მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » My Future Profession
5:14 PM
My Future Profession
My Future Profession 
ჩემი საკონკურსო თემა


მთელი 12წლის განმავლობაში პროფესია ვერ ამოვირჩიე, რადგან ყოველთვის მიჭირდა არჩევა, ხან ადვოკატობა მინდოდა, ხანაც ექიმობა, მხოლოდ 13წლის ასაკში მივხვდი, რომ მინდა გავხდე ჟურნალისტი. 
საერთოდ ყოველთვის მიტაცებდა ჟურნალისტიკა, ვიცი რომ ჟურნალისტობისათვის ქართულ ენასთან ერთად აუცილებელია უცხო ენები, სწორედ ამიტომ უცხო ენებს დიდი მონომებით ვსწავლობ, ყოველთვის შემართებით ვუდგები ამ საკითხს. მიყვარს ინფორმაციების მოძიება, ხალხის აზრის გარკვევა, ვიდეო-მასალების შეგროვება. 
ჟურნალისტების ყველაზე მთავარი მოვალეობა მაყურებლისათვის სანდო ინფორმაციის მიწოდებაა, ამისათვის კი ძალიან დიდი შრომაა საჭირო. 
ყველაფერთად ერთად ჟურნალისტობა სახიფათოცაა და ყველაზე მეტად ეს მიზიდავს მასში, სახიფათო იმიტომაა, რომ რთულ ვითარებაში, მაგალითად ომის დროს ჟურნალისტები დიდი საფრთხეში იგდებენ თავს, პირველად სწორედ ცხელ წერტილშ მიდიან, რათა ყველაფერი გაანალიზონ და შეისწავლონ. 

გარდა ამისა ჯურნალისტი უნდა საუბრობდეს გასაგებად, უნდა იყოს დამაჯერებელი, უნდა შეეძლოს აზრიანი კითხვების დასმა, რესპოდენტს უნდა აძლევდეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას. 
ყველაზე მთავარი კი მისი აღებული ინტერვიუა, ჩემი აზრით: არცერთმა ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას ინტერვიუს ჩავარდნა, იმის გამო, რომ არ იყო საკმარისად მომზადებული. იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი გავხდები ინტევიუს ჩაწერამდე აუცილებლად მოვიძიებ და გამოვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რაც დამეხმარება იმაში, რომ რესპოდენტმა მეტი ინფორმაცია მომაწოდოს, ამომწურავად უპასუხოს ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე. 
ჟურნალისტზე ბევრი რამეა დამოკიდებული რადგან ინტევიუს დაწყება განაპირობებს მთელი ინტერვიუს განწყობას. გარდა მისა ჩაცმულობითაც შესაფერისი უნდა იყოს, პრედენტთან და პატიმართან საუბრისას ბუნებრივია განსხვავებულად უნდა ეცვას. ინტევიუ კი მშვიად, დაძაბულობის გარეშე უნდა დაიწყოს. 
ჩემი აზრით მე მაქვს ყველა ზემოთ აღნიშნული თვისება რაც დამეხმარება ჩემი ოცნების ასრულებაში ანუ იმაში, რომ გავხდე ჟუნალისტი. 

თუ თქვენც ჩემსავით გინდათ ჟურნალისტობა პატარა რჩევას მოგცემთმ რომელსაც რათქმა უნდა მეც გამოვიყენებ: ინტერვიუს ჩაწერისას მიდით დანიშნულ დროზე ადრე-ასეთ შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ ინტერვიუს დაწყება ბოდიშებით დაგვიანების გამო.წარადგინეთ თქვენი თავი და განმარტეთ ინტერვიუს მიზანი.ჰკითხეთ,რა დროს დათმობა შეუძლია რესპონდენტს თქვენთვის და იკითხეთ,შესაძლებელია თუ არა დიქტოფონის გამოყენება.დაიწყეთ დაძაბულობის გარეშე,მარტივად:თუ მზად ხართ ინტერვიუსათვის,ამის დამტკიცება თავიდანვე შეგიძლიათ:,,თქვენი კომპანიის წლიურ ანგარიშში მე აღმოვაჩინე …” ამით თქვენ მოიპოვებთ რესპონდენტის ნდობას და განაწყობთ მას სასაუბროდ. 

კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: Salo-Smiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-03-05 Spam
momewona tema warmatebebi