამა წავიდა, ჯომ კი მკითხა:
_რამეს შეჭამ.
_არ მშია. იოგურტს კი დავლევდი ისე.
_კარგი, მგონი მაქვს.
გავიდა და ორი იოგურტი მოიტანა. ერთი მე მომცა, ცოტა მოვსვი, მერე კი გენიალური იდეა მომივიდა, რაც რა თქმა უნდა განვახორციელე კიდეც_ჯოს სქელი იოგურტი სახეში შევასხი. ისე მოულოდნელი იყო, აზრზე ვერ მოვიდა, რა მოუვიდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, დამიჭირა და თავზე დამასხა. წავაქციე, ზემოდან დავაჯექი და კიდევ ვასხამდი. გადმოტრიალდა და ზემოდან მომექცა.
_არ გაბედო ჯოზეფ ჯონას_დავუყვირე და სიცილი ამიტყდა.
_რადგან შენ მეუბნები_მითხრა და მთელი ბოთლი დამაცალა._შენ თვითონ დაიწყე.
_ჰო, კარგი მაპატიე, ამაყენე ახლა.
_მოიცა გაგწმენდ.
მაგიდიდან ხელსახოცი აიღო და სახე შეძლებისდაგვარად გამიწმინდა. მერე, სრულიად მოულოდნელად მაკოცა. არც გამიფიქრებია, რომ შევწინააღმდეგებოდი, მეც ავყევი. თავიდან ნაზად მკოცნიდა, მერე კი სახე ხელებით დამიჭირა და ვნებიანად მაკოცა. მის სუნთქვას ვგრძნობდი და მთვრალივით ვიყავი. არც ვუფიქრდებოდი, რას ვაკეთებდი, უბრალოდ მინდოდა, ეს წამები სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ხელში ამიყვანა და დივანზე და დივანზე დამაწვინა, კაბის გახსნა რომ დამიწყო, მაშინ მოვედი გონს და ჩუმად ვუთხარი.
_ჯო, მგონი არასწორად ვიქცევით.
_დარწმუნებული არ ხარ, რომ ჩემთან გინდა?
_კი, უფრო სწორად არა, არ ვიცი, ახლა არა. არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რასაც მერე ვინანებ.
_კარგი მაპატიე, მე არაფერს გაიძულებ. ჩემი ბრალია, დაგაბნიე. ახლავე დავბრუნდები.
გავიდა და რამდენიმე წუთში შემოვიდა. ერთმანეთს უხერხულად ვუყურებდით. მაშინ მივხვდი, რომ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ადრე გვქონდა, აღარასოდეს გვექნებოდა. ამ კოცნამ ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული გააჩინა ჩვენს შორის. მასზე შეხედავა აღარ შემეძლო. კიდევ კარგი, თვითონ მითხრა:
_შეგიძლია ჩემს ოთახში დაიძინო, მე აქ ვიქნები.
_მადლობა_ძლივს გასაგონად ვუთხარი და გავედი. მთელი ღამე არ მიძინია, ძალიან გამიხარდა, როცა მამამ დამირეკა და მითხრა, ქვემო გელოდებიო. მაშინვე ჩავედი. მამამ სახლში მიმიყვანა, შხაპი მივიღე, მოვემზადე და კოლეჯში წავედი.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 799 | დაამატა: Smiles | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2011-12-24 Spam
momewona.. male gaagrdzele:*:*