მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » My Favaourite Couple
6:38 PM
My Favaourite Couple
My Top. Couple
MirandaOrlando
 


რატომ მირანდა და ორლანდო? 
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია, ამ ულამაზესი ვარსკვლავური წყვილის ფოტოებს გადახედოთ, ისინი თავად გეტყვიან ყველაფერს. 
წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მყარ ურთიერთობას, რომელსაც ვერანაირი ჭორები ვერ ანგრევს. 
წარმოუდგენელია, არ გიყვარდეს ეს წყვილი, როცა ხედავ ორლანდოს ბედნიერ და ამაყ სახეს, როცა მირანდა ჩვენებაზე გამოდის; როცა ერთად ატარებენ დროს უსაყვარლეს შვილთან, ფლინთან ერთად, რომელიც მათი სიყვარულის დაგვირგვინებაა. 
უბრალოდ_ვგიჟდები ამ წყვილზე და ვერ გადავიტან, რომ დაშორდნენ...  
მირანდამ და ორლანდომ ერთმანეთი მოდის ჩვენებაზე, ნიუ-იორკში, 2006 წელს გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ, შეხვედრა დაიწყეს, სამი წლის მერე, ნიშნობის შესახებ გააკეთეს განცხადება, ერთ თვეში კი იქორწინეს. დღეს, ბლუმი და კერი შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია.


ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი პოდიუმზე პირველად 13 წლის ასაკში გამოჩნდა. გაიმარჯვა ყოველწლიურ კონკურსში Dolly Magazine/Impulse Model Competition. შემდეგ გოგონა ჟურნალ Dolly Magazine-სათვის გადაიღეს. სკოლის დამთავრებისთანავე, მირანდამ კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტო Chic Management's-თან. მონაწილეობას იღებდა ავსტრალიური ბრენდების Billabong, Roxy, Tigerlily, One Teaspoon, Billabong Girls-ის სარეკლამო რგოლებში. 

სამოდელო სააგენტო Next-ის წყალობით მირანდამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. თანამშრომლობდა ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან Alex Perry, Baby Phat, L.A.M.B., Lisa Ho, Voodoo Dolls, Levi's, Bettina Liano, Heatherette, Betsey Johnson, Trelise Cooper, Jets, John Richmond, Blumarine Swimwear, Nicola Finetti, Neiman Marcus, Anna Molinari, Rock and Republic და Roberto Cavalli. მისი ფოტოები ამშვენებდა ავსტრალიური Vogue-სა და Harper's Bazaar-ის გარეკანს.

2006 წელს, მირანდამ Maybelline New York-თან კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ კი Victoria's Secret-საგან შეთავაზება მიიღო. ავსტრალიელი მოდელისათვის ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო. 2008 წელს, ჟურნალმა Forbes-მა იგი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელა.

ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი ცნობილი გახდა ელფ ლეგოლასის როლით „ბეჭდების მბრძანებელში" და უილ ტერნერის როლით „კარიბის ზღვის მეკობრეებში". ბლუმისათვის წარმატება ისე უცებ მოვიდა, ვარაუდობდნენ, ვარსკვლავური დაავადება შეეყრებოდა. თუმცა, ახალგაზრდა მსახიობი გადაურჩა ამ „ინფექციას", იგი იშვიათად ხდება ტაბლოიდების განსჯის ობიექტი. 

ორლანდოს სახელს ხშირად უკავშირებდნენ მსახიობებს კირსტენ დანსტს, სიენა მილერს, ჯესიკა ბილს, და ჯენფიერ ენისტონს. თუმცა, ნამდვილი რომანი ორლანდოს მხოლოდ ქეით ბოსუორტთან ჰქონდა. ამერიკელ მსახიობთან და ფოტომოდელთან ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო და თითქმის 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. პრესა მათ ქორწინებაზეც ალაპარაკდა. თუმცა, წყვილი ბანალური მიზეზის გამო დაშორდა - ურთიერთობისთვის დრო არ ჰქონდათ. 



ორლანდოსა და მირანდას ქორწინება ტაბლოიდებისათვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ცერემონიალი ლოს-ანჯელესში გაიმართა. 

იანვარში წყვილს ვაჟი, კრისტოფერ ფლინ ბლანშარ კოუპლენდ ბლუმი შეეძინა. 




ბავშვის დაბადების შემდეგ, 28 წლის მოდელი ავტობიოგრაფიულ წიგნში Treasure Yourself-ში ჰყვება, რომ შეყვარებული იყო თანაკლასელ კრისტოფერ მიდლბრუკზე, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. „ჩვენ ორი წელი ვიცნობდით ერთმანეთს. ის მაშინ დაიღუპა, როდესაც განედიდან ბრისბენში გადავედი საცხოვრებლად. ვიგრძენი, თითქოს ჩემი სამყარო დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდები ვიყავით, ცხოვრების ერთად გატარებას ვგეგმავდით. ვგრძნობდი, ჩემი გული მკერდიდან როგორ ამოგლიჯეს და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. კრისის სიკვდილმა დამანახა, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ეხებიან, თქვენთან რჩებიან სამუდამოდ. მან მასწავლა ის, რომ მაქვს არჩევანი: ერთად გატარებული დროის მადლობელი ვიყო, ან მთელი ცხოვრება მის დაკარგვაზე ვიგლოვო." სწორედ დაკარგული სიყვარულის საპატივსაცემოდ, მირანდამ თავის პატარას კრისტოფერი დაარქვა.



წყვილის ფოტოები და ანიმაციები
 
 










 
  
  
  




 
 








 
 

















 




















  
  
  















 







იმედია, მოგეწონათ
    
  
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 884 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
2013-02-16 Spam
momewona