მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 10 » My Dreams
3:43 PM
My Dreams
ჩემი საკონკურსო თემა
''If You Can Dream It, You Can Do It!''

[ჩართეთ აუცილებლად]

ყველა ოცნებობს, მაგრამ სხვადასხვანაირად. ზოგიერთი ოცნებობს თვალებდახუჭული, მაგრამ ზოგიერთნი ოცნებობენ გახელილი თვალებით დღის განმავლობაში. მათ არ ეშინიათ და ისინი აასრულებენ თავიანთ ოცნებებს. სწორედ ისინი არიან ნამდვილი მეოცნებეები.

როგორც ყველა ადამაიანი, მეც უამრავ რაიმეზე ვოცნებობ და მჯერა, რომ თუ ვიბრძოლებ, მათი რაღაც ნაწილი მაინც ამისრულდება, რადგან ყველა წარმატებული ადამიანი ერთ დროს მეოცნებე იყო. 
''შენ თუ შეგიძლია იოცნებო,შენ ამის გაკეთებაც შეგიძლია.გახსოვდეს რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო დაიწყო უბრალო ოცნებით და მიკი მაუსით''_ხომ გვითხრა უოლტ დისნეიმ.


ბევრი ფილოსოფოსობით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ მოგიყვებით ჩემი ოცნებების შესახებ(რა თქმა უნდა, მარტო მათზე, რომელთა გამხელაც ღირს). 

1. ვიმოგზაურო რიოში

ლბათ ბევრს თავი მოვაბეზრე ამაზე საუბრით, მაგრამ ჩემი ოცნებები რიოს გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვობიდან ვგიჟდები მის ხედებსა და ტრადიციებზე ამ ქალაქს ყველაფერი აქვს იდეალური დასვენებისთვის. 
ჩემთვის არაფერი სჯობს საქვეყნოდ ცნობილ კოპა კაბანას პლაჟზე დროის გატარებას ან მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული 'მხსნელი ქრისტეს' ქანდაკების ახლოდან ნახვას. რომ აღარაფერი ვთქვა კარნავალებზე, რომლებიც განსაკუთრებული კულტურის ნაწილია და არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენს. 


 


2. ვისწავლო ლონდონში


მგონი ჩემგან არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ეს ქალაქი კულტურისა და განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა, ამიტომაც იქ სწავლა და ცხოვრება ჩემი ოცნებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 



3. ვითამაშო თუნდაც ეპიზოდური როლი ფილმში, რომელშიც ჩემი კუმირები იმონაწილევებენ. 
    

4. დიდი დრო გავატარო იახტაზე მეგობრებთან ერთად


5. ვისწავლო სერფინგით სრიალი და ცხენზე ჯირითი. 
 
პირველი არასოდეს მიცდია, ცხენზე კი ორჯერ ვიჯექი და ორივეჯერ ვინანე xD ამის მიუხედავად, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვისწავლო და იმედი მაქვს, რომ ამ შიშს ოდესმე დავძლევ. 


6. ვუყურო ბარსას თამაშს კამპ ნოუზე. 


7. ერთი დღე გავატარო 'დისნეილენდსა' და 'ჰარი პოტერის პარკში'
 


8. დავესწრო დევიდ გარეტის კონცერტს 


9. პირადად გავიცნო ყველა ადამიანი, რომელთაც ინტერნეტით დავუახლოვდი. 









იმედი ძალიან ბანალური ოცნებები არ მაქვს xD 
მადლობა ყურადღებისთვის <3 



კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 923 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-01-10 Spam
momewonaa yohcaag :* Giloca Gamarjvebaas :*