მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » My Favourite Couple
7:22 PM
My Favourite Couple
Fact About Jelena 
ჯასტინი,ყოველთვის ურჩევდა სელენას კაბას დაჯილდოვების ცერემონიალებისთვის. 
ჯასტინს მოსწონდა როდესაც სელენას ეცვა ვარდისფერი ტანსაცმელი. 
ყოველთვის,როცა დემი და სელენა ჩხუბობდნენ,ჯასტინი არიგებდა მათ. 
როდესაც ჯასტინის დამ,პირველად ნახა სელენა მას''ალექს რუსო'' დაუძახა. 
ჯასტინი 4საათის განმავლობაში ელოდებოდა სელენას აეროპორტში,როდესაც ის ვიზას იღებდა. 
ჯასტინმა პირველად სელენა 2009 წელს ნახა. 
ჯასტინი ფიქრობს რომ სელენას ძალიან მაგარი ღიმილი აქვს. 
ჯასტინი ეწვია სელენას ''Who Says''ის გადაღებებზე. 
როდესაც სელენა ავად იყო,ჯასტინმა სელენას ლუდი უყიდა. 
სელენას დაბადების დღეზე,ჯასტინმა სელენას სახლი ყვავილებით გაავსო. 
Photos And Gifs 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯასტინ ბიბერის ბიოგრაფია: 
ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „ფლეიბოიმ" შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი" და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „Youtube", სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. 
სწორედ „Youtube-დან" დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „Island Records-ში" მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „Teen Singing Sensation"-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას" უწოდებდნენ. 
2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time" გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში", ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „My World", ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „One Time" და „One Less Lonelygirl", „ემტივის" ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს. 
2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „My World 2.0". ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „Baby-ს" გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „Youtube-ზე" ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელი – ლედი გაგა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში" მოხვდა. 
ის არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებ მხატვრულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი, ჯონ ჩუაა,რომელიც ავტორია პოპულარული ფილმების „ნაბიჯი წინ 2:ქუჩები" და „ნაბიჯი წინ 3D"-ის.ფილმის გადაღებები ჯასტინის კონცერტების დროს, კულისებში და სცენაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ფილმი, ჯასტინის ალბომების მსგავსად, წარმატებული გახდება. სხვათა შორის, ჯასტინის ჰობი ფილმების ყურებაა და მისი უსაყვარლესი ფილმებია: „მერვე მილი" და „ეშმაკის განდევნა ემილი როუზიდან". გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „Facebook-სა" და „Twitter-ის" დახმარებით. 
გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს. 
სელენა გომეზის ბიოგრაფია 
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები." იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა". ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი", სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი".2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი", ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა", რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო". ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები. 
2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights.''2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!". 

რატომ მიყვარს ეს წყვილი:
პირველ რიგში იმიტომ მიყვარს,რომ ორივეზე ვგიჟდები )მერე იმიტომ რომ ერთამენთს ძალიან უხდებიან. კიდევ იმიტომ რომ არცერთ წყვილს არ გვანან.. <3 რაღაცნაირი ლაღები და ბავშვურები არიან <3
მოკლედ მიყვარს ეს წყვვილი!

დაამოწმა: Princess♥nina
You May Love Me-Xoxo Your Princess 
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 740 | დაამატა: Salome♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2013-02-16 Spam
3. Tày Sama   ( Tày[??????]

kargia ) warmatebebi